
მაგარი იყო....
აუ ერთი გოგო იყო მემგონი კიდე...ირმის ავატარი რო ქონდა...თუ შველის...
პრესკომფერენციაზე კლარენსმა გამოთვქა იმედი, რომ შემდეგ თამაშში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ამასთანავე, ფეხბურთელმა არსენალთან წაგებაზე, შევას დაბრუნებაზე და მალდინის დარჩენაზე ისაუბრა.
"ახლა მთავარია ერთ გუნდად შევიკრათ, რადგან ემპოლისთან თამაში იოლი ნამდვილად არ იქნება. გვჯერა, რომ ჩემპიონატში დასახულ მიზანს მივაღწევთ. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ბევრი გაკვირვება და მწუხარება იყო. ეს პერიოდი ჩვენთვის დასრულდა - ძლიერ გუნდათან დავმარცხდით."
"არსენალმა დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ვიცოდით, რომ უნდა გაგვეტანა და აქტიურები ვყოფილიყავით პირველ წუთებში. სამწუხაროდ ტრავმის გამო გუნდის დახმარება ვერ შევძელი. თამაშის შემდეგ ადრიანო გალიანი გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა."
"ასაკი? ასაკზე საუბარი უაზრო იქნება, როცა 40 წლის კაპიტანი გუნდში საუკეთესოდ თამაშობს. თუ პაოლო კიდევ ერთი წლით დარჩება - გუნდს ეს ესიამოვნება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ლეგენდა ღირსეულად გააცილოს დიდი ფეხბურთიდან".
"დიდებული იქნებოდა - შევას კიდევ ნახვა მილანში. ის იმსახურებს ჩვენთან დაბრუნებას, იმ სეზონების შემდეგ, რომლებიც მან მილანში ჩაატარა. პირადად, არც თუ ისე დიდი იმედი მაქვს ამის - უკვე ორი წელის ამაზე საუბრობენ, მაგრამ ბოლოს არაფერი იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში - შევა ისევ მიეკუთვნება მსოფლიო კლასის ფორვარდების რიცხვს."