ტოტი და ტადეი თამაშისთვის მზად არიანიტალიური “რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ და ნახევარმცველმა როდრიგო ტადეიმ ტრავმები მოიშუშეს.
როგორც Channel4-ი იტყობინება, ორივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სავარაუდოდ, “პალერმოსთან” სერია ა-ს მეორე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.
რომაელები “პალერმოსთან” მატჩს 13 სექტემბერს, სტუმრად გამართავენ.
http://msofsport.com/more.aspx?id=11971 * * *
პანუჩი “რომასთან” ახალ კონტრაქტზე ფიქრობს იტალიის სერია A-ში მოასპარეზე “რომას” მცველს, 35 წლის კრისტიან პანუჩის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
ამის შესახებ იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყება.
“კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ შევხვედრივართ, ამდენად, ახალი კონტრაქტის მხრივ არანაირი სიახლე არ არსებობს. ისე კი, პანუჩის “რომაში” ყველაფერი აკმაყოფილებს და ძალიან სურს, “ჯალოროსისთან” უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულება რომ გააფორმოს”, - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ოსკარ დამიანიმ.
აღსანიშნავია, რომ პანუჩისა და კლუბს შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2009 წელს ეწურება.
35 წლის მცველი რომაულ კლუბში 2001 წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ჩატარებულ 207 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. პანუჩი იტალიის ეროვნულ გუნდში 1994-2008 წლებში ასპარეზობდა (ვფიქრობთ, ლიპი მას ნაკრებში აღარ გამოიძახებს) და 57 მატჩში მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო.
http://msofsport.com/more.aspx?id=11960 რომას ყოფილი ფეხბურთელი დამიანო ტომაზი კიდევ "ქუინზ პარკ რეინჯერსში " გადასულა
მიმაგრებული სურათი
Total Cumulative Posts 11111 . Posts per day 11.1
You registered on 27 Mar 2007, 20:22
Last Post: 27 Mar 2010, 20:22