ვალენსია - დომინანტი
ეს რას მოვესწარი

მადუროს შეყვანა მოუსწრიათ მაინც, ძალიან კარგად ითამაშა.
ვერცერთი პატარა მომენტიც კი ვერ შექმნა ატლეტიკომ.
ისე მსაჯზეც უნდა ითქვას, არაკვალიფიციური ლოხი იყო ვიღაც, კინაღამ გააფუჭა თამაში.
ისე ფატალური უიღბლობა იყო, თორემ 1 გოლზე მეტი ნაღდად უნდა გაგვეტანა.
ახლა ჩამოვთვლი მარტო 100% საგოლე მომენტებს:
15' ვილიას ჯარიმა ხარიხას მოხვდა, მეკარე უძლური იყო
21' ვილიას ურთულესი ჯარიმა აუღო ფალკონმა
22' ვისენტეს პრასტრელი პერეამ საკუთარ კარში ჩაჭრა, მილიმეტრებში აცდა ბურთი კარებს
31' ვისენტეს ჩაწოდება ახლა მისტამ გადაგზავნა საკუთარ კარში, ისევ ძალიან მცირედით აცდა
33' ვისენტემ კუთხური ჩააწოდა, მცველებმა უკან გადმოაგდეს და დამატებაზე სილვამ დააჭედა - გოლი! 1-0!
49' ვილიამ პერეას აახია ბურთი და ერთი ერთზე გადავიდა. ატლეტიკო ისევ ფალკონმა გადაარჩინა
65' სილვას გენიალური პასით ვისენტე გავიდა დასარტყამ პოზიციაზე, დაარტყა, მაგრამ ვალერომ ცარიელი კარიდან თავით გამოიტანა
67' ალბიოლმა მაგარი მანევრები ჩაატარა მარჯვენა ფლანგზე და საჯამრიმოში ჩააწოდა, ვილიას დარტყმა ცოტათი აცდა
90+3' ხოაკინის კუთხურზე ჯერ მადურომ დაარტყა, მერე სილვამ, მაგრამ არა და არ შევიდა ბურთი კარში

