ჩემო კარგო ლივერპული მეტად განსხვავებული და მეტად სპეციფიკური მოვლენაა ზოგადად როგორც ასეთი.
ამით რისი თქმა მინდა.
რა თქმა უნდა მიშა ოცნებობს ინგლისის ჩემპიონობაზე და ისიც ნათელია თუ რა გუნდის რიგებში მაგრამ რას იზამს ყველა ოცნებას რეალიზაცია არ უწერია.
რაც შეეხება იმას თუ დიდი ფეხბურთელია ან არა მიშა და თუ დიდია რატომ გაუშვეს ლივერპულიდან. არ არის ეს სწორი არგუმენტები ამ კაცის შეფასების სიდიდის განმსაზღვრელი.
თავის დროზე ამ დიდმა გუნდმა კევინ კიგანი გაუშვა და რა იტყვის ვინმე რომ ის არ იყო დიდი მოთამაშე?
სხვათა შორის მე არ მიკვირს როდესაც ამ კლუბზე მსჯელობისას და დასკვნების კეთებისას ესა თუ ის ადამიანი კი არა იქ უეფასა და ფიფაშიც კი ვერ გარკვეულან.
შენ ამბობ რომ მთავარი შედეგია და ამ შედეგიდან გამომდინარე არგუნებენ ამა თუ იმ თავდამსხმელს თუ ფეხბურთელს ამა თუ იმ ჯილდოს.
კი ბატონო თითქოს ლოგიკური მსჯელობაა და იქ უეფაშიც ხშირად ამ ლოგიკით უდგებიან ამ საკითხს და კონკრეტულ ფეხბურთელებს ამა თუ იმ ტურნირის მოგების შემდგომ აძლევენ ოქროს ბურთს და საუკეთესოს სტატუსს ანიჭებენ.
მაგრამ არის ერთი დიდი მაგრამ.
ისინიც კი იქ უეფაში ვერ გაერკვნენ(ან არ უნდათ რომ გაერკვნენ) რა არის ამ დიდი გუნდის წარმატების მომტანი.
აი ავიღოთ უბრალო სტატისტიკა.
იმ საზიზღარმა კლუბმა ჩემპიონთა თასი როცა მოიგო ვგონებ ერთ ვაგონ ხალხს იმ კლუბიდან მიანიჭეს ოქროს ბურთი.
ამ დროს კი 5 გესმის ხუთი ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული გუნდს და რა გგონია რამდენ კაცისთვის მიუციათ ისტორიის მანძილზე ამ დიდ გუნდში ეგ ჯილდო?
თუ იტყვის ვინმე რომ ამ გუნდს სულ ფორტუნას ხარჯზე აქვს მიღწეული ამ წარმატებებისთვის და აქ დიდ მოთამაშეებს არ უბურთავიათ.
ესე რომ მიშა ისეთივე განსხვავებული სპეციფიკაა და სხვა აბსოლუტურად სხვა მენტალიტეტის მქონე იგროკია როგორც თავად ლივერპული.
შეიძლება მოსწონდეს ვინმეს და შეიძლება არა ლივერპულიც და იქ მობურთავე ხალხიც და რა თქმა უნდა ეს მათი სუბიექტური შესაფასებელია მაგრამ ის რომ მიშას და მისთანებს რა გაუკეთებიათო არ არის სწორი მსჯელობა.
შევეშვათ ლივერპულს. აი მაგალითისთვის ბებეტო ან "ფენომენ როლანდო" მსოფლიოს ჩემპიონები არიან და მარკო ვან ბასტენი კი არა. და რაა რო.
ერთი მარკო ვან ბასტენი გადაწონის იმ ბებეტოს და როლანდოს მთლიან ჯიშ ჯილაგს ერთად აღებულს.
ესე რომ არის სპეციფიკური რაზნოგლასიები ამ მსჯელობაებში.
ერთი კი ნათელია და ფაქტია. ლივერპული არის დიდი გუნდი და იქ მობურთავე საზოგადოება მე მაგრად მომწონდა და მომწონს ეხლაც. ზოგი ლივერპულს ქომაგობს და ვირტუალურად წარმოუსახია რომ როცა თამაშს უყურებს ისინი პლეისტეიშენში როგორც ბურთაობენ ისე იბურთავებენ და შესაბამისად მერე ნატრულობენ ნეტა აქ ჯურუ იყოს ან ებუე ან ოჯინგვე ,ბაჯო ან ვინმე პიდარსენი.და რეალურად უნახია ვინმეს ლივერპული ისე თამაშობდეს როგორც თავად წარმოუდგენიათ?!(არსენალისდამაგვარად ან იმ საზიზღარი კლუბისდამაგვარად)
არა მეგობარო ლივერპული არის გუნდი სადაც არაფელი ესაქმებათ არც ებუეს, ოჯინგვეს არც ბაჯოს და სხვა პიდარსენებს.გაუშვი იმათ იქ იბურთაონ ჩვენ კი ისეთი თამაშით როგორც ლივერპული მუდამ თამაშობდა წარმატებამდე გზა გვქონია!
მიმაგრებული სურათი