ზუსტად ახლა ვწერდი რითი ჯობია დროგბა ეტოოს, რადგანაც წინა გვერდზე მე ვახსენე ეგ კვერცხი დროგბასთან მიმართებაში მარა უკვე ამომწურავად დაუწერია ზვინტიკას ყველაფერი, შეიძლება ითქვას რომ ერთი-ერთზე დაემთხვა შედარება. მარა მაინც დავამატებ მაგ სიას:
1. დროგბა მომენტების რეალიზაციაში გაცილებით აღემატება, ეგ კვერცხი კი ცნობილია უამრავი(და არა 1,2 ან 3 ერთ თამაშში) 100% საგოლე მომენტის გაფუჭებით(რასაც გადამწყვეტი გავლენა მოუხდენია თამაშების საბოლოო შედეგზე).
2. დროგბა გაცილებით ჯობია პიროვნული კუთხით, ვგულისხმობ ფეხბურთელის პროფესიონალურ დამოკიდებულებას თვითონ კლუბის, მწვრთნელისა და თანაგუნდელების მიმართ. რამდენი ხანია რაც დროგბა თამაშობს ჩელსიში უკვე, სადაც ასევე *** ხასიათის მაურინიო წვრთნიდა. ვინმეს გახსოვთ რაიმე კონფლიქტი, პრეტენზია ან რაიმე ხმამაღალი განცხადება? ყოველთვის მობილიზებული გამოდის მოედანზე და ჩუმად აკეთებს თავის საქმეს(ეტოოზე უკეთესად).
ეტოო კი თავისი გამოხტომებით მუდმივად ამღვრევს წყალს გუნდში და ქმნის დაძაბულობას.
არც ჩემი შეხედულება ყალიბდება 1 ან 2 თამაშით(ან თუნდაც ერთი სეზონით) რომელიმე ფეხბურთელზე თუ მწვრთნელზე. შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული(უკვე მეორე წელია) ვიძახი რომ ჯობია ეტოო გავცვალოთ დროგბაში, იმიტომ რომ არის მართლა "დოინჯშემოყრილი Yლე" © zvintik

აი უნამუსო ვიყო თუ ჩემპიონთა ლიგის მოგების მერე თუ არ ვამბობდი და სულით და გულით მინდოდა ეგ გაცვლა მომხდარიყო, მაშინ თან დიდების ზენიტში იყო ეგ კვერცხი და აბრამოვიჩიც უპრობლემოდ წამოვოდოდა მაგაზე.
და სესკისთვის ადგილის გამოძებნა ნამდვილად არ იქნება პრობლემა ძირითადში. ხომ თამაშობენ ახლა დეკო და ინიესტა მონაცვლეობით ძირითადში? სესკი ორივეს ჯობია , ასე რომ..