გილოცავთ ალეს ბომბარდირობას,ძაააალიან მაგარია! Fორცა ალექს!

მოკლედ, მეგობრებო შევაფასოთ გასული სეზონი, რომლითაც პირადად მე კმაყოფილი დავრჩი და უნდა ვაღიარო, რომ ამას არ ველოდი რა შედეგებსაც მივაღწიეთ. ახლა რანიერიზე ზოგადად რა აზრის ვარ და ჩვენს პერსპექტივებზე მის ხელში, ეს სხვა თემაა.
წაგება N1შინ უდინეზესთან 0:1
ეს იყო ალბათ რთადერთი მატჩი, რომელშიც წაგება ,,მისაღები'' გახლდათ. ტოტო დი ნატალემ მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვიტანა,იამდეც გვქონდა მომენტები,მერეც,მაგრამ ვერ გავიტანეთ,ერტი-ორი ეპიზოდი უდინელებმაც შექმნეს.
წაგება N2სტუმრად ნაპოლისთან 1:3
გეხსომებათ, დელ პიეროს გოლით ვიგებდით ჯოჯოხეთურ ,,სტადიო სან პაოლოზე~. გარგანომ მალევე გაგვითანაბრა და მერე იყო ის ცნობილი ორი პენალტი,რომელთაგან არცერთი არ გახლდათ დასანიშნი.
წაგება N3სტუმრად რეჯინასთან 1:2
ესეც სკანდალურად ცნობილი მატჩის, ოთხი პენალტი არ დაგვინიშნეს, აქედან სამი უუეჭველესი. მესამე დამატებულ წუთზე კი აქეთ ჩვენს კარში დადეს ძალიან საკამათო პენალტი და ამორუზომ გაგვიტანა.
წაგება N4სტუმრად პალერმოსთან 2:3
შინ ფიორენტინასთან 2:3
ეს იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი, კინაღამ დაგვერხა,მაგრამს აბედნიეროდ გონს მოსვლა უცებვე შეძლეს ბიჭებმა. ესეც აბსურდული მარცხი იყო,ფლორენციულ თამაშში ბოლოს გაგვიტანაბრა ფიორემ. ტურინში კი სულაც მოგვიგო. დაცვამ ,,იყოჩაღა" თორემ წასაგები არაფერი გვჭირდა. 93-ეზე გაგვიტანა ოსვალდომ.
სხვათა შორის, ფიორენტინა ერთადერთია იმ დიდი გუნდებიდან(ნუ უდინეზეც შეგვიძლია მივამატოთ),ვინც მოგვიგო მიმდინარე სერია ა-ში.მილანს,ინტერს,რომას... არ მოვაგებინეთ,ყველასთან 4 ქულა ავიღეთ.
წაგება N5მორიგი და ბოლო უაზრო მარცხი. ტაიმი წავაგეთ 0:2,მაგრამ მეორე ნახერვარში ბრწყინვალედ ავტამაშდით,რასაც ყველა პალერმოს ფებურთელი და მწვრთელიც კი აღნიშნავდა.ერთი ოთხი გოლი უნდა გაგვეტანა,მაგრამ მხოლოდ ორი გავიტანეთ. 89-ეზე კი აეთ გავუშვით სულელური ბურთი.
წაგებაN6სტუმრად სიენასთან 0:1
სეზონის ალბათ ყველაზე ცუდი თამაში და ცუდი მარცხი. დებიუტშივე გავუშვით და წესიერი შეტევაც ვერ გავაკეთეტ. თუმც ააქ მეორე მომენტიცაა,ბომბარდირობის ამბავში იყო ეს მატჩი მნიშვნელოვანი ტორემ ისე არაფერს გვიცვლიდა.
სერია ა-ში ვერ მოვუგეთ მხოლოდ ფიორენტინას(1:1,2:3), კატანიას(1:1,1:1) და სამპდორიას(0:0,3:3)რამდენიმე გოლი გავიტანეთ ბოლო წუთებზე,მაგრამ ბევრად მეტი და უაზრო გავუშვით.
მივიღეთ რა... ექვსი მარციხდან მხოლოდ 1(უდინეზესთან) იყო ასე ვთქვათ ,,ნორმალური''

სიენასთანაც დამსახურებულად წავაგეთ,მაგრამ მაქ მოტივაცია მინიმალური იყო. დანარჩენები წასაგები არცერთი არ იყო. დავიჩაგრეთ და თან 4-დან სამ შემთხვევაში 89-ე წუთზე და უფრო გვიან გავუშვით გოლები.
მგონი მშვენიერი შედეგია

ჩვენს მდგომარეობაში
ფრედ 12-ჯერ ვითამაშეთ უმეტესობა მოსაგები გვქონდა. ერთი-ორი შეიძლებოდა აქეთ წაგვეგო,მაგრამ ვინმე გვაჯდაო ვერ ვიტყვით.ალბათ მხოლოდ ინტერი პირველ მატჩში,გავუძლეით მაშინ.
20 მატჩი მოვიგეთ,თითქმის ყველა აბსოლუტურად დამსახურებულად.
ჩვენი თავდასხმის წყვილი გამოდგა საუკეთესო სერია ა-ში. ბომბარდირობაზე თავადაც კარგად მოგეხსენებათ ვითარება

გავიტანეთ 72 გოლი,რომასთან ერთად 1-2 ვართ ამ მხრივ.გავუშვით 37,ბევრია,მაგრამ ამ მხრივაც სამეულში ვართ, იმავე რომასთან ერთად 2-3.
იტალიის თასიცოპაზე ნორმალურად გამოვედით,გავედით მეოთხედფინალამდე,სადაც ინტერთან დავმარცხდით 2:2,2:3
თავიდანვე ეტყობოდა, რომ უპერსპექტივო პონტი იყო ფაქტობრივად და ალბათ ჯობდა სულ არ დაგვეხარჯა იქით ენერგია. კაი იქნებოდა ინტერი არ გადაგვყროდა იმ სტადიაზე.
კლაუდიო რანიერიპირველ რიგში დადებითი უნდა ვთქვათ, ქება ეკუთვნის ამ კაცს, იმისთვის რაც გააკეთა. მშვენიერი ფეხბურთი ათამაშა გუნდს,სეზონი სტაბილურად ჩაატარა და ვიტყოდი ნავარაუდევზე ბევრად უკეთეს შედეგს მიაღწია.
ხშირად ჭკვიანური ტაქტიკური გადაწყობით და გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა.
თუმცა უცნაური და საკმათო გადაწყვეტილებაც არაერთხელ მიუღია.
მე პირადად ჩემ აზრზე ვრჩები, რომ ამ კაცის ხელში დიდი მომავალი არ გვაქვს,პირველ რიგში ევროპაზე. თუმცა მას არც შრომას ვუკარგავ და არაფერს.ზოგადადაც მომწონს. იმედია ვცდებიო და წარმატებებს მივაღწევთ,მის ხელშიც და ცხადია,მერეც.
მეკარეჯიჯი ჯიჯია,რ აუნდა ვილაპარაკოთ ბევრი. ცხადია მისი საუკეთესო სეზონი არ არის,მცველებიც ვერ უბამენ მხარს და ტრავმამაც შეაწუხა,მაგრამ ნორმალურად ჩაატარა ჩემპიონატი. იმედია ევრო 2008-სთვსი ფორმაში იქნება.
დაცვაუდავოდ გუნდის ყველაზე სუსტი რგოლი. ანდრადე მყისვე დაიმტვრა. კრიშიტო სულელურ შეცდომებს უშვებდა და კაი ქნეს რომ გაანათხოვრეს. გრიგერა დიდი ვერაფერი,ისევე როგორც მოლინარო და სტენდარდო. სალიჰამიჯიჩი ნორმაა ოღონდ დაცვაში ნაკლებად

წინ უფრო გვადგება და ბრაცოს მთლიანობაში დიდი პლუსი უნდა დავუწეროთ. მოგვიხდა ძველ გვარდიაზე გადართვა,ორი საშისი პიროვნება _ ძებინა და ლეგროტალიე ავათამაშეთ ისევ. ერთი-ორი თავისებური გააკეთეს,მაგრამ ასე თუ ისე მაინც ნორმალურად უნდა შეფასდნენ,განსაკუთრებით ლეგრო.
ნუ ბირინდელი ბებერი იყო და... მადლობა ალესანდროს ყველაფრისთვის და წარმატებები.
საუკეთესო და ყველაზე ნორმალური კი ჯორჯო ცხადია,თავისი ჟილკით,წინაც კარგი თამაშით და ყველაფრით,მადლობა კიელინის.
ნახევარდაცვაასე თუ ისე, რაღაც ნორმალური შეკოწიწდა ამ რგოლში. ნუ ნედვედი ნედვედია,თუნდაც დაბერებული და კაია რომ დარჩა. მასზე ბევრს ნუვილაპარაკებთ. კრისტიანო ძანეტიმ მართლაც სასიამოვნოდ გამაკვირვა და ალბათ ბევრი თქვენგანიც.გამოტოვებულ პერიოდს თუ არ ჩავთვლით,სტაბილურად და ნორმალურად ითამაშა,თავისი საგოლე პასებით.თუმცა ბევრად უკეთესი ვინმე გვჭირდება თუ რამე სერიოზულს ვგეგმავთ

ნოჩერინომ ჩინებულად დაიწყო,მაგრამ საგრძნობლად უკლო სამწუხაროდ. მარკიონი ვერ გავმოივყენეთ სათანადოდ და ალბათ გავუშვებთ. ტიაგუ კატასტროფაა,ბოლო დროს კიდე წვალობდა რაღაცას. სისოკო ნელნელა ჩაჯდა გუნდში,რაც ძალიან მახარებს,მომო ძალიან საჭირო კაცია,მაგრამ უხეშობას უნდა უკლოს. და მაურო ცხადია, რაც ითამაშა მასტერკლასი იყო,ვის მოსწონს,ვის არა,ფაქტია კამორანეზი უმაღლესი დონისაა.
თავდასხმამიუხედავად ტრეზეგეს ბევრი გოლისა,მას სეზონი ჩაუვარდა.თუმცა ისიც მრავლისმეტყველია,რომ ,,ჩავარდნილ სეზონში'' კაცმა 20 გოლი შეაგდო. გახსოვთ ალბათ რა მაგრა დაიწყო და მერე როგორ დაიკარგა. იმედია,ასე აღარ დაიკარგება მომავალ სეზონში.მაინც პლუსი მას და მადლობა. ნუ ალექსაზ ლაპარაკი ზედმეტია,დიადია დელ პიერო,მაგარი კაპიტანი და სიმბოლო გვყავს,მის წასვლაზე არც მინდა ფიქრი. არ მინდა ვინმემ გარჯა დაუკარგოს იაკვინტას, ტრავმებმა შეუშალეს ხელი,მაგრამა რ დაგვავიწყდეს მისი არაერთი მნშივნელოვანი გოლი.მშრომელი,საჭირო ფეხბურთელია,თან ასეთი იუვესთვის,თან ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც. ნაკლები პრეტენზიები უნდა გვქონდეს პალადინოსთანაც,როცა ათამაშებდნენ ცდილობდა და ნახევარმცველად დაგომასაც ყაბულდებოდა.
სეზონის საუკეთესო მოთამაშევფიქრობ არ შემდავება არავინ - ალესანდრო დელ პიერო. ,,პინტურიკიო" ბრწყინვალე იყო. თავიდან სტაბილურად არ დაუწყია,ზოგჯერ სკამზეც იჯდა,მცირე ტრავმაც ჰქონდა,მაგრამ საოცარ ფორმაში შევიდა და კი ვხედავთ სადამდ ემივიდა.ალე სრულიად დამსახურებულად გახდა ბომბარდირი და ამასთან,თავისი ადამიანობა არ დაუკარგავს. ბოლო ტურში ტრეზეგეს დაუთმო პირველი პენალტი,თავისი მოპოვებული,არადა შეეძლო 22 გოლიც გაეტანა და პუირადი რეკორდი გაეუმჯობესებინა,მოკლედ მართლაც ,,ალექს დიდია",ასე ტყუილად არ ეძახიან
ტრანსფერებიგრანდიოზული ტრანსფერი არ ყოფილა,მაგრამ ყველაზე წარმატებულად,იაკვინტას,სისოკოს და ბრაცოს მივიჩნევ. გრიგერა ჩავარდა, პრინციპში ანდრადეც,რო დაბრუნდება რატომღაც არა მგონია სერია ა-ში კარგად ითამაშოს მაგან. მოლინარომ და სტენდარტომაც ვერ გაამართლეს.ნუ ტიაგუ ყოველმხრივ ყველაზე ცუდი ტრანსფერი გამოდგა.
მელბერგის მოსვლა კარგია,მაგრამ ეგ არ კმარა.სულ მინიმუმ ერთი უმაღლესი დონის მცველი გვჭირდება და ვიტყოდი,ორიც.მაგრად არის გასაძლიერებელიდაცვა.
ნუ თითო კაცი ამინც ნახევარდაცვაში და თავდასხმაშიც გვჭირდება. ფორვარდად ალბათ ამაური გვეყოლება და ჯერჯერობით გვეყოფა. აი,ნახევარმცველად თუ კარგს იყიდიან ვინმეს,ვან დერ ვაარტის სტილში,მაგას რა აჯობებს,მაგრამ უფროსობის ამბავი ვიცით.
ეს განათხოხოვრებული ფეხბუღთელების გარეშე ვამბბო,თორემ სებასტიან ჯოვინკო თუ დავიბრუნეთ და ავათამაშეთ,ძალიან მაგარი იქნება.დროებიტ გაჩვებულებიდან ყელაზე თვალსაჩინონი ჯოვიკოს მერე მერკიზიო და დე ჩელიე არიან.მოკლედ მათი დიდი იმედი მაქვს
ხელმძღვანელობაარ გვყავს ისეთი,როგორიც უნდა იყოს. დიდად დაინტერესებულნი არ ჩანან ფეხბურთით.
უშუალოდ პოსტებს თუ მივდგებით, ყველაზე მეტად ბლანი არ მომწონს. კობოლი ჯილისა და სეკოს არა უშავთ,მაგრამ ჯერ სუსტად გამოიყურებიან პრინციპში. ელკანს თუ გადავწვდებით დიდ სიმპათიებს ფეხბურთის ამბავში არც ის იწვევს ჯერჯერობით.
მთლიანობაში დადებითად ვაფასებ სეზონს და კმაყოფილი ვარ. იმედ ვიტოვებ, რომ ლიგის საკვალიფიკაციოში,მაინცდამაინც ვიღაც ძლიერი არ შეგვხვდება, მაგალითად ბარსელონა,ლივერპული...

ჩვეულებრივი გუნდი უნდა შეგვხვდეს, რომ ჯგუფურში უეჭველი შევიდეთ,ეს გარკვეულ თანხასაც მოგვიტანს და ანარჩენი მერე გამოჩნდება
მიმაგრებული სურათი
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani