მე მაპატიეთ, ისე მიჭედავს ინტერნეტი ვიდეოებს ვერ ვტვირთავ.
ამჯერად ერთ სურათს დაგიგებთ, იმედია ამას მაინც მოახერხებს.

ე.ი რა მოგიყვეთ ამ დიდი დღის შესახებ.....
ჯერ ხომ იასნია ადრე მივედი შეხვედრის ადგილზე და დანარჩენებს 20 წუთი ველოდე, ასე მეგონა 20 საათი გავიდა. პირველად ვნახე ლაციალები ქალაქში. იყვნენ რამოდენიმე... სხვათაშორის ჩვენს ტრიბუნაზეც იჯდნენ!!! ავღშოფოთდი

მაგრამ ორ რომანიტასთან ერთად იყვნენ, ეტყობა მეგობრობენ და მაგ პონტში
დე როსის მაიკაც გავჩითე, შარფიც გადავიკიდე, ფოტოაპარატიც მოვიმარჯვე და სრულ მზადყოფნაში ვიყავი. სამწუხაროდ ჰიმნი ვერ გადავიღე, ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვერ დავაჭირე ეტყობა კარგად ღილაკს, მთელი ჰიმნის განმავლობაში მეგონა ვიღებდი, ნორმალურად შარფიც ვერ დავიჭირე მაგის გამო და ბოლოს გამოსართავად რომ დავაჭირე მაშინ დავიწყე თურმე ჩაწერა, სახლში აღმოვაჩინე უაზრო ვიდეო (ანუ კალთაში როგორ მედო აპარატი ის გადავიღე)
ნუ ფეხბურთელების გამოსვლა იასნია მაგარი იყო, ჯერ ლაციოს მეკარე გამოვიდა მარტო... უფ რაც მაგას მოხვდა! საწყალი მარტო იყო, დანარჩენები ერთად მაინც გამოვიდნენ. რომანისტების გამოსვლით რასაკვირველია დავტკბი, ორივე გუნდის გამოსვლა ჩავწერე ასე რომ ნახავთ (ეს სავარჯიშოდ გამოსვლაზე ვსაუბრობ ახლა) თუმცა ამ ვიდეოებში ისე კარგად არ ისმის ხმა

რომას სასტავების გამოცხადებაც გადაგიღეთ, თუმცა ჩემი ჯგუფელის აპარატში რომ ვნახე მგონი უკეთესა აქვს გადაღებული და თუ გავჩითე იმასაც აგიტვირთავთ. კიდევ რამოდენიმე სათამაშო მომენტი მაქვს გადაღებული, სულ იმედი მქონდა რომ გოლს დავიჭერდი. ერთხელ ლამის დავიჭIრე. რეალური გოლი კი ლამის გავმაზე

მეორე ტაიმშI ქვემოთ ჩავედით, ვიფიქრეთ რომ დავდგებით ფეხზ ეროგორც ჩვეულებრივ ვაკეთებდით რომ კაი სურათები და ვიდეოები გადავიღთ. შენც არ მომიკვდე, არაფერი ჩანდა, იმდენი ხალხი იდგა. სანამ ჩვენს ადგილებზე ვბრუნდებოდით სულ იმას ვფიქრობდი ოღონდ ახლა არ გაიტანონ! კიდევ კაი მოვასწარი და გოლის გატანის მომენტი მაინც ვნახე, თორემ გავჭედავდი. მთლიანი შეტევა ვერ ვნახე

აღნიშნვის მომენტიც გადავიღე. თამაში რომ მორჩა კიდევ ერთი სიმღერა აქვთ რომ იგებენ მაშინ უშვებენ grazia roma. ეგეც გადავიღე რამდენზეც მეყო ადგილი ასე რომ ხვალ ნაღდად აგიტვირთავთ და განახებთ.
ჰო ძაან ნუ განსჯით ჩემ ოპერატორულ ნიჭს. თან დავხტოდი, თან ვყვიროდი, თან ზოგჯერ იმასაც არ ვუყურებდი რას ვიღებდი

უი რა კურიოზი მომივიდა!!! თან კამერამაც დააფიქსირა, შეიძლება ისე ვერ გაგეგონათ, მაგრამ ეხლა დააკვირდით. გოლი რომ გავიდა, ისეთი გაგიჟებული ვიყავი, დავფრინავდი, თან არც ვიცოდი ვინ გაიტანა. ჰოდა აცხადებენ გოლის ავტორს, გამოაცხადა დიქტორმა: ჟულიო..... და მეც ავდექი და ვიყვირე: სეზარ!

რა ვქნა ვერ შევეჩვიე ჯერ ამ ბაპტისტას, ახლა ჟულიოზე პირველი ასოციაცია სეზარი მაქვს. თან მივხვდი რომ რაღაც ნიტო ვთქვი, მეორე გამოცხადებაზე უკვე გამახსენდა. ასე რომ პირელად სეზარს ვყვირი, მეორედ ბაპტისტას

ჰო ერთი რამ უნდა ავღნიშნო კიდევ, რაზეც ძალიან დამწყდა გული, ლაციოს კურვაზე უფრო მეტი ხალხი იყო ვიდრე რომას კურვაზე

ძაან გავბრაზდი. ნუ ისე ძალიან მეტი არა, მაგრამ რომას კურვას ქვედა პატარა კუთხეები ცარიელი ქონდა, ლაციოს არა, უფრო სწორედ უფრა პატარა ცარიელი კუთხეები ქონდა. და საერთოდაც ძალიან მაგრად გლშემატკივრობდნენ.
კიდევ რომას კურვზე თამაშის დასაწყებისთანავე აწიეს პლაკატი, რომელზეც ეწერა: დუმილის 5 წითით მივაგოთ პატივი გაბრიელეს ხსოვნას (რაღაც ძაან ქართულად ჟღერს... ამის იტალიური ვარიანტი) ჰოდა ხუთი წუთი სტადიონზე სიჩუმე იყო. უფრო სწორედ ორივე კურვაზე იყო სიჩუმე, დანარჩენი ტრიბუნები რეაგირებდნენ თამაშის სვლაზე მაგრამ ტოფოზობა როგორც ასეთი არ იყო.
ლაციოს კურვაზე კი ორ ადგილას რომას ფერები შევნიშნე. ერთი წითელ-ყვითელი ფერების ბუშტებით გამოსახული ასო B და მეორე იგივე ბი რომას მაისურის ფერში. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვერ მივხვდით იმ დღეს. მეორე დღეს გაზეთი ვიყიდე და იქ წავიკითხე. სერია ბის გულისხმობდნენ

კიდევ ერთი მაგარი პლაკატი ქონდათ ლაციალებს: დონი, უფრთხილდი სისინიოს

ვიხალისე
And then he ran into my knife....
He ran into my knife 10 times!