ძნელია გეთანხმები. შენ ხომ შეეცადე ეხლა მეც ვეცდები ერთი ორი არგუმენტი მივახმარო შენს მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებებსა თუ ვარაუდებს.
წყვილი-1- Olympiacos-Chelsea
ეს წყვილი სუბიექტური მოსაზრებით ვიფიქრე ბოლოს განმეხილა.
კარგად გიწერია გეგონება ჩემს აზრებს კითხულობდი.აქ სუბიექტური სურვილი ერთი შეხედვით ძალავს ობიექტურ შეფასების გაკეთების საშუალებას თუმცა მთელ ძალებს მოვკრიბავ და ვეცდები მაინც ჩამოვყალიბდე.
მოკლედ დავიწყოთ.

ბევრისთვის ეს "პროგნოზების ცხრილი" ბევრი არაფრის მთქმელია მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ და ვეცდები ავხსნა.
მოდით გამორიცხვის მეთოდით ვიხელმძღვანელოთ.
ამ წესიერი და "კეთილი" ადამიანის ცხრილს თუ შევხედავთ და პატარა არითმეტიკას მოვიხმარიებთ ადვილად მივხვდებით რამხელად სწყურია ამ წესიერ კაცს სიკეთე გაუკეთოს მსოფლიო საზოგადოებას. ავიღოთ პირველი ოთხი კლუბი მის მიერ მოყვანილ სიაში.ბარსელონა, მანიუ, ჩელსი, ინტერი.აი უპირველესი ფავორიტები როგორც ეს წესიერი კაცი გვეუბნება და განა გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ მის ვარაუდებში?
აიღე დადე ამ ოთხივეზე(განა სხვა კლუბი მოიგებს როო?) და საბანკო პრინციპის მსგავსად აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად მოიგებთო.
ჩემი პასუხი ამ წესიერ კაცს: ის კბილი დიდი ხანია ამოვიძრე!
ამ ოთხიდან ვერც ერთი ვერ მოიგებს ამ ტურნირს საამსეზონოდ!!!!
არის კიდევ მონტე კარლოს ხელშეკრულება სადაც ფეხბურთის "მამები" წლის დასაწყისშივე აგვისტოს თვეში ყველაზე სასურველ მათთვის ვარიანტს განიხილავენ თან ისე რომ მათ რეგლამენის და წესების ნორმებსაც არ უნდა გასცდეს.
მათ ჩამოაყალიბეს ქვეყნების სია კლასიფიკაციის მიხედვით.
A-კლასი- ესპანეთი, იტალია, ინგლისი.
B-კლასი-გერმანია, ჰოლანდია.
C-კლასი-პორტუგალია და მერე სხვა დანარჩენი.
მოკლედ რა პარამეტრები დგას ამ კლასიფიკაციის მიხედვით რომელიც რეგლამინტირებულია მათი, მხრიდან და კონტროლირებადი, ასე ამბობს ძია ჩარზ სკოტი.
B- კლასის წარმომადგენელ ქვეყის კლუბებს თანაბარი უფლებები აქვთ ამ ტურნირის მოგებათა რაოდენობაზე (ექვს ექვსი ამ წუთისთვის)ისევე როგორც სხვა კლასის წარმომადგენლებს და ბალანსი მუდამ მიმდევრულად უნდა იყოს გაბალანს გასწორებული.თუ მოიგებს მაგალითისთვის გერმანული კლუბი და წინ გავა მაქსიმუმ ორი სამი სეზონის მანძილზე ბალასის გასასწორებლად აუცილებლად რომელიმე ჰოლანდიური კლუბიც მოიგებს და ბალანსი გასწორდება.
ეს G-14 ის დაუწერელი კანონია.
ხოდა მივადექით მთავარს.
სწორედ ამ კანონის მიხედვით A კლასის წარმომადგენელ ქვეყნის კლუბებსაც აქვთ თავ თავიანთი ქვოტები. როდესაც ბარსას მოგებით ეს თანაფარდობა დაირღვა და ესპანეთი წინ გაიჭრა მას რა თქმა უნდა გაუსწორონ იტალიურ ინგლისური კლუბები, მათ ეს ქვოთით ეკუთვით. ჰოდა შარშან იტალიურმა კლუბმა წარმატებულად გადაჭრა ეს პრობლემა იტალიური ფეხბურთისთვის იტალიას თავიანთი კუთვნილი ქულა მოუტანა.
მაშ რა გამოდის? დიახ სწორედ მიმიხვდით.
ახლა ჩვენი ჯერია ამას ველოდით. ეხლა ინგლისის ჯერია.
MU. ჩელსი, არსენალი, ლივერპული.
დავიწყოთ ისევ და ისევ გამორიცხვის მეთოდით.
MU. ამ კლუბზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ ჩემი აზრი ეს ისეთ სიკეთის სიაში ჰყავს ისეთ ადგილას გამწესებული უპატიოსნეს კაცს რომ ავტომატურად ვარდება მომგებ კლუყბთა სიიდან ამ ოთხეულიდან
ჩელსი- ეს კლუბი რა არ იჩალიჩა არკადიჩმა მაგრამ ვერ შეიყვანა იმ მისთვის სასურველ G-14 სიაში არადა ეს ტურნირი ჯერ აქამომდე არცერთ ისეთ კლუბს არ მოუგია რომელიც ამ ორგანიზაციის წევრიც არ ყოფილა. შესაბამისად ჩელსიც ფაფუ.
დარჩა ორი დიახ ორი ინგლისური კლუბი და მე ესე ვიტყვი ამ ორი კლუბიდან ერთერთი გავა შემდეგ ეტაპზე. აი ის რომელიც გადალახავს ქალაქ მილანის წარმომადგენელ რომელიმე საფეხბურთო კლუბთაგან ერთერთს ის იგებს სწორედ ამ ტურნირს. მე კი მინდა წითელი არმია თუმცა ბრიჯიდ ბარდომ მსოფლიოს ჩემპიონატიც კი თავისი ეგიდით ჩაატარა და არც არსენას აფრიკელი ბიჭების გამორიცხვა შეიძლება.
ოოოოოოოოოოოოოჰ რამდენი ვისაუბრე.