ცოტა წარმოდგენა რო გვქონდეს გუნდზე

1-2 რამეს დავწერ
სახელწოდება: Getafe Club De Futbol
დაარსდა: 1946 (როგორც Club Getafe Deportivo)
მეტსახელი: Azulones (მაისურის ფერებიდან გამომდინარე)
თამაშობს: Coliseum Alfonso Peres-ზე ( ტევადობა 16 300)
დაახლოებით 20 წლიანი ხეტიალის შემდეგ ესპანეთის მესამე დივიზონში, 1976 წელს პირველყოფილი ხეტაფე სეგუნდა დივიოზიონში აღზევდა. 6 სეზონის განმავლობაში, 1976-82 წლებში მათ არ დაუკავებიათ მეათე ადგილზე მაღალი პოზიცია სეგუნდა დივიოზიონის ცხრილში. 1981-82 სეზონის ბოლოს კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბი ჩემპიონატიდან მოხსნა ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადაუხდელობის გამო.
1976 წელს ხეტაფეში შეიქმნა მეორე საფეხბურთო კლუბი, Peña Madridista Getafe (მადრიდის რეალის მხარდამჭერთა გუნდი), რომელმაც 4 სეზონი ითამაშა ესპანეთის სხვადასხვა დივიოზიონებში და ბოლოს 1982 წლის 10 ივლისს შეუერთდა სეგუნდა დივიოზიონიდან მოხსნილ პირველყოფილ ხეტაფეს, ახალი საფეხბურთოს კლუბის დაარსების ოფიციალური თარიღი კი არის 1983 წლის 8 ივლისი.
1983-84 Getafe Club de Fútbol-მა დაიწყო რა თამაში რეგიონალლიგაში, სეგუნდა დივიზონ ბ-ს მიაღწია მხოლოდ 4 სეზონის შემდეგ., საიდანაც უკვე 1995-95 სეზონში სეგუნდაშიც გადავიდა და იქ 2 სეზონის თამაშის შემდეგ კვლავ სეგუნდა ბეში გავარდა. საბოლოოდ კი მეორე დივიზიონს 2 წლის შემდეგ დაუბრუნდა და 2003-04 სეზონში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ სეგუნდაში პრიმერა დივიზნიონშიც შეაბიჯა.
2005-06 სეზონი, პირველი წელი ლა ლიგაში მადრიდის რეალის დამარცხებით და მეცამეტე ადგილით აღინიშნა. განსხვავებით ლევანსტესგან და ნუმანსიასგან, რომლებიც მასთან ერთად გადმოვიდნენ პრიმერაში, ხეტაფემ ლა ლაგაში ადგილი შეინარჩუნა. 2005-06 სეზონში კლუბმა წინა წლის მირწევა გააუმჯობესა, გავიდა რა მეცხრე ადგილზე პრიმერაში, ხოლო გუნდის მარცხენა მცველი მარიანო პერნია გახდა პირველი ხეტაფელი ისტორიაში რომელიც ესპანეთის ნაკრებში მიიწვიეს, წაიყვანა რა ლუის არაგონესმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
2006-07 სეზონი დიდი წარმატებებით აღინიშნა გუნდისთვის, კვლავ დამარცხებული მადრიდის რეალი და კოპა დელ რეიზე გაცამტვერებული ბარსელონა. სწორედ ესპანეთის თასის ფინალში გასვლის შემდეგ მოიპოვა გუნდმა მისთვის სანუკვარი უეფას საგზური, მიუხედავად იმისა რო ლა ლიგაში მეცხრე ადგილზე გავიდა და ორი პოზიციით ჩამორჩა უეფას ზონას.
კლუბმა წააგო თასის ფინალი სევილიასთან სანტიაგო ბერნაბეუზე 0-1 თუმცა სეზონი მაინც წარმატებულად ჩაითვალა. ამ წარმატების მტავარი შემოქმედი იყო გერმანელი სპეციალისტი ბერნდ შუსტერი, რომელმაც მოკლე დროში სწრაფი და ბრძოლიოსუნარი გუნდი ჩამოაყალიბა ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვით. შუსტერის ხეტაფეს საკუთარი ხელწერა გამოარჩევდა, ტამაშობდა რა მოკლე პასებით, სწრაფად და მეტოქეს მთელ მოედანზე პრესინგს უპირისპირებდა. სეზონის ბოლოს მადრიდის რეალში წასული შუსტერი დანიელმა მიქაელ ლაუდრუპმა შეცვალა, კლუბმა დაიმატა რუბენ დელარედი და ესტებან გრანერო მადრიდის რეალიდან.
2007-08 ხეტაფე კვლავ თასის ფინალშია (სადაც ვალენსია ელოდება), კვლავ უგებს რეალს ბერნაბეუზე და კვლავ უგებს ბარსელონას ალფონსო პერესზე. ხოლო ლა ლიგაში ამ დროისთვის 12 პოზიციას იკავებს.
მერე დავწერ ხეტაფეს ინჩასებზე და მადრიდის რეალთან ძმობაზე
This post has been edited by Against Me on 11 Apr 2008, 12:34
მიმაგრებული სურათი