mkvleli_rokeri1პირველი რა მინდა გკითხო ის არის, თუ რამდენი ხანია უყურებ ბარსელონას თამაშებს?
ჯერ მარტო სტატისტიკით ვიმსჯელოთ:
1. დეკუ თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციიდან მარჯვნივ აწეულ ნახევარმცველს. მისი შეტევითი ფუნქცია იყო და არის იდეაში ბოლო გამამწვავებელი პასის გაკეთება ან ცენტრალურ თავდამსხმელზე ან ფლანგის ვინგერზე. ხშირ შემთხვევაში ასევე თითონ იმყოფება დასარტყმელ პოზიციაზე ძალიან ხშირად. აგრეთვე მის შეტევითი ფუნქციებში შედის მოწინააღმდეგე გუნდის დაცვაში შეჭრა და კედლის ან რამე ეგეთის გათამაშების შედეგად ან ცენტრალურმა თავდამსხმელმა უნდა გაიყვანოს ერთი - ერთზე ან შეტევის მეორე ეშელონში "აცკოკზე" უნდა დაიწყოს მეორე ფაზა (ძირითადად შორეული დარტყმები).
2. ეხლა რაც შეეხება მის ძირითად დაცვით ფუნქციებს: დეკუ არის პირველი სერიოზული ზღუდე, როდესაც მოწინააღმდეგე იწყებს შეტევას ან კონტრშეტევას. გარდა ამისა უნდა დააზღვიოს როგორც ჩავი (თუ წინ არის წასული), ასევე ძამბროტა (თუ შეტევაშია).
ეხლა სტატისტიკური მონაცემები შევაფასოთ:
შეტევითი ოპერაციები
13 გოლი, 200 დარტყმა
საშუალოდ 0.11 გოლი, 1.80 დარტყმა, 0.19 პასი თამაშში.
ნახევარმცველი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს შეტევით ოპერაციებში, არის პირველი ფეხბურთელი მეორე ეშელონის შეტევის დროს, აკეთებს ბოლოს პასს, ამწვავებს თამაშს და ყველაზე მეტჯერ უნდა მიეცეს საშუალება კარში დარტყმის ცოტა სასაცილო სტატისტტიკა ხომ არ არის ხუთ თამაშში 1 საგოლე პასი, ხუთ თამაშში 9 დარტყმა და ათ თამაშში 1 გოლი????????? ამით იამაყო ცოტა არ მესმის. დეკუს პოზიცია შეგვიძლია შევადაროთ ფაბრეს პოზიციას და ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია (თუ მოვინდომებთ

)
კარგი, ეხლა გადავიდეთ შემდეგ კომპონენტებზე:
ბარათები 46 , თამაშში საშუალოდ 0.4 - ჯერ
დაკარგვა ბურთის 1 098, ანუ თამაშში 10-ჯერ
მასზე დაჯარიმდნენ 337 - ჯერ, ანუ თამაშში საშუალოდ 3 -ჯერ, საშუალოდ ხუთ თამაშში 2 ყვითელი ბარათი.
ამის მიზეზი უპირობოდ არის ის მომენტი, რომ დეკუ ძალიან ზანტია, არ შეუძლია არანაირად სწრაფი აზროვნება მოედანზე, ძალიან ბევრს ფიქრობს და იმდენად ტექნიკურიც არ არის, რომ უკიდურეს შემთხვევაში ერთი კაცი უპრობლემოდ მოატყუოს და სივრცე თითონ გაიჩინოს უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად ასეთ სიტუაციაში ან იძლევა არაზუსტ პასს, ან მასზე ჯარიმდებიან და უაზრო ჯარიმები მოედნის ცენტრში, მერე ყველაფერი თავიდან ......... საერთრო ჯამში ეს გუნდზე ცუდად მოქმედებს: ვერ ხდება შეტევის სწრაფი განვითარება, მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა ხშირად კონტრშეტევის გაკეთების საშუალება. ამ დროს დეკუ ძალიან ხშირად ჯარიმდება, კრეფს ყვითელ ბარათებს იმის გამო საერთოდ ვერ ასწრებს რეაგირებას.
შემდეგი კომპონენტები:
ართმევა 416 - თამაშში ანუ ოთხ თამაშში 15 - ჯერ. პირველი დაცვით ეშელონისთვის ცოტაააა. პლიუს ამას მის მიერ ჰგაკეთებული თამაშში 10 ჯარიმა დასტურია იმისა, რომ დეკუ იდეაში ერთ თამაშში 6-7 ჯერ მაინც უნდა ართმევდეს ბურთს მოწინააღმდეგეს
შენ გატყუებს ერთი ფაქტორი: დეკუ იბრძვის ეფექტიანად, მაგრამ არა ეფეტურად და მოდი ნუ დავიბრმავებთ ეხლა თვალებს

ეხლა გადავიდეთ ჩავიზე:
1. ჩავი სამი წელი თამაშობდა ხშირ შემთხვევაში საყრდენ ნახევარმცველად და ალაგ - ალაგ დეკუს ადგილზე. ჩავის შეტევითი მოვალეობა იყო უპირველეს ყოვლისა პირველი პასით (მოკლე, გრძელი) დაეწყო შეტევა ან ჩერეზ დეკუ, ან ჩერეზ ინიესტა (მოკლე პასები)... ჩერეზ მესი, ჩერეზ რონი (ძირითადად გრძელი პასებით) + ეტოო.... აგრეთვე დეკუზე გაცილებით იშვიათად ერთვებოდა შეტევებში. მეორე ეშელონით შეტევის დროს ასევე დეკუზე ნაკლებად იყო დასარტყმელ პოზიციაზე. მოედნის ცენტრიდანაც გარღვევაზე პორტუგალიელზე ნაკლებად ახდენდა ცენტრიდან შეჭრას. როდესაც გუნდი სწრაფად (აღარც მახსოვს) გადადიოდა კონტრშეტევაზე ჩავი გამჭოლი პასებით ან გრძელი პასით იწყებდა შეტევით ფაზას.
2. დაცვით ეშელონებში იყო ბოლო ნახევარმცველი, რომელიც აჩერებდა მოწინააღმდეგეს. კონტრშეტევების დროს აზღვევდა როგორც ფლანგებს, ასევე მიყვებოდა ზედმეტ კაცს თავის საჯარიმოში.
ეხლა გადავიდეთ სტატისტიკაზე:
12 გოლი, 146 დარტყმა, 13 საგოლე პასი
საშუალოდ თამაშში 0.1 გოლი, 1.22 დარტყმა და 0.11 საგოლე პასი
ეს განპირობებული არის იმით, რომ ჩავი თამაშობდა საყრდენ ნახევარმცველს, რომლის ძირითადი მოვალეობა არის შეტევის დაწყება (პირველი პასი) და ბურთის გაგორება. აგრეთვე ის ერთვება მეორე ფაზის შეტევაში შორეული დარტყმებით ან გამჭოლი პასებით. თუ დეკუ ან ინიესტა იჭრება წინ, ხშირად იკავებდა მათ პოზიციებს. მიუხედავად ჩავის ასეთი სათამაშო პოზიციისა, ძალიან ბევრ შეტევით კომპონენტში ბევრი არაფრით ჩამორჩება დეკუს. პორტუგალიელთან შედარებით აქვს მართლაც იდეალური პასი, აზროვნებს სწრაფად. აქვს ძალიან კარგი ტექნიკა. შეუძლია რამოდენიმე მოწინააღმდეგის მარტივად მოტყუება და თავისით შეიქმნას თავისუფალი სივრცე. ფიზიკური მონაცემებით მცირედით ჩამორჩება დეკუს, მაგრამ ამის კომპენსაციას ახდენს ტექნიკით.
დალშე:
ბარათები 10 , თამაშში საშუალოდ 0.01 - ჯერ
დაკარგვა ბურთის 677, ანუ თამაშში 5.5-ჯერ
მასზე დაჯარიმდნენ 150 - ჯერ, ანუ თამაშში საშუალოდ 1.61 -ჯერ
დაკარგვა ბურთის 677, საშუალოდ 4.3 - ჯერ
დაჯარიმდა 93 - ერთხელაც კი არ ჯარიმდება საშუალოდ თამაშში
ართმევა 520
დასკვნები აქედან: თამაშობს სუფთად ართმევაზე, აქვს გაცილებით მეტი ართმევა ვიდრე პორტუგალიელს. შედარებით ნაკლებად ათრევს ბურთს, რაც გამოიხატება იმაში რომ: აქვს დაბალი მაჩვენებელი ბურთის დაკარგვის, მასზე ჯარიმდებიან ნაკლებდა (ესეც იმის დასტურია, რომ სწრაფად აზროვნებს, პასს ნაკლებად აგვიანებს). ართმევაში ჯობია დეკუს როგორც რაოდენობით, ასევე სუფთად თამაშში. თუმცა ნაკლებად ეფექტიანია (არც მაინტერესებს)
შედარებისთვის: წელს ჩავი თამაშობს არა აპორნიზე, არამედ დეკუს ან ინიესტას ადგილას. შესაბამისად მარტო ჩემპიონატში გაიტანა იმის ნახევარი გოლების, რაც დეკუმ შეძლო ოთხი სეზონის განმავლობაში. მე მგონი ნიშანდობლივია. გარდა ამისა ისევ პირველ ხაზს დავუბრუნდები: რამდენი ხანია უყურებ ბარსელონას თამაშებს? ანუ თუ გახსოვს როგორ თამაშობდა ჩავი სანამ აპორნიზე დაარჭობდნენ?
პ.ს. მერე კიდევ გავაგრძელებ, თუმცა ესეც საკმარისია დასკვნების გასაკეთებლად