არა, ჩვენ ვხუმრობთ და დონმა მგონი მართლა ჩამოაყალიბა თავისი გუნდი

რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ, თავისი ხელწერა გუნდს უკვე აქვს. თავად მწვრთნელიც, რაც დრო გადის კიდევ უფრო პრინციპული და თავდაჯერებული ხდება, რაც თავისთავად კარგია

თამამად საუბრობს თავის გადაწყვეტილებებზე და "ვარსკვლავების" მიმართაც საკმაოდ მკაცრი და ასე თუ ისე ობიექტურია ( ნუ, ეს შეიძლება ზიანის მომტანიც კი გახდეს, თუ არასწორი მიმართულება მიეცა)

ნაკრების იერსახის ცვლას ისიც უწყობს ხელს, რომ ახალი თაობის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ აძურის კარიბჭესთან და დონსაც მეტი შესაძლებლობა მიეცა "თავისი" ნაკრების გასაკეთებლად.
პორტუგალიასთან თამაშმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ დი ნატალე, ასე ვთქვათ, მისი ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია, ანუ, ეს "მისი კადრია" და ეს ამართლებს. ამ კაცს დონადონისეულ ნაკრებში თავისი ადგილი გარანტირებული აქვს.
მისი თამაშის შემხედვარე კიდევ უფრო განმიმტკიცდა ეჭვი, რომ დელ პიეროს მიზერული შანსი აქვს. თავად კასანოსაც კი, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება დამკვიდრება ამ ნაკრებში.
ტონი რომ უძირითადესია, ამას წყალი არ გაუვა და მხოლოდ მის დუბლიორზე თუ შეიძლება კამათი და მსჯელობა. მის დუბლიორად რომ ასევე ფიზიკურად ძლიერ და ტარან თავდამსხმელს წაიყვანს, ესეც ფაქტია.
ფაბიო კუალიარელა დარწმუნებული ვარ ევროზე ითამაშებს და ეს ასეც უნდა იყოს. დონადონის ნაკრებს ზუსტად ასეთი სტილის ფეხბურთელი სჭირდება და ეს გუშინაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შემოსვლისთანავე შეაგდო სულ სხვა მუხტი შესძინა ნაკრების თამაშს.
არაუშავდა პალადინოს

ნორმალურად გაისარჯა და ის დარტყმული რომ გაეტანა გაასწორებდა. პალადინო არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ....
ბორიელოს თამაშს ვერც შევაფასებთ, ოცი წუთი ითამაშა, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა, არაფრით გამორჩეულმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელიც სერიაში რაღაც რაოდენობის გოლების გამო (რომელთაგან ბევრი პენალტით შეაგდო) გამოიძახეს და მისი და ნაკრების ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, ამ თამაშით შემოიფარგლება

ჰა, ჰა, კიდევ ერთი ამხანაგური ათამაშონ.
ნახევარდაცვა საკმაოდ მებრძოლი და მობილური მეჩვენება. ამ ნაკრებს საერთოდ არ სჭირდება ტოტი. ნახევარდაცვის ტვინი პირლოა, დანარჩენები - თავოსანი, მორბენალი, კარში დამრტყმელი და მებრძოლი ხალხი, ახალგაზრდებიც და მოხუცებიც...პროსტა, პალომბოსთვის მინდა რა ერთი ადგილი, იმსახურებს ბიჭი, "პადლა ბუდუ" თუ არ იმსახურებდეს
აი დაცვა კი არ მომწონს. ნუ, ფლანგებზე კარგები არიან და სხვაც მოიძებნება, აი, ცენტრი კი... ბარძალი სახიფათო ელემენტია, თან ძალიან. ის კი არა, რაღაც, კანავაროს თამაში არ მომწონს, გუშინ უხილავ არსებებს დასდევდა თამაშის დროს და სტანდარტებზე კვერცხებს იფხანდა
ისე, პორტუგალია არ არის ის ნაკრები, ვისთანაც ნათლად გამოჩნდება იტალიის სახე, თამაშის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამათ ყოველთვის უგებდნენ.
მიმაგრებული სურათი
On the 8th day, God created whiskey to keep the Irish from taking over the world!