Pranksterგეთანხმები "ნიუკასლზე" რაც დაწერე
მაგრამ შირერი უკვე აღარ თამაშობს ამ გუნდში
ამ გუნდს არ მოუგია 3 წაგების მერე 3 თამაში ზედიზედ
ეს გუნდი "იუვენტუსს" კი არა, UEFA-ს ზონას 15 ქულით ჩამორჩება
რა ეტყობათ ამათ ტრადიციის?

არ მინდა მათი გავარდნა, მაგრამ სხვანაირად ვერ მოდიან აზრზე

სასწრაფო წესით არის გასაყიდი: მაიკლ ოუენი, დემიენ დაფი, ემრე, დავიდ როზენალი, სტივენ კარი - ამათში სადღაც 25 მილიონი გირვანქის აღება შეიძლება
მაიკ ეშლის აქვს კიდევ 25 მილიონი გირვანქის დადების უკანალი და 50 მილიონ გირვანქად სულ 1 ფეხბურთელიც რო არ გყავდეს ისე ააწყობ გუნდს
უბრალოდ ამ ყველაფერს ესაჭიროება აზროვნება, რაც "ნიუკასლის" ხელმძღვანელობაში სამწუხაროდ არავის გააჩნია
საერთოდ, გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობითაც შეიძლება გარკვეული შედეგების მიღწევა და UEFA-ს ზონისთვის ბრძოლა, მაგრამ საჭიროა ნორმალური მწვრთნელი, ნორმალური სიტუაცია გუნდში
მარტინ იოლი და ალან შირერი გუნდში რაიმე თანამდებობაზე - ესაა ამწუთას ყველაზე უკეთესი გამოსავალი
მაიკ ეშლიმ როცა მოიყვანა კევინ კიგანი (სხვათაშორის ოიოდე დღის წინ ობაფემი მარტინსმა აღიარა, როდესაც კიგანი გუნდში მოვიდა, გაგებაში არ ვიყავი ვინ იყოო.. .), თქვა გუნდმა უნდა ითამაშოს ლამაზი ფეხბურთიო
რომელ ლამაზ ფეხბურთეზეა საუბარი გუნდს 1 წესიერი მცველი არ ჰყავს და ნახევარმცველი არ ჰყავს საერთოდ (!)
ემრე გინდ გყოლია გინდ არა, ნიკი ბათი ძალიან ბებერია, ბარტონი სულ დისკვალიფიცირებულია, დაფს ტრავმები აქვს და მილნერისა და ნზობიას ნათამაშევი ლამაზი ფეხბურთის დედა ვატირე
მე რო ვიყო "ნიუკასლის" ბოსი როზენალს, ემრეს, დაფს და 15 მილიონ გირვანქას შევთავაზებდი "შტუტგარტს" და სანაცვლოდ მივიღებდი მარიო გომესს, ტომას ჰიტცშლბერგერსა და ფერნანდო მეირას

"რედინგიდან" ნიკი შორი, "ტოტენჰემიდან" პასკალ შიმბონდა, "ჩელსიდან" სტივ სიდველი - კიდევ ეს სამი ფეხბურთელი სჭირდება "ნიუკასლს"
This post has been edited by kid on 2 Mar 2008, 00:18