ერთი რაღაც მაინტერესებს და იმედი მაქვს რომ გეცოდინებათ.
სხვა კლუბების საიტებს ხშირად არ ვსტუმრობ თუ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ ხოლმე
თუმცა ამას წინათ რაღაცას ვეძებდი და დავაკვირდი რომ მხოლოდ ამ გუნდთან მიმართებაში
იყო მსგავსი თანამშრომლობა იმ ფორმით როგორსაც ახლა მოგახსენებთ.
ხოდა ეს მაინტერესებს ეს მე ვერ ვიპოვნე თუ ეს მართლაც ესეა?
მოკლედ. ადიდასის პრიორიტეტი მსოფლიო ფეხბურთში რომელი კლუბებია ეს ყველას კარგად
მოგვეხსენება და აქცენტსაც რპმელ კლუბებზე აკეთებს ამასაც დიდი პროფესერობა არ
სჭირდება რომ ადვილად მიხვდეს ადამიანი. ის, ადიდასი აქცენტს აკეთებს ყველაზე წარმატებულ
კლუბებზე და შესაბამისად მისი პროდუქციაც ამ კლუბების ხარჯზე ყველაზე რეკლამირებადი
და შესაბამისად გაყიდვადია. რეალი, მილანი, ლივერპული, აიაქსი და ბავარია. ამ კლუბების
ფონზე ყველაფერი იჩრდილება და ფერმკრთალდება მაგრამ მე სულ სხვა რამ მაინტერესებს.
აი ადიდასს ამ ხუთ წამყვანი კლუბებიდან რომელიმესთან როგორც ეს ლივერპულთან აქვს
გაკეთებული საიტი სხვა ოთხთან თუ აქვს საერთოდ?
http://www.adidas.com/campaigns/liverpool/...p?adidas_cc=com 
აი ამ ფორმის.
და თუ არა აქვს გერმანიის ნაკრებთანაც კი მაშინ ეს როგორ გავიგოთ?!
მიმაგრებული სურათი