კარში მგონი იდეალური იქნება ფრეი, სხვა ვარიანტების განხილვაც შეიძლება, თუმცა ახალი მეკარე უეჭველად გვჭირდება!
ნეტსა კიდე ითამაშებს, კალაძეს ჯერ შესაცვლელი არაფერი ჭირს.
ძამბროტა კარგი კანდიდატურაა .. თუმცა მაგ ფლანგზე იანკულოვსკი გვყავს, თუ გავითვალისწინებთ ძამბროტას უნივერსალურობას, ეგ მარჯვენა ფლანგზეც გაქაჩავს ..
ზეედორფი მგონი შესაცვლელია, ეგ მალე ემერსონი პონტი შეიძლბა გახდეს, ხოდა სანამ დროა, მადლობა მოვუხადოთ გაწეული ღვაწლისთვის და მის სამშობლოში გავისტუმროდ, როგორც ეს ქნეს ვეტერანმა ჰოლანდიელებმა, სტამმა, დავიცმა, კლუივერტმა და სხვებმა
თავდასხმაში დროგბას ვარიანტი მე მთლად კარგად არ მიმაჩნია ..
პირველ რიგში მაინტერესებს რა ხნისაა დიდიე, მერე ის რომ იგივე შეიძლება დაემართოს რაც შევას ჩელსში, ასე რომ პირადად მე ეგ ტრანსფერი არ მიზიდავს.
აი ბენზემა შეიძლება, მაგ ბიჭმა წესით უნდა გაქაჩოს..
შევას სახელის გულისთვის თუ დავიბრუნებთ, თუ არა ხო ყველა ვხვდებით რომ ის ძველი შევა აღარ არის ..
პირადად ჩემი კანდიდატურა თავდასხმაში იქნება ვილა, არც სტარიკია და არც ბავშვი, თავის საქმე იცის, კარგადაც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ..
ვალენსიას არ უდგას კარგი დრო, მოლაპარაკებაზე წესით იოლად უნდა წამოვიდეს, უღირალსაც არ დააფასებენ მგონი .. ასე რომ იქნება მიაწვდინოს გალიანის ვინმემ ხმა, ვილას დაეჩალიჩეთქო

.