
რა შუაშია ყველაფერში იუვე , უბრალოდ ობიექტური უნდა იყო ადამიანი , მილანი რომ სერია ა ს ბოლო ცლებში ნამუს ცმინდავს ევროსარბიელზე ეს არის სიმართლე , იუვენტუსი როდის იყო ანგრევდა ევროპას 1984 ცელს რომ მოიგო ჩემპიონთა თასი მაშინ ბრიუსელში გულშემატკივარმა რომ იჩხუბა თამაშის ცინ ტრიბუნებზე 39 იტალიელი დაიღუპა და გუნდები რომ გავიდნენ მინდორზე იცოდნენ ეს და 1-0 მოუგო იუვემ ლივერპულს , თუ ლივერპულმა ცააგო 0-1 ეგ არავინ იცის , ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 1996 ცელს უბრალოდ უნდა მოეგო სხვა გზა არ ქონდა ისეთი გუნდი იყო და აიაქს მოუგო პენალტებში ლიპი მცვრთნელი , რავანელი და მთელი იმ დროის საუკეთესო ფეხბურთელები იტალიის მანდ თამაშობდნენ . რაც შეეხება დაჩაჩანაკებას დაუმატეს ქულები თორემ თავიდან რაც დააკლეს ეხლა კიდევ სერია ბ ში იქნებოდა . და საერთოდ კიდევ გატუზოს თამაშისცინა სახე მთელ იუვენტუსის ისტორიას მირჩევნია
* * *
ESM - ესაა ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირი, რომელშიც პოპულარული ჟურნალ-გაზეთები შედიან, ისეთები, როგორიცაა ინგლისური ”უორლდ სოკერი”, პორტუგალიური ”ა ბოლა”, გერმანული ”კიკერი”, იტალიური ”გაძეტა დელო სპორტი”, ესპანეთის ”დონ ბალონი” და სხვები.
2007 წელს ამ კავშირმა გადაწყვიტა ფეხბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები გამოეკითხა და ფეხბურთის ისტორიაში 20 საუკეთესო გუნდი, 20 საუკეთესო მატჩი და 20 საუკეთესო გოლი დაედგინა.
* * *
ESM-ის გამოკითხვით ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გუნდად მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები დასახელდა, გუნდი, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო.
იმ დიდებულ ნაკრებს მარიო ზაგალო წვრთნიდა, კაცი, რომელმაც 1958 და 1962 წლებში ფეხბურთელის რანგში ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მექსიკური ტრიუმფის შემდეგ ის გახდა პირველი, რომელმაც ოქროს თასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში აღმართა. ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მარიო ზაგალომ ჟოაო სალდანია შეცვალა. ამ უკანასკნელმა ტურნირის დაწყებამდე დაიმუქრა, თუ პელე სათანადო ფორმაში არ იქნება, ნაკრებს მიღმა დარჩებაო, რის გამოც უმალ დაატოვებინეს თანამდებობა.
სწორედ მარიო ზაგალოს დამსახურებაა ის, რომ რიველინო და ჟერსონი, ორი შესანიშნავი გამთამაშებელი და ორივე ცაცია, ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ და დიდად განაპირობეს ნაკრების შესანიშნავი თამაში: ზაგალომ ჟერსონი ნახევარდაცვის ცენტრში გაამწესა, რიველინო კი მარცხენა გარემარბად.
მატჩის მსვლელობისას ბრაზილიის ნაკრები 4-2-4 და 4-3-3 სისტემით თამაშობდა. ჯგუფურ ტურნირში ”სელესაომ” ჩეხოსლოვაკიას 4:1 (ჟაირზინიო 2, რიველინო, პელე), ინგლისს 1:0 (ჟაირზინიო), რუმინეთს კი 3:2 (პელე 2, ჟაირზინიო) სძლია. 1/4 ფინალში მარიო ზაგალოს ნაკრებმა პერუს 4:2 მოუგო (ტოსტაო 2, რიველინო, ჟაირზინიო), 1/2 ფინალში კი ურუგვაი დაამარცხა 3:1 (კლოდოალდო, ჟაირზინიო, რიველინო).
1970 წლის 21 ივნისს, მეხიკოში, ”აცტეკაზე”, 107.412 მაყურებლის თვალწინ ბრაზილიელებმა 4:1 სძლიეს ევროპის ჩემპიონ იტალიას და მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება მესამედ აღმართეს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას ეს თასი სამუდამოდ გადაეცა.
ბრაზილია 1970
მეკარეები: 1.ფელიქსი; 12.ადო; 22.ლეაო
მცველები: 2.ბრიტო; 3.პიაცა; 4.კარლოს ალბერტო (კაპიტანი); 6.მარკო ანტონიო; 14.ბალდოჩი; 15.ფონტანა; 16.ევერალდო; 17.ჟოელი; 21.ზე მარია
ნახევარმცველები: 5.კლოდოალდო; 8.ჟერსონი; 11.რიველინო; 18.პაულო სეზარი
თავდამსხმელები: 7.ჟაირზინიო; 9.ტოსტაო; 10.პელე; 13.რობერტო; 19.ედუ; 20.დარიო
მთავარი მწვრთნელი: მარიო ზაგალო
* * *
მსოფლიოს 20 საუკეთესო გუნდი
1.ბრაზილია 1970 (მსოფლიოს ჩემპიონი)
2.უნგრეთი 1950-54 (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი; ოლიმპიური ჩემპიონი)
3.ჰოლანდია 1974 (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი)
4.”მილანი” 1989-90 (ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასების ორგზის მფლობელი)
5.ბრაზილია 1958 (მსოფლიოს ჩემპიონი)
6.”რეალი” 1956-60 (ჩემპიონთა თასის ხუთგზის მფლობელი; საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი)
7.ბრაზილია 1982 (მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი)
8.”ბარსელონა” 1991-94 (ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა და ევროპის სუპერთასის მფლობელი, ესპანეთის თასის და სუპერთასების მფლობელი)
9.იტალია 1934-1938 (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი)
10.საფრანგეთი 1998-2000 (მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი)
11.”რივერ პლეიტი” 1946-1950 (არგენტინის მრავალგზის ჩემპიონი)
12.”აიაქსი” 1971-1973 (ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი, ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელი; საკონტინენტთაშორისო თასი; ჰოლანდიის მრავალგზის ჩემპიონი)
13.”ბაიერნი” 1974-1976 (ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი, საკონტინენტთაშორისო თასი)
14.”სელტიკი” 1967 (ჩემპიონთა თასის მფლობელი)
15.საფრანგეთი 1984 (ევროპის ჩემპიონი)
16.დანია 1986 (მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე)
17.”რეალი” 1998 (ჩემპიონთა თასის მფლობელი)
18.”ტოტენჰემ ჰოთსფური” 1961 (ინგლისის ჩემპიონი და თასის მფლობელი)
19. ”ლივერპული” 1977 (ჩემპიონთა თასის მფლობელი)
20.”მანჩესტერ იუნაიტედი” 1999 (ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული; ინგლისის ჩემპიონი და თასი)
* * *
მსოფლიოს 20 საუკეთესო მატჩი
1.იტალია - გფრ 4:3 (17.06.1970; მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)
2.”ლივერპული” – ”მილანი” 3:3 (პენ 3:2) (25.05.2005; ჩემპიონთა ლიგის ფინალი)
3.”რეალი” – ”აინტრახტი” 7:3 (18.05.1960; ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალი)
4.გფრ - საფრანგეთი 3:3 (პენ 5:4) (08.07.1982; მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)
5.უნგრეთი - ურუგვაი 4:2 (30.09.1954; მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)
6.საფრანგეთი - ბრაზილია 1:1 (პენ 4:3) (21.06.1986; მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი)
7.ინგლისი - გფრ 4:2 (30.07.1966; მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი)
8.ბრაზილია - იტალია 4:1 (21.06.1970; მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი)
9.”ბენფიკა” – ”რეალი” 5:3 (02.05.1962; ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალი)
10.ინგლისი - უნგრეთი 3:6 (25.11.1953; ამხანაგური მატჩი)
11.გფრ - უნგრეთი 3:2 (04.07.1954; მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი)
12.იტალია - ბრაზილია 3:2 (05.07.1982; მსოფლიო ჩემპიონატი, მეორე ჯგუფური ეტაპი)
13.ბრაზილია - ურუგვაი 1:2 (16.07.1950; მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი)
14.”მანჩესტერ იუნაიტედი” – ”ბაიერნი” 2:1 (26.05.1999; ჩემპიონთა ლიგის ფინალი)
15.”ბლეკპული” – ”ბოლტონი” 4:3 (02.05.1953; ინგლისის თასის გათამაშების ფინალი)
16.”ლივერპული” – ”ალავესი” 5:4 (16.05.2001; უეფა-ს თასის გათამაშების ფინალი)
17.საფრანგეთი - პორტუგალია 3:2 (23.06.1984; ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი)
18.”ბარსელონა” – ”ფორტუნა” (დ) 4:3 (16.05.1979; თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალი)
19. გერმანია - იტალია 0:2 (04.07.2006; მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)
20.გფრ - ჰოლანდია 2:1 (24.06.1990; მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალი)
* * *
სადმე იუვენტუსი ჩანს ???????????????????