იტალიურმა Il Messagero-მ გამოაქვეყნა რომას არადამაჯერებელი თამაშის 10 მიზეზი. როგორც ამ სტატიიდან ჩანს, ჟურნალისტები გუნდის პრობლემებს ტოტის არყოფნით და ტაქტიკის არაეფექტურობით ხსნიან.
1 ფეხბურთელები ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს მოედანზე, რის გამოც გუნდის თამაში ზედმეტად ქაოტურია.
2 რომას ტაქტიკური სქემა ამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოედანზე ფრანჩესკო ტოტია, რომელიც გუნდს ძალიან აკლია.
3 სამი წელი ერთობლივი მუშაობის შემდეგ კოლეკტივი დაშლის პირასაა, ფეხბურთელებს და მწვრთნელს უჭირთ ახალი სტიმულების გამონახვა.
4 ციკლის დასასრული - ჩვეულებრივი მოვლენაა (ამ შემთხვევაში იგულისხმება ლუჩანო სპალეტის ციკლი რომაში).
5 გუნდის ლაზარეთი მუდამ გადავსებულია.
6 სპალეტი ენდობა ახალშეძენილ ფეხბურთელებს, მაშინ როდესაც მათ ჯერ არ გაუვლიათ ადაპტაცია.
7 კრიზისის მიზეზი არ არის სატრანსფერო პოლიტიკა - რომას ძველი მოთამაშეები ვერ ახაერხებენ მაღალ დონეზე თამაშს.
8 გუნდის ნერვიულობა (თუნდაც მექსეს მაგალითი ბოლო მატჩში)
9 ტოტის დაბრუნების შემდეგ, გუნდი ჩვეულ თამაშს დაუბრუნდება, თუნცა უკვე ძალიან გვიანი იქნება.
10 ბაპტისტა არ არის ნომინალური ცენტრფორვარდი, იგი მიჩვეულია უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშს.
ვითომ?