raikkonen
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 147
წევრი No.: 52671
რეგისტრ.: 28-January 08
|
#8373883 · 2 Feb 2008, 03:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მესამე მესამედი, ან the last third, როგორც ინგლისურ ფორუმებზე ამბობენ........ |
ძირითადად გეთანხმები, რაღაცეებს მეც დავამატებ. იქიდან დავიწყებ რომ პირადად ჩემთვის ულიესა და ბენიტესს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, რაფა გაცილებით ძლიერი და განსწავლულია. აი თუნდაც ის მეტყველებს ბენიტესის კლასზე რომ მას თავისი ხელწერა აქვს...ამაზე ცოტა ქვემოთ. ცალსახად ერთი რომელიმე მიზეზის დასახელება, თუ რატომ უჭირს ლივერპულს პრემიერლიგაში და ბრდღვნის ლიგაში, ძნელია. მე ასე ვიტყოდი არის მიზეზთა კომლექსი რომლებიც ამ რეალიებს ასაზრდოვებს. რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია, აი მაგალითად: 1. კიუტი-ტორესი (კაიტი, კუიტი, ნუ რაც არის), ერთი შეხედვით, თუნდაც მეორე შეხედვით და რაც მთავარია საქმითაც ძალია კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს (განზოგადებულ კონტექსტშთი ვამბობ და არა ჰოლანდიელის დღევანდელი ფორმით), მაგრამ მოდი გავავლოთ პარალელი...მანჩესტერის რუნი-ტევესი გაცილებით სწრაფია, ორივე ფიზიკურად ძალიან ძლიერი, დრიბლი როგორც მინიმუმ არანაკლები და გაცილები მოძრავი ტანდემია. მანჩესტერს რომ კონტრშეტევა აქვს არავინ შეედაროს. ჩელსის ყავს დროგბა, ფეხბურთელი რომელსაც ერთი ერთზე მხოლოდ რამოდენიმე მცველი თუ ეთამაშება(რიო,ვიდიჩი), დანარჩენ შემთხვევებში მცველის მარწუხებიდან თავის დაღწევა მისთვის პრობლემა არაა, ასეთ პირობებში ჩელსის შედარებით ნაკლები აქვს საზრუნავი, არაა აუცილებელი ნახევარ დაცვამ დაუღეჭოს ბურთი და პირისპირ გაიყვანოს. power to weight ratio არსებობს ასეთი ტერმინი ავტოსამყაროში, აი ეს დროგბას ძალიან მაგარი აქვს, ცარიელი კუნთია, არც ისე უზომოდ მაღალი და არც ისე მასა, მაგრამ მუსკულატურააა. რამდენჯერ უხსნია გუნდი, ჰესკის მერე ასეთი ლივერს მგონი არც ყოლია. მაგრამ ზემოთ ვახსენე ხელწერა, არ ჯდება როგორც ჩანს ბენიტესის მონახაზში ტარანნი (ნაკლებად ინტელექტუალი) ცეტრფორვარდი, მან ჩვენზე 1000ჯერ მეტი იცის. 2. ვის მოსწონს და ვის არა მაგრამ პრემიერლიგაში ფლანგებს ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს...აი ძალიან მარტივად რომ შეხედო, არაა საჭირო ღამეები ათენო ტელევიზორთან. სერია ა ში, იტალიური გუნდი, ვინც არ უნდა მივიდეს და რა ნოვაციაც არ უნდა მიიტანოს, გენეტიკას ვერ შეცვლის და რას ვგულისხმობ, ტიპიური იტალიური გუნდი, განუყრელია ისეთი ელემენტისაგან როგორიცაა დაცვაში დგომა, სწრაფად, მთელი შემადგენლობით იკან დახევა, საკუთარ ნახევარზე გამაგრება. ასეთ დროს ფლანგიდან შევარდე და შეანგრიო არც ისე ადვილია. აი პრემიერლიგაში ფეხბურთელების საშუალო სიმაღლე და შესაბამისად მასა მე მგონია (შეიძლება მხოლოდ მეჩვენება) უფრო მეტია, ანუ ზოგადად მაღალს და მძიმეს უფრო ნაკლები სისწრაფე აქვს (ყველას არ ეხება) და ფეხბურთელების განლაგება მოედანზე შედარებით უფრო დაბალანსებულია (ხვდები ალბათ რასაც გულისმობ), თან დაცვაში ჯდომა ჩემი აზრით არა ინგლისურია, თუმცა ამ ბოლო დროს კონტინენტიდან შეიტანეს ძალიან ძლიერი დაცვითი თამაში (სეუ, რაფა,სვენი) და ზოგი ისე იცავს თავს იტალიელებს შეშურდებათ...იმის თქმა მინდა რომ საშუალო, ტიპიური ინგლისური გუნდი დაცვაში არ ჩაიკეტება, და ფლანგებიდან შეტევას აზრი აქვს და საკმაოდ დიდი. კ. რონალდო და გიგზი ამ საქმეში ერთერთი საუკეთესონი არიან, მთლიანად მანიუ ფლანგებს მაგრად იყენებს, ევრაც კარგი ყავთ.... რობენი წავიდა მაგრამ არანაკლები მალუდა მოვიდა, ძალიან მაგრად თამაშობს რაიტ-ფილიპსი, როგორც იქნა გაიხსნა და საერთოდ ჩელსის ამ მხრივაც აქვს თავისი სათქმელი....ამ თვალსაზისით ლივერპულს ძალიან აკლია პენანტი, დიდ სამუშაოს ასრულებს ეს კაცი, ბაბელისგან უფრო მეტს ველოდი, მაგრამ ძალიან დიდია ფლანგზე სატამაშოთ, სისმუბუქე აკლია, ბანაიუნს ფლანგზე ათამაშებს ხშირად მაგრამ აიკლოო იქაურობა ნაღდად ვერ ვიტყვი, ასევე კიუელზე. ანუ რეზიუმე რომ გავაკეთო ფლანგების გაძლიერება შეიძლება. ასევე არ მომწონდა შარშან ამ დროს რომ დანერგასავით 3ფორვარდით თამაში რაფამ კრაუჩი-კუიტი-ბელამი. 3. მგონი მაინც მთავარს მივადექით.
QUOTE | ჩვენი შეტევებია ზოზინით, ბურთის თრევით წინ მოძრაობა, რის დროსაც მოწინააღმდეგე შესანიშნავად ასწრებს ჩვენი მოთამაშეების გადაკეტვას და აყვანას და შედეგად, პოზიციური შეტევები კუთხურის მოგებით ან ჯარიმით სრულდება და არა მოწინააღმდეგე გუნდების მცველების აწიოკებით |
ნახევარდაცვის ცენტრი, აქ ისევ და ისევ ზემოხსენებული ხელწერის გამეორება, აგერ უკვე მე4 სეზონია ერთი და იგივეს ვხედავთ, ჩემი აზრით პრემიერლიგისადმი ლივერის მიდგომა ამ წლებში ბევრით არ შეცვლილა, რაღაც რაღაცეები დაიხვეწა, დაბალანსდა გუნდი, გამოცდილება გაიზარდა და ა.შ. ბაზისი, გნებავთ საძირკველი, ან ვისაც მოსწონს პლატფორმა დაარქვას, ერთია, საყრდენი ნახევარმცველი რომელიც შეტევის სირმისეული კონსტრუქციით არის დაკავებული, კრავს გუნდის ნახევარდაცვას, არის ხეხემალი, აქვს უზადო პასი, ყოველთვის ყურადღებით თამაშობს დაცვასი, არის საყდრენი წერტილი მთლიანად გუნდის და რავიცი მილიონ ეპითეტს მოვუძებნი...ხვდებით ალბათ ვისზეც ვსაუბრობ, ჯერ ალონსო იყო და ახლა მასკერანოა ასეთი (ალბელდა ვალენსიაში ყავდა) ნახევარმცველი, ხანდახან არც ისე იშვიათად ორივეც გამოდიან...აქ ძალიან ახლოს ვავლებ პარალელს მილანთან (პირლო), ეს ნახევარმცველი ძალიან დიდ დროს ატარებს ზურგით კარისკენ, მოძრაობს ნაკლებს, და ისიც კონკრეტულ, არ ვიცი რა დავარქვა, კვადრტში, არა არა უფრო მართკუთხა ფორმის ზონაში...ფაქტია რომ ასეთი ნახევარმცველი ქმნის ძალიან არადრეკად, არამოქნილ ნახევარდაცვის ცენტრს, შედარებით მყარ და საბოლოო ჯამში ნაკლებად მოძრავ კონსტრუქციას(ჯერარდი ამის საპირისპიროა და ამ მხრივ შედარებით აბალანსებს), არ მიდის შეტევაში ღრმად და ვერ ტოვებს დიდი ხნით ზონას, იმდენად საპასუხისმგებლო პლაცდარმია რომ შეიზლება (მამენტ) ორმა პარტნიორმაც ვერ დააზღვიონ, ასეთი ნახევარმცველი აყალიბებს თამაშის პოზიციურ სტილს, გუნდი ძლიერი დაცვით პრესინგით გამოირჩევა...იფიქრებთ ალბათ "შენი საუბრიდან გამომდინარე მასკერანო ყოფილა პრობლემაო" , მასე ადვილი რო იყოს მაგას რაფა შეცვლიდა გუნდს ეშველიდაო, მარა მასკერანოში არაა საქმე, მთავარი ის ხელწერაა რომელიც უკვე მერამდენედ ვახსენე...უბრალოდ ასეთი ნახევარმცველი ერთერთი შრიხია ხსენებულ ხელწერაში, სხვა ბევრი ნიუანსიც აქვს მას...შედარებისათვის ლივერპულთან თამაშში მანჩესტერმა გამოიყვანა ჰარგრივსი-ანდერსონის ტანდემი, ურთულესს ტამაშში ფერგი ენდო თინეიჯერ ბრაზილიელს და გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულს...ეს იყო ერთერთი ყველაზე მოძრავი, სწრაფი, უნივერსალური, ურთიერთშეწყობილი წყვილი რაც ამ ბოლო დროს ვნახე (კარიკმა მგონი მაგის მერე გაიფიქრა აი სად დამენძრაო)...უმრავლესობა ამ თამაშს ნახავდა ეჭვი არ მეპარება, ყველგან ასწრებდნენ, ყველგან ეგენი იყვნენ, ყველა ზონა ჩაკეტეს, ყველა ბურთზე მოიგეს ბრძოლა, ეს ბრაზილიელი ლაწირაკი (რაღაცით ზეედორფს მაგონებს, მაგრად მევასება) ისე გათავხედდა ჯერრარდს დაუწყო კაჩაობა ენფილდზე, გეხსომეათ ეგ ეპიზოდი გააფრთხილეს........................................ ნუ მოკლედ ჩამოვყალიბდები რისი თქმაც მინდა, შეიძლება აქ იმის მეათედი პრობლემა (გნებავთ ხარვეზი) არ ხსენებულა რაც ლივერპულს აქვს EPLში, მარა რამოდენიმე ძირითადს მგონი შევეხე....შედარებისათვის ვერც მილანი ბრწყინავს სერია აში არადა მე ვთვლი რომ ამ საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი, და ძლიერი გუნდია (რა პრობლემაა ვიაკამთოთ). ანუ მე ესე წარმომიდგენია, რაფა ესაა რაც არის, თუ ვინმეს სურს რომ ესპანელი შეცვალონ, მე გავაკეთებდი პროგნოზს რომ ტურნირებისადმი მიდგომა შეეცვლება გუნდს, ითამაშებს მაგრად ჩემპიონატში (უფრო სწორად უკეთესად) და ლიგაზე (ჩემი აზრთ) ძალიან გაუჭირდება, განსაკუთრებით იტალიელებთან და ესპანელებთან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემი ვარაუდია, შეიძლება 180გრადუსით საპირისპირო მოხდეს (გააჩნია ვინ იქნება შემდეგი)... სიამოვნებით მოვისმენ განსხვავებულ აზრს. და მინდა ჟოზეს და რაფას ბოლო დუელით დავასრულო, მე მაინც მგონია რომ დამატებითში რაიტფილიპსი და რობენი რომ შეაგდო უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშა, ლივერპული მაგარი გადაღლილი იყო, არ უნდა მიეყვანა პენლებამდე....კი, კი, მაგაშიც გეთანხმებით ეხლა ადვილია ლაპარაკი!
|