Donnieჯემალ ფეხბურთის ცოდნას ვერ დამიწუნებ
საკმაოზე კარგად ვიცნობ ფეხბურთსაც და მოყვარულის დონეზე სამწრთვნელო თეორიებსაც(მოყვარულის დონეზე)...
კუმანის ვალენსიაში რამდენიმე სასიამოვნო ფაქტორი გამოჩნდა გუნდი უკვე ყველა ბურთზე ბრძოლობს და დაცვიდან საკამოდ სწრაფად გადადის შეტევაში მაგრამ არის რამდენიმე ნიუანსი....
1. იმ ტაქტიკით რომლითაც ვალენსია თამაშობს როგორც წესი დავიდ ვილიას ნაირი თავდასხმელი არ არის საჭირო რადგან ვილიას კალიბრის თავდასხმელს ძლიერი დამხრამე ნახევარმცველები სჭირდება კუმანის ვალენსია კი მხოლოდ თამაშის გაფუჭებაზეა ორიენტირებული.
2. გუნდს არც ერთი მატჩში არ უთამაშია პირველ ნომრად ფაქტიურად გუნდს არ შეუძლია სუსტ გუნდებს თავისი თამაში მოახვიოს თავზე, შეტევაში იმპოტენტების შთაბეჭდილებას ტოვებს გუნდი.
3. რონალდ კუმანს დიდი ფეხბურთელის სინდრომი სჭირს, როგორც წესი დიდი ფეხბურთელები ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ საკუტარ თავში მოკლან ფეხბურთელი და გარდაიქმნენ მწრთვნელად, კარგად მახსოვს ვისენტე დელ ბოსკეს ინტევიუ წავკითხე რომელსაც შეეკითხნენ რას ფიქრობდა ვალენსიაზე და კუმანზე, დელ ბოსკემ საინტერესო ფაქტი განაცხადა კარგი იქნება თუ კუმანი მოახერხებს და მოერგება ვალენსიას და არა პირიქითო, ის რაც კუმანმა გუნდის სიმბოილოებს გაუკეთა ეს იყო აღმაშფოთებელი, ვინ რაც უნდა იძახოს ეგებ მართლების იყვნენ მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ალბელდას და ანგულოს მოშორებით თამაში არ გაუმჯობესებულა, იგივე დაემართა ლე გენს რეინჯერში როდესაც დანკან ფერგიუსონის მOშორება სცადა რასაც გუნდის არევა მოჰყვა იგივე სიტუაციაა ვალენსიაშიც, დარწმუნებული ვარ ფეხბურთელებს იმის მერე რაც დაემართათ ალბელდას და ანგულოს ფეხბურთელები შინაგანად შიშში ცხოვრობენ(ხო ვიცი ვფროიდობ

).
4. არასწორი ტაქტიკა, ნებისმიერი ფეხბურთის მცოდნესთვის ჰოლანდიული ფეხბურთი ეს არის 4-3-3 რომელიც რატომღაც ბევრს შეტევაზე დაგეშილი ტაქტიკა ჰგონია არადა რეალურად ეს არის მუდმივ მოძროაბაში მყოფი ფეხბურთი, პირადად მე მგონია რომ როდესაც გარემარბებად ვისენტე, ხოაკინი და სილვა გყავს ეს ფეხბურთი ზედგამოჭრილი იქნებოდა ჩვენთვის მაგრამ კუმანი სწორედ რომ არაჰოლადიელი მწრთვნელია თავისი მენტალობით, მისი გუნდები როგორც წესი არ გამოირჩეოდნენ საინტერესო ფესბურთით და მისი ფეხბურთელის სახელი მუდამ წინ უსწრებდა მწრთვნელი კუმანის სახელს, თან ახლა აშკარად გაპიარდა რომ ნებისმიერი ვისაც მიხელსის სკოლა გაუვლია სულ მინიმუმ კარგი მწრთვნელი მაინც არის.
ჯემალ გასაგებია შენი მოსაზრება რომ დრო დაიკარგება მაგრამ როდესაც გუნდი მალიორკასთან უკლასობის გამო წააგებს და მერე ამას მურსიასთან იგივე თამაში მოჰყვება ის მწრთვნელი გუნდს ვერ გააკეთებს.
პ.ს მე არ მივეკუტვნები იმ ფანების კატეგორიას რომლებიც პირველივე წაგებაზე აყვირდებიან პირადად ჩემთვის ფეხბურთი არის ერთ გუნდში გატარებული წლები და არა აქეთ იქეთ ხეტიალი, მე მომწონს ინგლისი სადაც ერთ მწრთვნელს აძლევენ დიდ დროს მაგრამ ეს ჭეშმარიტებას გამონაკლისი ადასტურებს...