BeBe_MU
Play Off Is Coming at MSG ☀

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5884
წევრი No.: 61363
რეგისტრ.: 16-May 08
|
#9726345 · 23 May 2008, 11:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ინფოები რაც ვნახე დავყარე და ----- გამოვყავი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა განაცხადა, რომ კლუბი, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავად, ქალაქში საზეიმო აღლუმის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ, გილმა კლუბის ტელეარხს განუცხადა. თავდაპირველად, აღლუმის გამართვა დღეისთვის იგეგმებოდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მისი ორგანიზება ზაფხულისთვის გადადო. “მის სათანადოდ ორგანიზებას დიდი დრო სჭირდება. აუცილებელია, რომ ყველაფერი ქალაქის ხელმძღვანელობასთან და პოლიციასთან შევათანხმოთ”, – აღნიშნა გილმა. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი რაიან გიგზი, რომელმაც მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა ამ კლუბში გაატარა და 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასს მე-2-ედ დაეუფლა, განაცხადა, რომ ამ გამარჯვებამ, 9 წლის წინანდელ გამარჯვებაზე მეტად გაახარა. გიგზმა 1999 წლის ფინალში ითამაშა, როდესაც “მანჩესტერმა” მიუნხენის “ბაიერნი” შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე გატანილი 2 გოლის წყალობით დაამარცხა, მოსკოვში კი, გიგზი “ჩელსის” წინააღმდეგ მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა და კლუბში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი მოხსნა. “ამ გამარჯვებამ წინაზე მეტად გამახარა, რადგანაც 1999 წელს ვფიქრობდით, რომ ჩემპიონთა თასს მალე მე-2-ედაც მოვიპოვებდით. ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ინიციატივას ვფლობდით, მე-2 ნახევარში კი, მომენტები მეტოქემ შექმნა, მაგრამ ჩვენ გოლი არ გავუშვით”, – განუცხადა Reuters რაიან გიგზმა. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსკოვში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის გმირი, მანჩესტერელთა ჰოლანდიელი კარის დარაჯი ედვინ ვან დერ სარი გახდა, რომელმაც მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში, ნიკოლა ანელკას დარტყმა მოიგერია და “მანჩესტერს”, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა თასი მე-2-ედ მოაგებინა. 1999 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, როდესაც ბარსელონაში “მანჩესტერმა” მიუნხენის “ბაიერნი” დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა, ინგლისური კლუბის კარს პეტერ შმეიხელი იცავდა, თავად ვან დერ საარს კი, ჰოლანდიური “აიაქსის” შემადგენლობაში, ფინალი 2-ჯერ უთამაშია. 13 წლის წინ, “აიაქსმა” “მილანი” 1:0 დაამარცხა, ერთი წლის შემდეგ კი, “აიაქსი” “იუვენტუსთან” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. სამაგიეროდ, 37 წლის მეკარის გუნდმა, გუშინ, თერთმეტმეტრიანების სერიით, გამარჯვება მოიპოვა. “12 წლის წინ, მე თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი, ახლა კი მოვიგე. ჩვენ ეს დავიმსახურეთ”, – განუცხადა АР–ს ედვინ ვან დერ სარმა. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა რიო ფერდინანდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების შემდეგ აღიარა, რომ დარწმუნებული იყო, “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი პენალტს გაიტანდა და “მანჩესტერი” თასის გარეშე დარჩებოა. ამის შესახებ, ფერდინანდმა Reuters განუცხადა. ტერი თერთმეტმეტრიანების სერიის გადამწყვეტ, მე-5 დარტყმას ასრულებდა და გოლი რომ გაეტანა, თასი “ჩელსის” დარჩებოდა, მაგრამ მას ფეხი დაუცურდა და ბურთი კარს ააცილა. ამის შემდეგ, მის თანაგუნდელ ნიკოლა ანელკას, “მანჩესტერის” კარის დარაჯმა ვან დერ სარმა აჯობა და თასი “იუნაიტედს” დარჩა. “ვფიქრობდი, რომ ჯონი პენალტს გაიტანდა. ვარჯიშების დროს, ის თერთმეტმეტრიანებს იდეალურად არტყამს, თუმცა, მისდა საუბედუროდ, ფეხი დაუცურდა, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა წაეგო”, – თქვა ფერდინანდმა, რომელიც ტერის თანაგუნდელია ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივზმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის სათამაშო პოზიციას მნიშვნელობა არა აქვს. ამის შესახებ, მან Маяк-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “ფინალში ჩემს მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი იმით, რომ მწვრთნელი სხვადასხვა პოზიციებზე მათამაშებს. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს სად ვითამაშებ”, – თქვა ჰარგრივზმა. ზედმეტი ემოციის გამო, ოუენს მეტოქე გუნდის თამაშის შეფასება გაუჭირდა. “ჩელსის” თამაშს ვერ შევაფასებ, რადგანაც ძალიან ემოციურ განწყობაზე ვარ. რაც შეეხება ტერის აცილებულ პენალტს, ასეთი მომენტები ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაში ხდება. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ”, – განაცხადა ოუენ ჰარგრივზმა. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელი თავდამსხმელი კარლო ტევესი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” დამარცხების შემდეგ ამბობს, რომ ის, ემოცებიეთ გადატვირთულია. ამის შესახებ, ტევესმა Тribalfootball-ს განუცხადა. “რაღაც მსგავსი ადრეც განმიცდია. ჩემი გული ემოციებითაა სავსე. როდესაც ბავშვი ვიყავი, ვოცნებობდი, რომ მსგავს ჯილდოს მოვიპოვებდი. ახლა ოცნება ამიხდა და ბედნიერი ვარ. ამ ჯერზე, აუცილებლად უნდა მომეგო, რადგანაც, აქამდე, ფინალში 2-ჯერ დავმარცხდი - ბრაზილიის ნაკრებთან ერთად Copa America-ზე და ლიბერტადორესის თასზე. ფერგიუსონი რწმენას გვინერგავს და გუნდს მისი გადაწყვეტილებები მუდამ სჭირდება”, – ამბობს კარლოს ტევესი. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ, მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდის გამოცვლას, არ აპირებს და ამით, “მანჩესტერის” გულშემატკივრები დაამშვიდა. მანჩესტერული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ ამ განცხადებით, 23 წლის პორტუგალიელმა, თავისი მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს მოუღო ბოლო. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აპირებს, თუ არა ის კლუბის გამოცვლას, რონალდუს ემოციურად უპასუხია: “არა, არა და არა! მე ვრჩები”! -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ აღიარებს, რომ მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში მის მიერ გაფუჭებულმა დარტყმამ, “მანჩესტერი”, ლამის, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა. ამის შესახებ, რონალდუმ უეფას ოფიციალურ საიტს უთხრა. “გავიფიქრე, რომ წავაგებდით. ვფიქრობდი, რომ ეს დღე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ, სეზონის 2 უმთავრესი ჯილდო, პრემიერლიგა და ჩემპიონთა თასი მოვიგეთ და ახლა, დღევანდელი დღე, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება. მე ძალიან ამაყი ვარ”, – თქვა რონალდუმ. მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში, რონალდუს დარტყმა “ჩელსის” მეკარე პეტერ ჩეხმა მოიგერია, მაგრამ მერე, ჯერ ლონდონელთა კაპიტანმა ჯონ ტერიმ ბურთი კარს ააცილა, ნიკოლა ანელკას დარტყმა კი, ვან დერ სარმა მოიგერია. მიუხედავად გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, რონალდუ ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, რომლის გუნდმაც, მოსკოვში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ჩელსი” თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა, ამბობს, რომ მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში, მისმა გუნდმა გამარჯვება პირველად მოიპოვა. ამის შესახებ, ფერგიუსონმა უეფა-ს ოფიციალურ საიტს განუცხადა. “ეს პირველი თერთმეტმეტრიანების სერიაა, რომლის მეშვეობითაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოვიგე – ევროთასებზე, შოტლანდიის და ინგლისის თასზე, თერთმეტმეტრიანების სერიაში, აქამდე არსად გვიმართლებდა. ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში ფანტასტიურად ვითამაშეთ და მეტოქეს გაუმართლა, როდესაც მის მიწურულს საპასუხო გოლი გაგვიტანა. დიდებული მიღწევა გვაქვს”, – თქვა ფერგიუსონმა. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ზიკო, რობერტო ბაჯო, დიეგო მარადონა გუშინდელი მოსკოვური ფინალის შემდეგ ამ სიას ჯონ ტერიც დაემატა. "ჩელსის" კაპიტანმა ბირწყინვალედ ჩატარებული ფინალის შემდეგ ვერ გაიტანა პენალტი, რომელიც მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მოაგებინებდა. ასეთი საბედისწერო შეცდომები, როგორც ჩანს მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს მოსდით, თუმცა არა დიდი ფეხბურთელების შეცდომები ისტორიაში რჩება თორემ ისე პენალტი ბევრს გაუფუჭებია.
ფინალმა კი მოლოდინი აშკარად გაამართლა, "ლუჟნიკებზე" წმინდა ინგლისური საფეხბურთო სპექტაკლი ვიხილეთ. ამ დრამატულ მატჩში იყო ყველაფერი თამაშიდან გატანილი გოლები, ლამაზი ფინტები არაერთი ძიძგილაობა და უაღრესად დრამატული ფინალი.
ალბათ მაინც სამართლიანია, რომ მოსკოვურ ფინალში ალექს ფერგიუსონის დამოძღვრილმა "წითელმა ეშმაკუნებმა" იმარჯვებს. მანკუნიანელები მთელი სეზონის განმავლობაში უფრო სტაბილურად თამაშობდნენ და "ჩელსიზე" უპირატესობა ინგლისის ჩემპიონობის მოგებითაც დაამტკიცეს.
"ჩელისის" კი ალბათ მხოლოდ თუ ვუთანაგრძნობთ, გუშინდელი თამაშის შემდეგ "არისტოკრატები" ალბათ ამ გუნდის მტრებსაც კი შეეცოდათ. გუშინ "ჩელსის" ფეხბურთელებიმა მოსკოვს ცრემლების დააჯერეს. ძნელია არ უთანაგრძნო ფეხბურთელს, რომელიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უბრალოდ ფეხი დაუცდება სველ მოედანზე და ბურთს კარის ძელს გაარტყამს. სანამ ამას ტერი გააკეთებდა თერთმეტმეტრიანების სერიაში "მანჩესტერი" მანმდე კიდევ ორჯერ იხსნა კარის ძელმა. მოკლედ გუშინ აბრამოვიჩის ბიჭების დღე არ ყოფილა, გუშინ მოსკოვურმა წვიმამ "ჩელსი" გამოიტირა. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
This post has been edited by BeBe_MU on 23 May 2008, 11:13
|