#9426274 · 1 May 2008, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Ocelot @ 1 May 2008, 12:28 ) | | ბავარიას მიდარებ ნოტინგემს? |
ჩავერევი საუბარში და მე გეტყვი რომ არანაირად არ შეიძლება მაგ კლუბების შედარება.
| QUOTE | 65-დან 85-მდე 20 თასი დაიდოო ხოდა ნახე ერთი მანდ მაგ 20-დან მინიმუმ 10 რა გუნდი იქნება. და მერე ნახე დღეს სად არიან, რომელ დივიზიონებში თუ პრემიერ ლიგა იმითი გამოირჩეოდა რო უფრო მეტი სეზონის გუნდი იყო და მორბენალი ფეხბურთი მაშინ გადიოდა? |
ცხოვრებაა ეს ჩემო კარგო და რა გიკვირს?! გუნდები კი არა ისეთი იმპერიები დაიქცნენ და გაცარმტვერდნენ რომ ეს შენს მიერ მოყვანილი კითხვა არ არის მართებული თუნდაც შედარების თვალსაზრისით. დაიქცა რომის იმპერია, ბიზანტია, პრუსია და სხვა მრავალი მაგრამ მეტყვი შენ რომ მათ წარუშლელი კვალი არ დატოვეს ისტორიაში? ან იმას იტყვი რომ ახლა აშშ როგორც იმპერია(ასეთია ის მენტალურად) მეტია ვიდრე ის ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნები ღვაწლის თვალსაზრისით კაცობრიობის წინაშე?
| QUOTE | | ბავარია იმის გარდა კიდე რამოდენიმეჯერ იყო ფინალში და როგორც გუნდი ყოველთვის გრანდი იყო და არა 1-2 სეზონის. |
კი ბატონო ბავარია არის კლუბი რომელთაც ეპოქალური ხასიათი აქვთ ევროპაში და შესაბამისად ის განეკუთვნება გრანდ კლუბთა რიცხვს. და რა მერე?
| QUOTE | | ეხლა ვათვალიერებდი ვიკიპედიაზე |
და ამას რომ ბავარია გრანდი და ეს ფაქტია არ სჭირდება ვიკიპედიაში ქექვა.
| QUOTE | | ნახე ერთი რა გუნდები გადიოდნენ იმ წლებში. |
ჰოოო აქ ერთი ნიუანსი ან არ იცი ან არ გინდა რომ გაიხსენო. რა მაინდამაინც ფინალს აკვირდები ჯიგო. ე მაშინ იმ წლებში ევროტურნირებზე იყო თასის პრინციპი თან აბსოლუტური. 1-არ იყო განთესვა და ერთ რომელიმე მხარეს შესაძლებელი იყო მოხვედრილიყვნენ ესე ვთქვათ გრანდები და რომელიმე გრანდს პირველ ეტაპზევე დაეტოვებინა ტურნირი. ამით თუ ისარგებლებდა მეორე მხარეს მოხვედრილი რომელიმე კლუბი და თუნდაც ფინალს მიაღწევდა ამაში რას ხედავ საძრახისს? 2-სპორტს თან უნდა სდევდეს ფორტუნა? აი იმ პერიოდში სწორედ ფორტუნას წყალობაც იყო რომ რომელიმე კლუბი ეგრეთ წოდებული გრანდი გამოეთიშებოდა თავშივე თუნდაც ფინალის ტოლფასს თამაშში რომელიმე მეორე გრანდთან და ამით გზა ეხსნებოდა ფორყუნის ხარჯზე ეგრეთ წოდებულ პანათიანიკოსებს. 3-არც სტიაუა და არც ცრვენაზვეზდა არ იყვნენ თავისი შემადგენლობებით ყარტაყურტა კლუბები და მათ შემთხვევით არ მოუგიათ ჩემპიონთა თასი.
| QUOTE | | ბაზელი, რაღაც კვიპროსის გუნდი და კიდე ისეთები, სახელები რო არ გამიგია. მანდ რა არი გასაკვირი რო რომელიმე ინგლისურს მოეგო? |
ბაზელის რა გითხრა მაგრამ ბრუჟეს მოუგო კი ბატონო ლივერპულმა მაგრამ აქაც სავარაუდოდ ერთი დეტალი ან არ იცი ან ისევ და ისევ არ გინდა რომ გაიხსენო. იმ ბღუჟეს მწვრთნელი ჰყავდა ჩემო კარგო მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ალბათ ერთერთი ყველაზე დიდი გენიოსი მწვრთნელი რომელმაც შესძლო და ფეინოორდთან (პირველად ჰოლანდიურ ფეხბურთში. აიაქსი და სხვა ყველაფერი მერე იყო) ჰამბურგთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი ხოლო ეს ბღუჟი კი ფინალს მიათრია. თან თუ გაითვალისწინებს კაცი რომ მაგ პერიოდში ბოსმანის კანონი იდეაშიც კი არ იყო და ტრანსფერების რიცხვი შეზღუდული იყო ადვილი მისახვედია რომ ის კლუბები რომელთა სახელები დღეს არ გეპიტნავება შემადგენლობის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი დონის კლუბები იქნებოდნენ.
| QUOTE | | იასნია მაგათთან შედარებით უფრო კაი გუნდები ეყოლებოდათ. |
ტრანსფერებთან დაკავშირებით ამდენი საუბრის შემდეგ ნაღდად არ არის ესე ადვილად სათქმელი, სიტყვა "იასნია".
| QUOTE | | მარტო საკლუბოებით არ ისაზღვრება. სანაკრებო დონეზეც უნდა ეტყობოდეს ეგ. |
ჰოოო ეს მართლაც მტკივნეული თემაა თუმცა აქაც არის თავისი ნიუანსები რის გამოისობითაც ნაკრების გამოსვლები არადამაკმაყოფილებელია. ზოგიერთ ქვეყნებში სადაც საკლუბო ფეხბურთი მაღალ დონეზე დგას ხოლო ნაკრების გამოსვლა მეტწილად არადამაკმაყოფილებელია(ესპანეთი, ინგლისი ....) ამ ქვეყნების მოსახლეობის სპეციფიქის და მწვრთნელების არაჟანსაღი მიკერძოებულობის ბრალია მეტწილად. ესე რომ პრობლემები მართლაცაა თუმცა ბიჭი მაშინ ხარ თუ შეგწევს ძალა და უნარი მათ გაუმკლავდე. აი მათ მწვრთნელებს კი ეს მაინდამაინც წარმატებით ამ ნიუანსების გათვალისწინებით ჯერჯერობით არ გამოსდით.
This post has been edited by giasando on 1 May 2008, 15:32
--------------------
"ხალხი ბჭობდა, ის კი იღიმებაო"
|