http://www.allshares.ge/download.php?id=95D5E10F13აქ არის პატარა,მაგრამ ძაან მაგარი ხარისხის და საკაიფოდ გაკეთებული ვიდეო,ჩვენ მაჰმადიან ანგელოზ რიბერიზე

ბევრი მქონდა ასეთი ვიდეობი,მაგრამ სუყველა საფრანგეთის ჩემპიონატში ნათამაშევი თამაშების,ეს კი ბაიერნის მაისურით ჩატარებული მატჩებიდანაა.
ცოტა რამ რიბერიზე:ალბათ ბევრმა არ იცის რომ ის 2 წლისა მოყვა ავტოკატასტროფაში,სადაც კინაღამ დაიღუპა,ეს ნაიარევები სახეზე იმ პერიოდიდან აქვს,სკოლაში პატარა რიბოს ბევრს დასცინოდნენგარეგნობის გამო,რადგან თმები არ აეზრდებოდა და წარბები არ ამოსდიოდა
18 წლისამ იქორწინა და მეუღლის საპატივცემულოდ მიიღო ისლამი,ამასთან ერთად მაჰმადიანური სახელი ბილალ.ყავს 2 ბავშვი
19 წლის იძულებული იყო,მამასთან ერთად დამატებით ემუშავა გზის მუშად,რადგან მაგ პერიოდში ის საფრანგეთის დაბალი დივიოზიონის ნახევრადპროფესიულ გუნდში თამაშობდა და ფული არ ყოფნიდა ოჯახის შესანახად.
მალე ის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე მეცის სკაუტებმა შეამჩნიეს და გუნდში აიყვანეს,სწორედ აქედან იწყება მისი აღმასვლა.
მეც პირველად მაგ გუნდში შევამჩნიე,თავიდან ყურადღება გარეგნობით მიიპყრო,მეგონა სპეციალურად ქონდა ეგრე თმები შეჭრილი

მერე კი უდიდესი სისწრაფით და ტექნიკით გამაკვირვა. ის ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს
მალე მისი გუნდი მეორე ლიგაში გავარდა და რიბერიმ თავი თურქულ გალათასარიში ამოჰყო,სადაც უმალ ფანების კერპად იქცა და მას ,,ფერარი"შეარქვეს,თუმცა მალე ამ კლუბსაც დაეწყო ფინანსური პრობლემები და ფრანკი იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო,მშობლიურ მარსელში სადაც ფაქტობრივად ერთ წელიწადში ფურორი მოახდინა,გადაიქცა გუნდის ლიდერად,ფანების ღმერთად და საფრანგეთის ნაკრების უცვლელ წევრად.
მერე კი იყო მსოფლიო ჩემპიონატი,სატრანფერო საგა,სადაც გამარჯვებული ბაიერნი დარჩა და ხელში ჩაიგდო თანამედროვე ფეხბურთის მარგალიტი,გმადლობ ული!
და ვილი!
სანიოლმა უდიდესი წვლილი შეიტანა მის მიუნხენში გადმობარგებაში
,,ჩემთვის მოტივაციის პოვნა ადვილია,ჩემთვის ხომ ყველა თამაში ფინალია"რიბერის კრედო

რასაც ამტიკცებს კიდეც მატჩიდან,მატჩამდე

This post has been edited by kaiser_fritz on 15 Apr 2008, 01:10
მიმაგრებული სურათი