რავი, ეხლა არ მეძინება და შევეცდები შთაბეჭდილები გაგიზიაროთ.
პირველ რიგში სხვა თამაშებთან შედარებით რომლის რეზულტატშიც ეჭვი მეპარებოდა დღეს წყნარად ვიყავი რატომღაც.
ვიცოდით რო ვერ მოვიგებდით, მაგრამ რატომღაც მეგონა რო ისევე გაგვივარდებოდა (და გაგვიმართლებდა თავიდან) როგორც ბერბატოვს.
თამაში თავიდან იყო ძალიან უბრალო.
ტოტენჰემი ფრთხილად დარბოდა პა პერიოგ. მანჩოს კიდე თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე აკადემიურს აწვებოდა როგორც ჩანს.
ვერ მოგართვით ©
საკმაოდ კარგი მოთამაშეა ტოტენჰემი კონტრატაკებზე, მგონი ინგლისში ერთერთი საუკეთესოც. ფეხბურთელები აზლევს ამის საშუალებას და "სოლფეჯიოც" კარგად იციან.
საკმაოდ უბრალო კონტრატაკით გაგვიტანეს. ელემენტარულად გაუმართლათ რო ბურთი ზუსტად ბერბატოვს მოაჯდა ფეხზე.
იქ იყო აპელირება რო ხელში მოხვთაო მაგრამ სისულელეა. სლიშკამ მელკი ეპიზოდი იყო.
გოლი იყო ჰარგრივზის ბრალი. 100%. როგორც კი ბურთი მიუვიდა ლენონს, მეორე მოძრაობით უკვე კუთხე მოუჭრა და ჰარგრივზმა ის საჭირო პაუზა არ დაიცვა რომელიც სივრცეს მოაგებინებდა. წაიწია წინ, ლენონმა კიდე აკრეფილ სიჩქარით 1 ნაბიჯში ჩამოიტოვა. ნუ ვან დერ საარმა კიდე ძალიან ქრესტომათიულად ითამაშა. ბურთი რო გაეტარებინა იქ რიო იყო რომელიც სკარეე ვსევო იმ ბურთს გააჩერებდა ესე კი "ლიჟბი ატბიწ აპასნი პრასტრელ" გამოვიდა და ბურთი მოაჯდა ბერბას.
კაი. გავიარეთ. გაიტანეს.
სხვა მომენტი ნამდვილად არ ქონიათ. უბრალოდ იყო ეპიზოდები სადაც ერთი რამის თქმა შეიძლებოდა რო, რომ არა მცველების ძალიან მაღალი კლასი, აი გამოცდილებით და ინსტინქტით რო სწორ ნაბიჯს გადადგამ წინასწარ. აი ამის წყალობით პოტენციური 100% მომენტები ჩავუშალეთ. ესეთი კიდე ჩვენ საერთოდ არ გვქონია.
თამაში დაიყო გოლამდე და გოლის მერე.
გოლის მერე აშკარად გამოიკვეთა რო მოედნის ცენტრში ფუნქციები ძალიან გამოკვეტილი და გამოცნობადი იყო. ეს მე დავინახე და დავიჯერო რობი კინი და ბერბატოვი ვერ მოწვავდნენ? თან ჯენასს ესეთ თითქოს დაგეშილიაო. ძალიან კარგად თამასობს ხოლმე.
სკოულზი გამოკვეტილი რასპასოვშიკი და ჰარგრივზი მისტერ ნაჯახი. ბურთს თუ სკოულზი კარგავდა ის ატაკა მიდიოდა სკოულზის ფლანგიდან რადგან პადკატში არ მოდიოდა და ბოლო გადაცემა ლენონი იყო. (კსტაწე კარგად ითამაშა, თან ძააან სასაცილოდ დარბის

) მაგრამ თუ ბურთი იყო ჰარგრივზის მხარეს ნუ გასაგებია.
თან ჰარგრივზი მე პირადად არ მევასება. წავიდა ეგეთი სტილის ფეხბურთელების დროს. სუფთა გატუზო 2ია. უფრო კარგი პასიტ. მეტი არაფრის მაქნისია. სიხისტე გადასდის ნაჯახობაში და ადვილია მისი თითქმის ყველა მოქმედების წინასწარ განჭვრეტა.
ძალიან სწორი იყო რო შეცვალეს კარიკით.
ჰარგრივზის თამაში არ არის გამართლებული ახალი სტილის გუნდებთან. თუნდაც როგორიც ეხლანდელი ტოტენჰემია. მოვიდა რამოსი, გუნდი უბერავს იმპროვიზაციას მაგრამ მაინც კონტინენტურს. ტუმცა საბოლოო ჯანმში მანც ტოტალური ფეხბურთი დავინახე ლიჩნა მე. ყველა უტევს. მცველი იქნება თუ რავი... ნუ არაა ნაჯახი აპორნიკი ასეთი გუნდებისთვის. უფრო დინამიური და მრვალ ფუნქციური ცენტრია საჭირო რო შენარჩუნდეს ბალანსი.
მერე, შიმბონდამ რონალდო ამოკეტა. დღეს დავინახე ნამდვილად რო რონალდოს არეალი ძალიან ვიწროა. უმრავლეს შემთხვევაში თამაშობს კურაჟზე, თან მაშინ როცა ხვდება რო მიწინააღმდეგეს მისი ეშინია. ნუ დღეს ეშინოდათ კი არა ისეთი თამაში ანახეს ჩელსის შეშურდება. მეორე სეზონში რო ჩემპიონები გახდნენ იმ ჩელსის მაგონებდა რაღაც პონტში. კაროჩე ძააან კარგად ითამაშეს.
ჰატონმა და ვუდგეიტმა ითამაშეს 10-ზე. ვუდგეიტი საკმაოდ კარგად უხელმძღვანელებს დაცვას. კინგიც რო ჩადგება ფორმასი სერიოზული დაცვა ეყოლებათ. ჰატონს კიდე ლენონის არ ყოფნაში შეულია მთელი ფლანგი ჩაიბაროს.
რამოსი როგორც მწვრთვნელი ძალიან მაგარი აღმოჩნდა რა. საღოლ.
საბოლოოდ გაირკვა რო ვერც გიგსი და ვერც სკოულზი უბრალოდ ვერ გაუძლებდნენ ტემპს, ნი ტო შტო რამეს მოუხერხებდნენ ტოტენჰემს. ლოგიკური იყო რო ფერგის უნდა ეჯობნა ტემპში, შეიზლება ვერ ვაჯობეთ, ანუ ვერ დავღალეთ ჰადლსტოუნი და მალბრანკი მაგრამ ვაჯობეთ "ზა სჩოტ დვიჟენია". ანდერსონს საღოლ! ევრამაც მაგრად ითამაშა.
გამოდის რო სტარი პრავერენნი მეთოდით, როგორითაც აპირებდა ფერგი დღეს თამაშს არ გამოვიდა. ივო პერეიგრალი.
ეს უკვე რამოსის დამსახურებაა. მაგრამ მანც რო გამოიძებნა კონტრFიშკა და მაინც რო ავიღეთ ქულა ეს იმას ნიშნავს რო ფერგიმ მაინც აჯობა. თუმცა ძლივს. და ვაი ვაგლახით. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონები რადგან ვართ, უბრალოდ რადგან ჩემპიონები ვართ ამიტომ გავიტანეთ ეს ბოლო გოლი. არა იმიტო რო მანჩესტერია და ასე შემდეგ. ჩემპიონეს ხო აქვთ გამორჩეული რაღაც რაც მათ აჩემპიონებს. ხოდა აი ზუსტად მაგან გვიშველა.
მომავალ წელს ტოტენჰემის მცველს ვიყიდი Fენტეზიში