ბებერირა იყო ბებერ? არ გევასება იბრა?

დეკუ+ეტო’ო=50 მილიონი ევრო
ავტორი Tengobarca კატეგორია სიახლეები
კატალონიურ გრანდს მილანის “ინტერისაგან” 50 მილიონი ევრო სურს დეკუსა და ეტო’ოს ნაცვლად.
რამოდენიმე დღის წინ “ინტერისა” და “ბარსას” ხელმძღვანელობა ერთმანეთს შეხვდნენ და რიგ საკითხებზე მოლაპარაკებები დაიწყეს. აქტუალური თემა კი ეტო’ო და დეკუ იყო. სწორედ ამ ორი ფეხბურთელის გაშვება სურთ კატალონიელებს მილანურ კლუბში სოლიდური თანხის სანაცვლოდ.
ამჯერად მორატი შეიძლება ითქვას გამარჯვებული აღმოჩნდა პოლემიკაში, რადგან ლაპორტა თავიდან პორტუგალიელისა და კამერუნელის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვდა. გონიერმა იტალიელმა, კი იმდენს მიაღწია, რომ “ბარსას” პრეზიდენტი 50 მილიონზეც ყაბულს არის უკვე. (40 ეტო’ოში, ხოლო 10 დეკუში).
მოუსვენარი იტალიელი მაინც ჯიუტობს და ჯერ–ჯერობით ამ ორ ვარსკვლავში 50 მილიონსაც ვერ იმეტებს.
წყარო: La Gazzetta dello sport
ვერ იმეტებს ფულს და იბრას გაიმეტებს!!