მორიგი ლამაზი დილა დაათენდა იტალიის მამაქალაქს!უფრო სწორედ შავ-წითელ ნაწილს....
რომელი ერთი წყარო დავასახელო, კატალონურ რადიოზე "Onda Catalana" დაყრდნობით ყველა ერთხმად ღაღადებს რონალდინიო ცალი ფეხით მილანშიაო. გუშინ მილანში, რესტორან "Giannino" - ში (ვისი რესტორანია შეხსენება არ უნდა დაგვჭირდეს) გალიანი და რონალდინიოს ძმა-აგენტი შეხვდენ და რიგ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
გალიანი ამაყად იძახის - "Ronaldinho e Shevchenko sono del Milan al 180%"...რონალდინიოს სავარაუდო ტრანსფერის ფასი 20-30 მლნ. ევროა. 20 კიდევ ხო, 30 მებევრება.
რეპუბლიკამ - 4 მაისს გასამრთ მადონინამდე, სადაც "სულ რაღაც" 3 ქულას გაითამაშებენ, მილანმა ინტერს (როგორც ჩანს) რონალდინიოში აჯობაო. Il derby di mercato Milan-Inter per il brasiliano ha fatto così segnare un 1-0 per i rossoneri....
შევას რაც შეეხება, სატელეფონო საუბარი ჰქონია კარლეტოსთან. კაკამ - Sento Andriy ogni tanto, siamo amici. Per me rimane un grande giocatore. ბერლუსკონიმაც რამდენჯერღა უნდა თქვას ეგ კაცი მინდაო. წინ ვფიქრობ აღარაფერი უდგას უკრაინელის დაბრუნებას, მაგრამ.... «Pato e Shevchenko hanno caratteristiche molto simili»...მართლაც ძალიან ბევრი რამ მსგავსი აქვთ, ნომერს რომ თავი დავანებოთ. რავიცი დავიცადოთ. როგორმე მოთავსდბიან ერთად.
კაკა, რონალდინიო, პატო, შევა, (ჯილას გაუშვებენ ალბათ, ინძაგი არ დაგვავიწყდეს კიდევ) ამ 4 კაცისთვის მაქსიმუმ 3 ადგილი იქნება ძირითადში, ხშირად 2ც, აი კონკურენციააა!მაგრამ ჯობია ამათ ერთმანეთი "დაჭამონ" და ამით უდიადესმა მილანმა იხეიროს, ასეა საჭირო.
რონალდინიოს ტრანსფერი ალბათ რივალდოს გადმოყვანის მსგავსია, არამგონია გაუჩომ სერია ა ში ვარსკვლავები დაგლიჯოს, ეს ერთგვარი სატრანსფერო-პოლიტიკური ნაბიჯია, მილანი ყველაზე ბრაზილიური გუნდია. თუ ვინმეს ბრაზილიელები არ ევასება და თვლის რომ მაიმუნები არიან პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემთვის ეგენი N1 ერია ფეხბურთში, ვფიქრობ გალიანისთვისაც.
მერე კიდევ ამ ტრანსფერით მილანმა თავის პრესტიჟულობას, სტატუსს და სხვა იტალიურ კლუბებთან აღმატებულობას უნდა გაუსვას ხაზი. რაღა დარჩენიათ იუვეს და ინტერის ფანებს, შემოვიდნენ და დაწერონ რაღა დროს მაგის ფეხბურთია სალიჰამიჯიჩი და ხიმენესი სულ სხვა დონეაო.....
ეს ყველაფერი კარგი მარა ნახევარდაცვას მიხედონ დროზე, პირლო-გატუზო-ზეედორფმა თქვა თავისი სათქმელი, არ ვიძახი რომ დაშალონ მარა რაღაც ახალი სისხლი ჩაისხან რა!
ხვალ ტურინში დიდი ჯახი იქნება, ნესტა-კალაძის არ ყოფნა ძალიან ცუდია. მოსაგებად უნდა ჩავიდეს გუნდი, სანსიროზე ვიოლას ინტერი კარგს არაფერს დააწევს მგონია. ისე კაია უეფაზე რომ გავიდნენ, გადაიღლებიან და იქნებ ქულები შემოეფანტოთ.
14a GIORNATA RITORNO
Juventus - Milan
Inter - Fiorentina
15a GIORNATA RITORNO
Milan - Reggina
Fiorentina - Palermo
16a GIORNATA RITORNO
Fiorentina - Sampdoria
Livorno - Milan
17a GIORNATA RITORNO
Cagliari - Fiorentina
Milan - Inter
18a GIORNATA RITORNO
Fiorentina - Parma
Napoli - Milan
19a GIORNATA RITORNO
Milan - Udinese
Torino - Fiorentina
მაინცდამაინც ადვილი კალენდარი არც ფიორენტინას აქვს, მაგრამ მთავარია მილანმა თავის თამაშებს მიხედოს, და მაქსიმალური ქულები აიღოს.
და ბოლოს, იმ შემთხვევაში თუ 4ში ვერ გავა გუნდი, არაუშავს, დამიჯერეთ ცხოვრება მაინც მშვენიერია, ამაზე უარესებიც ემართებათ სხვა გრანდებს. გაირბენს ერთი წელიც და მილანი იქ იქნება სადაც ღმერთმა გააჩინა....
მაგარი კაცი ბრუნდება!
მიმაგრებული სურათი