ხავი ინიესტა კრკიჩი პუილი

ხო მაგრები არიან რა

იმდენი გახარება მე რაც მაგათი გაშვება გუნდს საერთოდ ვერ შეცვლის (როცა მკვდრონალდინიოს და ოთკუთხედა დეკოს გაშვება ცვლის)
რა ბრმაა სამყარო

დროგბა თურმე ეტოოს ჯობია

ერთხელ გაიჭაჭანა აფრიკის საუკეთEსოდ ისიც ეტოს ტრავმების გამო. რითი ჯობია დროგბა ეტოს, დარტყმა აქვს უკეთესი, სისწრაფე, ტექნიკა, საბაზრო ღირებულება, ტიტულები, პოტენციალი თუ რა

გასაშვები არის მაგრამ იმიტომ კი არა რომ დროგბა ან ტორესი ჯობია.
ჩიკი ჩიკორთელა ლაპორტა და მწვრთნელი თავისთავად თუ გამოიცვლება დაჟე რონალდინიოს დატოვებაც კი ღირს

.
ვააახ ჩემი ბარსას ოქრო არ ფასდება და სხვების მძღნერიც კი დაფასებულია. აბა სხვა გუნდში იყოს მარკესი, ამ წუთას ირიცხებოდეს მილანში როგორც იყიდდით მაგას ვნახავდი

სესკს რომ იტხოვთ სად უნდა ათამაშოთ?

ინიესტა და ხავი ვერ ჩავატიეთ სასტავში და ახლა კიდე ეგ დაუმატეთ. რეალურად გამოიცვლება 1-2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და 3-4 სათადარიგოთა სკამის.
წესიერი მწვრთნელი და ყველაფერს დაალაგებს, მაგალითად ელემენტარულს, იმას რომ ხავი და ინიესტა 3 კაციან ნახევარდაცვაში ერთად არ უნდა თამაშობდნენ იმიტომ რომ ერთი და იგივე ფუნქციები აქვთ, ტურე 1 კაციან საყრდენ სისტემაში არ გამოდგება და ა.შ. ინიესტას 50% ვერ ვიყენებთ მარტო იმის გამო რომ უაზრო პოზიციებზე ვაწვალებთ, ეგაა პრაქტიკულად ფლეიმეიკერი, ან თუ ნახევარდაცვის ცენტრში ათამაშებს იქ სადაც გვარდიოლა იყო, დასჭირდება ორი ,,მწმენდავი" და შავი მუშა, კოკუს და ლუის ენრიკეს სტილში.
მაგ გუნდში ყველას გაშვება შეიძლება და ნებისმიერის დატოვებაც. არაა საჭირო იმის მტკიცება რომ ბენზემა და ვილია ეტოოზე მეტ წარმატებას (სასაცილოა უბრალოდ) ან სესკი ინიესტაზე მეტ სარგებელს მოიტანს, ან გარაი მარკესზე. კარგით რა. დეკოს დიდი პატივს ვცემ მაგრამ რონალდინიოსავით თვითონ დაისრულა კარიერა, უკვე დროც მოუვიდა, საკმარისი ფეხბურთი ითამაშა. ფეხბურთელი ეგ იყო დაცვაში და თავდასხმაში თანაბრად მოთამაშე და კატალონიაში დღესაც უმეტესობა მთავარ ძალად თვლის იმ წარმატების რასაც მიაღწია ამ წლებში გუნდმა. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ხავი ინიესტა სესკი და ეგეთი ფეხბურთელები გასწევენ მაგ ტიპის ფეხბურტელის მაგივრობას, საჭიროა ახალი ნახევარდაცვის ლიდერი რომელსაც ეგენი ხელს შეუწყობენ. საჭიროა ახალი სათამასო სისტემა და არა 4-3-3 (სისტემა შეიძლება დატოვო მაგრამ კორექტივები განლაგებაში შესატანია) იმის გამო რომ ამ მომენტისთვის აწვალებენ იმ ტიპის ფეხბურთელებს რომლებიც დღეისთვის ირიცხებიან გუნდში.
საბოლოოდ დასკვნა

, ველოდებით ახალ გუნდის მატორს, რომლის გარეშეც ბარსა ვერასდროს ვერ თამაშობდა თავის ფეხბურთს.