კასანოსა და ნაკრების შესახებროგორც იცით, კასანოს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აარტყეს, რის გამოც ის მოედანზე მხოლოდ 6 აპრილს, სამპდორია-ლივორნოს შეხვედრაში დაბრუნდება. შედეგად, გამოტოვებს ნაკრების ამხანაგურს 26 მარტს, რომელიც ელჩეში გაიმართება ესპანეთის წინააღმდეგ. ეს ამხანაგური კი ბოლოა ევროს შეკრების წინ. სესაბამისად, ეჭვები კასანოს ნაკრებში მოხვედრასთან დაკავშირებით იზრდება.
როგორც იტალიელები წერენ, შანსი მცირეა, მაგრამ მაინც არის. კასანოს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით ერთ ფაქტს იხსენებენ, რომელიც მეორე ნაგიჟარს, მარკო მატერაცის შეემთხვა. 2004 წლის თებერვალში ინტერი-სიენას თამაშის დასრულებისას მარკოზამ ჩირილოს გასახდელში მუშტი ხია და ექვსმატჩიანი აირტყა, თუმცა ზაფხულში ის ტრაპატონისეულ ნაკრებში ევროზე მაინც მოხვდა.
თუ დონადონი იცდის და თავშეკავებულია, სხვები ნაკლებად დიპლომატიურები არიან. "მწვრთნელი ყოველთვის შეკრულ გუნდზე აკეთებდა აქცენტს"- ამბობს ფედერკალჩოს პრეზიდენტი.
"კასანო იმდენად ძლიერია რამდენადაც გიჟია და ამ შემთხვევაში მისი საქციელი გაუმართლებელია" - ფაბიო კანავარო.
"ასეთი ტიპის ხილვას "იუვეში" არ ვისურვებდი. ნამდვილი ჩემპიონები მარადონასავით და მალდინივით არიან, ისინი, ვინც წელიწადში 50 თამაშს თამაშობენ და ყველას მაღალ დონეზე"- ეს ნაბოZ.არი კამორანეზის სიტყვებია, მაგის გაურკვეველი ჯიშის დედას რო შE..ცი.
ერთადერთი ჯიჯი ბუფონია, რომელიც კასანოზე ნორმალურად საუბრობს: " ის ასეთია, ბუნებრივი და უბრალო და მე ეს მომწონს. ალბათ ჩვენი ბრალიცაა, რადგან მისგან ყოველთვის ზედმეტს ველით. ეს შემთხვევა რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედებს მის სანაკრებო შანსებზე. მის ტალანტს ვერავინ უარყოფს, მაგრამ ეს ზოგჯერ არ არის საკმარისი".
დონადონი ის ტიპი არ არის, ვინც ფეხბურთელების კომენტარების მიხედვით იმოქმედებს, თუმცა ერთიცაა, რომ მთელი გუნდის სურვილს და პოზიციას ანგარიშს გაუწევს.
გარდა იმისა, რომ კასანოს ამ ინციდენტის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება მოუწევს, არის კიდევ ერთი ბარიერი: თანაგუნდელთა, მსოფლიოს ჩემპიონთა დამოკიდებულება მის მიმართ. მილანური ჯგუფი (გატუზო, პირლო, ამბროზინი) მისი ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივით ამ დისკვალიფიკაციამდეც არ იყო დიდად გახარებული. ტურინული ჯგუფიც ბუნებრივია დელ პიეროს გაქაჩვაზე ზრუნავს, ვინც მისი კონკურენტია.
მისი ნაკრებში აყვანის შემთხვევაში საუბრობენ რისკზე, რომელიც შეიძლება იტალიისთვის ფატალური გამოდგეს. საკმარისია მისი ერთი გამოხტომა, გაძევება და სიკვდილის ჯგუფში შეიძლება ვიღაცას მარცხი მოუვიდეს. მითუმეტეს, იტალიის გარეთ, ასეთი ფაქტებისადმი ტოლერანტობა მინიმუმამდეა დაყვანილი, იტალიელი ფეხბურთელებისადმი კი, ორმაგად მინიმუმ
მიმაგრებული სურათი
On the 8th day, God created whiskey to keep the Irish from taking over the world!