ეჰ, ნუ არ შეიძლება ეგრე.
მეტი რით გვცეს ამ ინტერმა პატივი აღარ ვიცი. ბლუდეჩკოზე მოგვართვა 1000 შანსი მათი დაწევისთვის კი არადა გასწრებისთვის და ესენი კიდევ: "არა, ბატონო ჯერ თქვენ მიბრძანდით!"
ნერვები მომეშალა.
სამშაბათს იმედია მოვიგებთ, მაგრამ დე როსის და ტოტის გარეშე ჩვენი შანსები მინიმუმზე დადის.
ეხლა რამდენიც გინდათ იმდენი იძახეთ, რომ რომა გუნდია და არა ინდივიდუალისტების ხროვა, მაგრამ ტოტი და დე როსი რომ გუნდის ორი მესამედია არის ფაქტი. რომაში არის ორი შეუცვლელი მოთამაშე, ერთ თამაშში ორივეს არყოფნა კატასტროფის ტოლფასია.
დე როსი აცემენტებს ნახევარდაცვის ცენტრს და არ ყავს რომას სხვა ნახევარმცველი რომელიც ამას ასევე კარგად ან თუნდაც ნახევრად ასევე კაგად, გააკეთებს. შესაბამისად ყველა დანარჩენს ორი იმდენი მუშაობა მოუწევს დაცვაში და თან ხომ უნდა შეუტიონ! აი აქ იქნებოდა ზე-საჭირო ტოტი, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალური თვისებების ხარჯზე გააკეთოს შედეგი. ნუ იმედი ვიქონიოთ რომ ვუჩინიჩი კარგ ხოდზე იქნება და ყველა მომენტიდან მაქსიმუმს გამოწურავს. ეგ გვიშველის ამ თამაშში, ეგ და 200 პროცენტიანი ატდაჩა და კონცენტრაცია. მხოლოდ ამის ხარჯზე შევძლებთ მოგებას. დაცვაში მაქსიმალურად უშეცდომოდ, თავდასხმაში მაქსიმალურად პროდუქტიულად. ნამდვილი მგლები უნდა გახდნენ ხვალ
ჟუანიც არ თამაშობს? ეგ ნაღდი ინფოა, თუ ჭორია? იმიტომ რომ ეგეც თუ გამოგვაკლდა (ყველაზე ნადიოჟნი ადამიანი რომას დაცვაში) მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა რომ დაგვერხა
თუმცა ბურთი მრგვალია. მაინც გამარჯვებას ველი

სხვა შედეგი უბრალოდ არ გვაწყობს!
And then he ran into my knife....
He ran into my knife 10 times!