მარკოს კაფუმ დუბაის შეკრების პირველივე დღეს კომემტარი მისცა მილანის არხს. გთავაზობთ მის ნაუბარს უცვლელად:
როგორ გრძნობთ თავს, როგორც მშვენიერი მილანისტა?
დიახ, იმედი მაქვს, რომ ახალი 2008 წელი უფრო საინტერესო და წარმატებული იქნება ჩემთვისაც და თნაგუნდელებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ამ წელს ისეთივე ნასიამოვნები და კმაყოფილი ვიქნებით, როგორც ეს წინა წლის შემთხვევაში იყო.”
რონალდო?
”რონი კარგად ვარჯიშობს. მასში თამაშის დიდ სურვილს ვხედავ. ძალიან წუხს, რომ გუნდის დახმარება არ შეუძლია. ვიმედოვნებთ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება მოედანზე.”
დიდა?
”ნელსონი ძლიერი პიროვნებაა, მას შეუძლია წინსვლა გარკვეული დაბრკოლებებისა და ბარიერების მიუხედავად. იგი ექსტრაორდინალური, შესანიშნავი და შრომისმოყვარე ადამიანია. ჩემი აზრით, იგი ნომერ პირველი მეკარეა მთელ მსოფლიოში. შეცდომებს კი ყველა ვუშვებთ.”
შეცდომაცაა და შეცდომაც

მილანის ბრაზილიელ ვუნდერკინდს, ალეშანდრო პატოს, გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი 13 იანვარს ექნება, სერია ა-ში, ნაპოლისთან მატჩში. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დუბაიში მყოფმა როსონერის დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ: "პატო აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენ იანვარში. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ის გამოვა მოედანზე უკვე 13 იანვარს, ნაპოლის წინააღმდეგ", - თქვა კარლიტომ.
აეეეეეეეეეეეე,მაგარ
2008 წლის პირველ პრესკონფერენციაზე მილანის მწრთვნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ისაუბრა დუბაიში გუნდის მიმდინარე ვარჯიშებზე და გაამხილა დარჩენილი სეზონის გეგმები: "აქაური კლიმატური პირობები საშუალებას გვაძლევს მოვემზადოთ სეზონის მეორე ნაწილისთვის ნაყოფიერად. ჩვენი მიზანია კარგად ვითამაშოთ შესვენების დასრულებისთანავე. ჩემპიონატში მინიმალური მიზანი - მოვხვდეთ ოთხეულში, ხოლო სეზონის მთავარი მიზანი არის გავიმეოროთ წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, არსენალი 1/8 ფინალში - ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე სელტიკი, მაგრამ თუ გავალთ მეოთხედფინალში, იქ უფრო იოლი იქნება".
"იანვარში მილანს გააძლიერებს ალექს პატო. არ ვფიქრობ, რომ ბიუროკრატია შეუშლის ხელს მას ითამაშოს ნაპოლის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვღელავთ მასზე. პატო გააკეთებს, ყველაფერს რაც შეუძლია".
"რონალდო? როგორც მე ვიცი, მას არ გამოუთქვამს სურვილი დატოვოს მილანი. ეს ხმები ფლამენგოზე წამოვიდა ბრაზილიდან, სადაც საკუთარ სურვილებს ასაღებენ, როგორც ფეხბურთელისას. რონი შესანიშნავი მოთამაშეა და მე იმედი მაქვს, ის უახლოეს მომავალში დაიწყებს ვარჯიშს ბურთთან".
"როსონერის შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მე არ ვთხოვდი ხელმძღვანელობას თავდამსხმელს. პატოს მოსვლით ჩვენ გაგვიჩნდა საჭირო ალტერნატივა თავდასხმაში. ვფიქრობ, იანვრის ბოლოს შემადგენლობა არ შეიცვლება".
"დიდა? ვფიქრობ, მას არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს. მოკლედ, ეს მცირე პრობლემაა და ის იდგება კარში ნაპოლისთან".