სანამ ფუტბოლი დაიწყებოდეს ორ პატარა "დინიზავრულ" მოგონებაზე გაგაცდენთ
1979 წლის სექტემბერი...
მე და მამაჩემი დაჯადოებულნი მივშტერებივართ რადიოს, საიდანაც არასასიამოვნო ამბები გვესმის. "ეფტონ პარკზე" ლივერპულში ბურთი მუდამ ჩვენ კართან ტრიალებს, მასპინძლები გვიტევენ.მაკდერმოტისა და ჯონსონის გატანილ ორ გოლზე შეჩერება არ სურთ.კოტე გვამშვიდებს... და ხდება სასწაული! ჩივაძეს გაყავს სანატრელი გოლი !
ვგორაობთ ხის სახლის იატაკზე სოფელში, ჩვენ ბედნიერებას საზღვარი არააქვს.
ოქტომბერი, წვიმა...
საპასუხო თამაში, მსაჯი ტეილორის სასტვენი აფიქსირებს 3-0!
სიხარულისგან გადარეული ხალხი.სტადიონიდან ფეხბურთელების გამოსასვლელთან რამოდენიმე ასეული ადამიანიდან შეიქმნა ცოცხალი დერეფანი.მილიცია უძლურია რამე წესრიგის დამყარებაში, თავად იკრიჭებიან სიხარულისგან ყველის ვაჭრებივით. აგერ თავდაღუნული ლივერპულელებიც გამორბიან მათი ავტობუსისკენ, როგორც იყვნენ მოდანზე გადაუცმელები. უცებ ვაკეთებ ორ ნაბიჯს - გამოუშურე ხელი დათო ყიპიანისგან გაწვალებულ კენი დალგლიშს(1978 ინგლისის საუკეთესო პეხბურთელს) - ცაცი ჩამომკრა!
მათი მენეჯერ ბობ პეისლი ხანდაზმულული კაცი წვიმისგან გაჯღენთილ საკლუბო კოსტუმში, უქოლგოთ, დიდი მოთმინებით, ხელისჩამორთმევით მოყვება "დერეფანს" და ქართულად ესალმება ხალხს - მომილოცავს-მომილოცავს-მომილოცავს.(ამას რა დამავიწყებს)
ყველა გულშემატკივარს თავისი გულშემატკივრობის ისტორია აქვს. რაღაცნაირად ისე მოხდა რომ იმ დინამოს შემდეგ გუნდი არ მყვარებია ისე საქმეს რომ ჭირდება.სხვათა შორის ეს დიდი უბედურებაა იმათთვის ვისაც ფეხბურთი უყვარს.გამოცდილია თავის ტყავზე რომ იტყვიან.
ასეა თუ ისე, როდესაც მესმის სიტყვა Liverpool ძალაუნებრივად ვბრუნდები წარსულში , ვიხსენებ იმ ლივერპულს, თუნდაც ცხადია დღეს გაცილებით სხვა ხარისხით და სხვა გარეგნულობით თამაშობს ეს გუნდი. მაგრამ მე ასე მგონია რომ, აი ის ძველი ინგლისური მაგნეტიკა მაინც აქვს მაგ გუნდს შემორჩენილი ყველაზე მეტად.
სიამოვნებით უბალელშიკებ დღეს მაგათ