სამივე უშუალო კონკურენტს მოუგეს ბოლო 3 ტურში. ასე რომ, შეუძლიათ დარჩენა. სადაც ყველაზე საჭირო იყო იქ მოიგეს. ბოლო წუთებზე დაკარგულ ქულებზე მწყდება გული. განსაკუთრებით რეალთან წაგებულ თამაშზე რიასორზე
Deporikრიკიც კარგია წელს და ასაკის მიუხედავად ვალერონიც კარგია ბოლო მატჩებში. დაცვაა ატრაკებს პროსტა. უაზრო შეცდომები მოსდით.
კიდე კაი ის სილვიო მაინც დაიმატეს. ბოლო 3 თაამაშში 2 შეაგდო და ორივე ძაან მაგარი. მარჩენაამაც დაიწყო გატანა დაჟე როცა გუნდს დაჭირდა

პ.ს. აღარ ჩავძიროთ რა ეს თემა
--------------------------------------------
ლა კორუნიაში "დეპორტივოს" ულტრასებმა "სარაგოსას" ფანები ბარში დაარბიეს
ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩს "დეპორტივოსა" და "სარაგოსას" შორის (3:2) წინ უძღვოდა ინციდენტი.
ლა კორუნიის ცენტრში, "რიასორის" სტადიონიდან 500 მეტრში, "დეპორტივოს" ფანებმა იერიში "სარაგოსას" გულშემატკივრებზე მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა და ორიც პოლიციამ დააპატიმრა.
ინციდენტი ბარ "ელ პესკადორში" მასპინძელი გუნდის 70-მდე ფანმა 20-30 არაგონელი მოიმწყვდია, რომ არა პოლიციის დროული ჩარევა, შედეგი გაცილებით სავალალო იქნებოდა,
"სარაგოსას" ფანები თავისთვის ისხდნენ წყნარად და სვამდნენ, როცა მილებით და ქვებით შეიარაღებული რადიკალები გამოჩდნენ. მათ მთლიანად დაარბიეს ბარი. საბედნიეროდ, კიდევ კარგად გადავრჩით, რომ არავინ მოკლეს", - აცხადებს ბარის მეპატრონე, რომელიც გაკვირვებულია, ფეხბურთის ფანებს ხშირად ემსახურება, მაგრამ აქამდე ერთი ინციდენტიც არ ახსოვს.