და რამდნენისააა ეგ კაცი მემგონი არ უნდა იყოს მაინცდამაინც პერსპექტიული ახალგაზრდა......
ეგრეც ყოფილა მაგხელა ხო დიდაც გვყავს....
http://en.wikipedia.org/wiki/Carlo_Cudiciniმომდევნო სეზონში ?როსონერის? ორი გზა აქვს: ერთი ჩემპიონთა ლიგისკენ, ხოლო მეორე - უეფას თასისკენ მიმავალი. მაგრამ მომავალ წელს ევროპის საკლუბო გათამაშების მიღმა ?მილანის? დარჩენა ბიუჯეტისთვის 15 მილიონი ევროს დანაკლისს ნიშნავს, რაც სავარაუდოდ, ამ ზაფხულს ?მილანის? სატრანსფერო პოლიტიკაზე აისახება.
არადა თუ ანჩელოტის ვენდობით, მომავალ სეზონში ?სან სიროზე? ახალი მეკარე, ორი მცველი, ნახევარმცველი და ორიც თავდამსხმელი უნდა ვიხილოთ. ორი ფორვარდიდან ერთი, სავარაუდოდ, ანდრეი შევჩენკო იქნება.
თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, გამორიცხული არ არის ?მილანმა? ?ჩელსის? კიდევ ერთი თავდამსხმელის დიდიე დროგბას გადაბირებაზე იფიქროს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის დაცვის ხაზს გააძლიერებენ ?ბარსელონაში? მობურთავე ჯანლუკა ძამბროტა და პალერმოელი ბარცალი.
დროგბა და მისთანანი ?სან სიროზე? იმ შემთხვევაში გადაბარგდებიან, თუ ?შავ-წითლები? ლიგაზე იასპარეზებენ, მაგრამ რა მოხდება თუ ანჩელოტის სამწყსო ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს?
მაშინ გამორიცხული არ არის, ხელმძღვანელობამ უარი თქვას ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე და ?დაბერებული და დაღლილი? შემადგენლობით ეცადოს სკუდეტოს მოპოვებას.
იტალიური გამოცემა ?გაზეტა დელო სპორტი? მოვლენებს წინ უსწრებს და ვარაუდობს, თუ ანჩელოტი ?სან სიროზე? დარჩება, მაშინ ახალ ტაქტიკას - 4-3-2-1-ს არ უღალატებს.
შესაძლოა იტალიელმა სპეციალისტმა 4-4-2-ს მიმართოს და მეტად გამოიყენოს ფლანგები, რისი საშუალებაც ჯერ-ჯერობით არ აქვს, რადგან ?შავ-წითლებს? ფლანგებზე მოთამაშე ნახევარმცველები არ ჰყავთ.
თუ ეს ტრანსფერები გაკეთდა კარგია არადა უნდა გავიდეთ ყველა ვარიანტში ლიგაზე.... თორე ცოდოა მალდინი კარიერა უეფას თასსზე დაამთავროს

თუ დააამთავრებს კიდე
This post has been edited by levan666 on 23 Mar 2008, 16:11