მეც მასე მგონია და საერთოდ "მანჩესტერს" რეალურად ვინ უნდა ვერ გავიგე
არის 2 ვარიანტი: 1) ჰუნტელაარი "აიაქსიდან"
2) ბერბატოვი "ტოტენჰემიდან". ამ შემთხვევაში "მანჩესტერს" შეუძლია "ტოტენჰემს" ნაკლები ფული და ვთქვათ ლუის საას ან კიდე რომელიმე ფეხბურთელის დამატება შესთავაზოს. როგორც ჭორები ვრცელდება, ბერბატოვი "მანჩესტერში" გადავა, ხოლო ჰუნტელაარი "ტოტენჰემში"
ჯერმენ დეფო კარგი თავდამსხმელია, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო კარიერა, გაცილებით მეტი შეეძლო. მახსოვს იყო მომენტები, ძალიან მაგარ ფინტებს აკეთებდა, რამდენიმე კაცს ატყუებდა და ისე გაჰქონდა, თუმცა ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა
ზაფხულში ბერბატოვი ალბათ წავა, სამაგიეროდ გუნდში დარჩება რობი კინი და აგრეთვე დარენ ბენტიც, რომელიც მშვენიერი თავდასხმელია, 23 წლისაა (დეფო 25-საა) და თავის გამოჩენის შანსი ექნება, თან თუ ჰუნტელაარიც დაიმატეს და მარცხენა ფლანგიც გააძლიერეს (სტიუარტ დაუნინგი . .) და ცენტრში "იუვენტუსიდან" ტიაგო დაიმატეს, მაშინ 3 თავდამსხმელი სრულიად საკმარისი იქნება გუნდში
გაისად "ტოტენჰემმა" ოთხეულისთვის უნდა იბრძოლოს
This post has been edited by kid on 3 Feb 2008, 15:36