საუკუთესო არ იყო მაგრამ კარგად ითამაშა..ერთი-ორი კარგი პასიც გააკეთა
* * *
ნამეტანი კაი სტატიაა კაკაზე...მათთვის ვინ მილანის ქართულ საიტზე არ შედის
2008 წელს საფეხბურთო სამყარო ახალ გმირს შეხვდა. მილანის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, "ოქროს ბურთთან" ერთად ფიფას ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიგო და საუკეთესოდ ის პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციამ და უეფამაც აღიარეს. ამას ემატება უეფას მიერ ბოძებული ევროპის 2006-2007 წლების სეზონის საუკეთესო ფორვარდის ტიტული. კაკამ მილანთან ერთად 2007 წელს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბამბარდირი. ერთი სიტყვით, წელს ბრაზილიელს ვარსკვლავები აწვიმდა. ეს მისი კარიერის პიკია.
კაკას შესახებ ბევრი რამ თქმულა, ბევრიც დაწერილა, მაგრამ საახალწლოდ მან პრესას ერთგვარი აღიარებითი ჩვენება მისცა და პრესასთან ბევრი ისეთი რაგაც თქვა, რაც აქამდე არასდროს განუცხადებია. ჩვენც ბრაზილიელის აღიარებას გთავაზობთ.
მილანის ვარსკვლავი, შეიძლება არატიპიურ ბრაზილიელ ფეხბურთელადაც მივიჩნიოთ იმ ფაქტის გამო, რომ მის სამშობლოში ფეხბურთს, როგორც წესი, ღარიბი და ნაკლებად შეძლებული ოჯახების ბავშვები თამაშობენ პროვინციებიდან, კაკა კი, ბრაზილიის დედაქალაქში მდიდარ ოჯახში ცხოვრობა. მისი მამა ცნობილი ინჟინერია, დედა კი- მათემატიკოსი. ბრაზილიელთა უმეტესობისგან კაკას ისიც განასხვავებს, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელთა უმეტესობას ფერადი კანი აქვთ. კაკასნაირ თეთრ ბრაზილიელ ბიჭუნებს იქ ჩოგბურთისკენ უკაფავენ გზას. ბავშვობაში კაკამ მინი ფეხბურთი დაიწყო, მაგრამ ბევრი არაფრით გამოირჩეოდა და ამიტომაც მშობლებმა ჩოგბურთის სექსიაში გაამწესეს, თუმცა ჩოგანი და ბიჭუნა ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ.
ამის შემდეგ, მომავალი გმირი სან პაულუს საფეხბურთო სკოლაში მიჰყავთ, სადაც პირველივე ბავშვთა საფეხბურთო ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. "თეთრ ბრაზილიელს" საოცარი შედეგები ჰქონდა. მაგალითად, 1999 წელს, "სან პაულუს" ჭაბუკთა გუნდში 27 მატჩში 100 გოლი გაიტანა.
საინტერესო ის არის, რომ კაკა შეიძლებოდა რუსეთსი ან უკრაინაში აღმოჩენილიყო. 2003 წელს რომან აბრამოვიჩი ჩელსისთვის ფეხბურთელებს აგროვებდა და ბრაზილიელს წელიწადში 3.5 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა, ოღონდ იმ პირობით, რომ პირველი წელი მოსკოვის ცსკა-ში უნდა გეტარებინა: "უნდა ვაღიარო, რომ მოსკოვში გადაბარგებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ მილანმა ყველას დაასწრო"-იხსენებს კაკა. რაც შეეხება უკრაინას, კიევის დინამოს თურმე ბრაზილიელი უნდოდოა, მაგრამ იოჟეფ საბომ ყველაფერი ჩაშალა. აქაოდა ბიჩი ძალიან სუსტია ფიზიკურად და დიდი ფეხბურთის თამაშს ვერ შესძლებსო. მოკლედ, მილანმა არ დააყოვნა და კაკა 8.5 მილიონად შეიძინა... მოგვიანებით სილვიო ბერლუსკონი ამბობდა, ნამდვილი განძი ვიყიდეთ გროშებადო და მართალიც იყო.
მართალია კაკა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი არა არის და სარეკლამო კონტრაქტებიდანაც სარეკორდო ჰორონარებს ვერ იღებს, მაგრამ მას შეუძლია დაიტრაბახოს იმით, რაზეც ნებისმიერ სხვა ბრაზილიელ ფეხბურთელს მხოლოდ ოცნება შეუძლია. იგი მამაკაცის სამოსის, ერთ-ერთი ყველაზე არისტოკრატიული და კონსერვატიული ბრენდის, "ემპირიო არმანის" სახეა და ბაზარზე ცნობილი ბრენდები მისთვის იბრძვიან. 2007 წლის მონაცემებით, უმსხვილესი სამოდელო "მონსტრები" ნამდვილ ომს აწარომებენ იმისათვის, რათა კაკას ჩააცვან.
რელიგიასთან მიმართებაშიც კი, კაკა ბრაზილიელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე გამორჩეულია. იგი ყველაზე მორწმუნე მოთამაშედაა ცნობილი. ყოველი გოლის შემდეგ ზეცისკენ ხელაპრყრობილი კაკა ამ ჟესტით ღმერთს დიდ მადლობას სწირავს, ხოლო როცა მილანი რაიმე მნიშვნელოვან ტურნირს იგებს, ბრაზილიელი შავ-წითელი მაისურის შიგნით იცვამს მაისურს წარწერით- "მე იესოს ვეკუთვნი" (I belong to Jesus)
ყველაფერი 12 წლის ასაკში დაიწყო, როცა კაკა ბიბლიას გაეცნო და ევანგელისტი გახდა.
"მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ რელიგიაზეა დამოკიდებული, მოხდება შენს ცხოვრებაში რაიმე მოვლენა თუ არა"-ამბობს ფეხბურთელი
18 წლის ასაკში კი კაკას რწმენა ალბათ ყველაზე სერიოზულ გამოცდის წინაშე დადგა. 2000 წლის ოქტემბერში კაკა თავის ოჯახის წევრებთან ერთად გასართობად აკვაპარკში წავიდა. როცა წყლის ბორცვიდან ეშვებოდა, ბიჭი აუზის ქიმს შეასკდა. თავიდან მშობლებმა საშიში ვერაფერი შენიშნეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ვარჯიშზე კაკამ გონება დაკარგა.
ექიმებმა დაასკვნეს, რომ კაკას ტვინში გაჟონვა და ხერხემლის დაზიანება ჰქონდა. უცნაური ვერდიქტი იმას ნიშნავდა რომ ბიჭი შეიძლება მთელი ცხოვრება პარალიზირებული დარჩენილიყო. კაკამ საწოლში ორი თვე გაატარა და მთელი ამ დროის განმავლობაში ბიბლიას კითხულობდა და ღმერთს შველას თხოვდა. და სასწაული მართლაც მოხდა. ექიმები პირდაღებულნი შლიდნენ ხელებს და გაკვირვებას ვერ მალავდნენ, თუ როგორ შეძლო პაციენტმა ფეხზე გავლა და თვე ნახევრის შემდეგ სან პაულუს ძირითადში თამაში. კაკამ ეს ყველაფერი მარტივად ახსნა "არაფერი ისეთი, უბრალოდ მთელი ამ დროის განმავლობაში ღმერთი ჩემს საწოლთან იჯდა"
მილანის ლიდერი რელიგიური ორგანიზაციის "ქრისტეს ათლეტების" წევრია. ყოვეკთვიურად მისი ხელფასიდან 10% ეკლესიას ერიცხება. გარდა ამისა კაკა ამაყობს იმ ფაქტით, რომ ვაჯიშვილობა ქორწინებამდე შეინარჩუნა. როგორც ცნობილია კაკა კაროლინა სელისოზე ჯვარი 23 წლის ასაკში დაიწერა.
ბრაზილიელი ვარსკვლავი იტალიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფერხბურთელია. მილანთან კონტრაქტით ოგო წლიურად 8 მილიონ ევროს იღებს, რაც დღეში თითქმის 22 ათას ევროს უტოლდება. ამის მიუხედავად კაკა მფლანგველობაში არ არის შემჩნეული და ვერც იქნება, რადგან მისივე სურვილით მთელ მის შემოსავალს მამამისი, დონ როდრიგო აკონტროლებს.
"ჩემი ფინანსები მამაჩემის განკარგულებაშია. ბოლო სიტყვა, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მას ეკუთვნის. ფული ცხადია მიყვარს, მაგრამ მას არ ვფლანგავ. გვაქვს ყოველთვიური ლიმიტი, რომელსაც არასოდეს ვაჭარბებ. ძვირფასი უსარგებლო ნივთების შესაძენად ფულის ხარჯვა არ მიყვარს. მომწონს ლამაზი რაგაცეებ, მაგრამ, მაგალითად ძვირფასი ავტომობილების კოლექციის შეგროვებას არ დავიწყებ. რაც იტალიაში გადმოვედი ლამაზ ტილოებს ვყიდულობ, რომლებიც სამომავლო კაპიტალად მიმაჩნია"-ამბობს კაკა.