ხო ნუ მართლა დასაგრუზი თემა გახდა, მოდით ჩვენ ჩვენ გუნდზე ვილაპარაკოთ და არ მაინტერესებს პროფესორების კრიტიკა, რომ ვერ გავედით ჩაგვთვლიან თუ არა წარმატებულად, ჩათვალონ ფენერბახჩე გრანდათ რადგან გავიდა და იყვნენ.......
რაც შეეხება ჩვენ გუნდს...
პირველ რიგში მოგიკითხავთ ინტერისტებო, ვინც მაშინ ერთად ვიყავით სპორტ-კაფეში მილანი-ინტერზე, არ დამავიწყდება. გავიმეოროთ ის სიტუაცია და გამარჯვება!!!

მანჩინიზე არ ვფიქრობ მე ცუდად, თავიდან მართლაი გითხრათ არ მჯეროდა ამ კაცის, მაგრამ აშკარად დავინახე რომ გუნდი სწორ გზაზე დააყენა და არ მინდა კიდევ ცვლილებები მაგ მხრივ... იტალიელების მომხრე ვარ ნამდვილად, მაგრამ ეხლანდელი შემადგენლობა არ მიმაჩნია გადასაგდებად.
ხიმენესი - აუცილებლად უნდა დავიტოვოთ.
რივასიც მომეწონა ლივერპულთან.
მაქსველს წინა სეზონი გაცილებით უკეთესი ჰქონდა.
მაიკონსაც იგივე.
მატერაცისაც, მაგრამ ტრავმები გადაიტანა და თან ახალგაზრდა აღარ არის.
ძანეტი ძანეტია ყოველთვის ამაზე რამის თქმაც ზედმეტია.
კრუზმა კარგად დაიწყო, მაგრამ მოუკლო ამ ბოლო დროს.
კრესპოზე ცუდი რა გვეთქმის, სადაც ითამაშა თავისი საქმე 100% თუ არა 90% გააკეთა.
იბრა ალბათ სუბიექტური აზრია, მაგრამ მე არ მომწონს, არ ვთვლი რომ გუნდი მაგ ფეხბურთელზეა აწყობილი, უმაგისოდაც გვითამაშია კარგი თამაშები, მაგრამ ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელია.
ჟულიო სეზარის მიმართაც გამიჩნდა სიმპატიები.
სუაზო - ამაზეც იგივე.
კამბიასო - ჩვენ ვთქვით მაშინ სპორტ-კაფეში რომ ეს ჩვენი მომავალი კაპიტანია...
კორდობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი

ბურდისო - მინდა რომ ეს კაცი დარჩეს, ვიცი რომ კარგი მცველია და შეუძლია იყოს ინტერის ძირითადი.
სამუელი - ტრავმა რომ არ მიეღო საუკეთესო სეზონი ჰქონდა

კივუ - როგორც მცველი კარგად თამაშობს, მაგრამ როგორც სტანდარტულის შემსრულებელი ვერაფრით ვერ გაგვაკვირვა

პელე - ცუდს არ ვიტყვი არაფერს, მაგრამ ვინმე იტალიელი ჯობია ამ კაცის ადგილზე გვყავდეს, შეიძლება განათხოვრება...
ბალოტელი - კარგი თავდამსხმელია,

სეზარი, დაკური, სოლარი, ფიგუ - მე წასასვლელების სიაში ჩავწერდი

საერთო ჯამში ინტერზეც დავაფიქსირებ ჩემ აზრს. გუნდი ამ წუთას არ არის ნამდვილად კარგ ფორმაში.
შარშან გაცილებით კარგად ასრულებდნენ სტანდარტულებს, წელს კი არ მახსოვს ბოლოს როდის გავიტანეთ ჯარიმიდან. ტრავმების მხრივ კვლავ ცუდი სიტუაციაა, არ ვიცი რისი ბრალია.

სხვა მხრივ გუნდი კარგ ფებურთს თამაშობს, მაგრამ გაცილებით უკეთესი შეუძლია, ინტერისტებმა ეს ვიცით.
ხო ზემოთ დაწერილი ჩემი სუბიექტური აზრია.
მოკლედ მე ვამაყობ ჩემი გუნდით!
გილოცავთ ინტერისტებო გამარჯვებას, რაც მთავარია სკუდეტო უნდა შევინარჩუნოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ieri, oggi, domani, SEMPRE INTER!!!
This post has been edited by Alvaro on 16 Mar 2008, 23:24
IO SONO INTERISTA.
1908-2008: ieri, oggi, domani. Sempre Inter!