მოკლედ ამ კაცის პოსტების ფანი ვარ რა.
ეხლა საქმე.
იტოგში ჯოვინკო ვნახე, მაგრად დამევასა, ეგეთი სისწრაფე კაი ხანია იტალიელზე არ მინახია, ხომ არ გამოყლევდნენ, მაგის გაშვება იქნება, კამორანეზი მაგაზე მეტს კი არაფერს აკეთებდა 2002ში ვერონაში, მოიყვანა ლიპიმ მისცა ფლანგი და ძაან მაგრადაც ასრულებდა. იტოგში ჯოვინკო გაისად ძირითადში, არ დავინახო ის მიკოლი მარესკების პონტში სათადარიგოზე გახმობები და ა.შ.
პროსტო მარცხნივ თამშობდა, როცა მგონია რომ ჯერ მარჯვნივ უნდა აცადონ და მერე გაწი გამოწიონ აქეთ იქით.
ამაური გაზრდილა, კიევოში მახსოვს, დიდი ვერაფერი იყო. ეხლა კარგად რომ დავაკვირდი, სერიოზული მოთამაშეა, იბრას ტიპისაა, და რაც არ უდნდა ვაგინოთ და მინუსები ვუწეროთ (არადა ბევრი აქვს) ზლატანმა სერიოზულად გააძლიერა თავდასხმა, იგივე ეფექტს ველი მე ამაურისგან. მიტუმეტეს დიდ ტანხასაც არ ითხოვს პალერმო, 7-8მლნ. არაფერია.
ნედვედის დარჩენა ერთი წლით სერიოზული ნიუზია, მაგ კაცს ჯერ კიდევ იმდენი შეუძლია რომ ფულიც რომ მისცე იუვეს შეიძლება ხეირიანი შემცვლელი ფიზიკურად ვერ უპოვნოს.
ძამბროტა ბარემ არაა დასაბრუნებელი მარა, დღეს იუვეს დაცვაში ისეთი კატასტროფა აქვს რომ ყველა პირადი ხასიათის საკითხი გვერდზე უნდ აგადაიდოს, გუნდის ინტერესების სასიკეთოდ.
ბარსადან წელს მაგარი გადინებები იქნება, ჩემი რჩევა იუვეს დაყლევებულ ხელმძძღვანელობას, აბიდალი გადმოიყვანონ, უსერიოზულესი იგროკია, არაფერი პრობლემა არ ექნება, მეორე ტიურამი იქნება. იჩალიჩონ მაგ ტრანსფერზე.
მაგრად მევასება კიელინი, ვაფასენ მაგ ტიპს, ეგ კაცი ცენტრში უნდა დატოვოს რანიერიმ, ერთი წესიერი მეწყვილე უყიდონ, მარჯვნივ ძამბროტა, მარცხნივ აბიდალი სერიოზული სახეს იღებს უკვე დაცვა.
აქ მანსინიზე წერთ ხოლმე, არაა ცუდი ვარიანტი, +ფართო დიაპაზონი აქვს, კაპელო მახსოვს დაცვაშიც აყენებდა ხოლმე. ოღონდ იაკინტა დატოვონ, სერიოზული კადრია, მომწონს მაგის პარამეტრები და სტილი.
ნახევარდაცვის ცენტრში ხელის შევლებაა საჭირო, დამიჯერეთ რომ სერიოზულ საქმეზე როცა გადახვალთ სისოკოს ნაირი ხალხი არ გამოგადგებათ, არც ხაბი ალონსოს ლივერპულისთვის მოშორებაა საუკეთესო ვერსია, კაი იქნებოდა დიეგო დაგეთრიათ მარა მაგ კაცზე ზაფხულში იმხელა რიგი დადგება ოპოზიციის აქცია გეგონება.
კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ჩელსის თემაში დავწერე და უფრო ვრცლადაც.
უეფას კოეფიციენტებით იუვე 23ა, ანუ სადღაც მე3 კალათაშია განთესვის დროს. და შეიძლება ძალიან საზიზღარ ჯგუფში მოხვდეს. რისკი დიდია. მარა მეტი გზა არაა, გუნდი უნდა გაზლიერდეს ამ ზაფხულს.
მოკლედ ბევრი არ დამეთანხმება რა სასტავსაც მე დავაყენებ მარა მე მაინც დავწერ ჩემებურ ვერსიას. ზაფხულში თანდათან დავხვეწავ ახალი სახეების გამოჩენის მიხედვით.
----------------------------------------ამაური----------------------------------------
---------------------------------------ჯოვინკო---------------------------------------
ნედვედი-----------------------------------------------------კამორანეზი(მანსინი)
------------------სისოკო(ძანეტი)---------(ვინმე ახალი, კარგი პასით)----------
აბიდალი------------------------------------------------------------------ძამბროტა
----------------------კიელინი-------(ვინმე მოძებნონ, 186-90სმ, სწრაფი)------
----------------------------------------ბუფონი----------------------------------------
იცით ალბათ ჩემი პოზიცია დელპიეროსა და ტრეზეგეს მიმართ, მე დავწერე დამრტყმელი, ასნავნოი სასტავი, ისე კი დელპიერო ტრეზეს ტანდემი თუ გამოვა არაფერი პრობლემა არ იქნება, ან კაპელოს პონტში ამაური-ტრეზე, ან იაკინტა ამაურიც ძალიან კარგი წყვილია ქაღალდზე.
ეს უდელპიერო და უტრეზეგეო სასტავი იმიტომ დავწერე რომ მინდა იუვემ ახალი ცხოვრება დაიწყოს და ახალი სისხლი ჩაისხას, ნუ ეს ჩემი აზრია, არავის წყენა არ მინდოდა, ვიცი თუ რამდენი ფანი ყავს ალექსას, ყველას შემოგევლეთ.
აბა ჰე ტქვენ იცით, შემოგივლით ხოლმე, მეზობლად ვარ რა!ოღონდ "იმ თემას" არ შევეხოთ ჩემი თხოვნა იქნება.
ხო კიდევ სულ დამავიწყდა, მთავარი, 2004შიც ბაზრობდნენ მარა მაშინ კაპელო მოვიდა....პრანდელი, ეს კაცი იმსახურებს გრანდის გაწვრთნას, ვფიქრობ გაცილებით ძლიერი გუნდი ეყოლება პირველივე წელს ვიდრე ამ იდიოტ რანიერის ოდესმე. იქნებ ეგ მოეყვანა იუვეს, ჰა!