2014 წლის საფეხბურთო მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართება სამშაბათს ერევანში, სადაც სომხეთის ნაკრები დანიის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს. წინა ტურში ორივე ნაკრებმა შეძლო სამი ქულის მოპოვება და ამით შეინარჩუნეს პლეი-ოფში გასვლის შანსი. "B" ჯგუფში ისეთი ვითარებაა, რომ სომხეთს, დანიასა და ჩეხეთს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ. ამით, ეს სამი ნაკრები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მეორე ადგილზე მყოფ ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც ამ წუთისთვის პლეი-ოფის ზონაში იმყოფება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დანიელებს ამ შეხვედრაში შინ სომხეთის ნაკრებთან განცდილი, სამარცხვინო, მარცხის (0:4) შემდეგ რევანშის აღება სსურს, თუმცა ამის გაკეთება არც თუ ისე ადვილი იქნება. შეხვედრა სომხეთის დედაქალაქში, "ჰრაზდანის" სტადიონზე გაიმართება, რომელიც 2012 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ 54.208 ადამიანს იტევს.
მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში სომხეთის ნაკრები არავისზე (იტალიის გამოკლებით) ნაკლებად უასპარეზია და არსებული რიცხვები ამის ნათელი დასტურია. დანიაში სენსაციურად ოთხი უპასუხო გატანილი ბურთის შემდეგ ვარდან მინასიანის შეგირდებს თავდაჯერებულობა უფრო მოემატათ, რის შედეგადაც დღეს მათ მშვენიერი შანსი აქვთ საიმისოდ, რომ თავიანთ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვონ. ამისთვის საჭიროა დღევანდელ მატჩში შედარებით ძალიან დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე დანიის ნაკრების დამარცხება. დღევანდელ შეხვედრას სომხეთის გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება. საქმე იმაშია, რომ ნაკრების პირველმა მეკარემ წინა ტურში 69-ე წუთზე მიღებული მუხლის ტრავმის შედეგად დღეს ვერ ითამაშებს. აგრეთვე, დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ძირითადი შემადგენობის და მოსკოვის "სპარტაკის" ფორვარდი იურა მოვსისიანი. ასევე, დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცვეი რობერტ არზუმიანი. ამის გარდა, ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას არას იოზბილიზის (მოსკოვის "სპარტაკი") ასპარეზობა, რომელიც ამპლუით მარჯვენა გარემარბი გახლავთ და კუჭის ვირუსი აწუხებს. ცნობისთვის, მოვსისიანი და იოზბილიზი გუნდის გმაოკვეთილი ლიდერები არიან. ამ შესარჩევ ციკლში მათ ანგარიშზე 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გახლავთ. სომხების ცენტრალურმა მცველმა რობერტ არსუმიანმა მატჩის წინ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ჩინებული შანსი გვაქვს. ცხადია, იტალიის ნაკრებს ვერ დავეწევით, თუმცა ჩვენ, ჩეხებს, დანიელებსა და ბულგარელებს მეორე ადგილის დაკავების პრაქტიკულად თანაბარი შანსები გვაქვს. ამიტომ, აუცილებელია დანიის ეროვნული ნაკრების დამარცხება".
თუ სომხეთის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ოცნებაა, დანიელებისთვის ეს ერთგვარი ვალდებულება გახლავთ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დანიელი გულშემატკივრები არ აპატიებენ თავიანთი ნაკრების მუნდიალზე ვერ გასვლას. "დანიას ესაჭიროება მოგება" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია დანიურმა ერთ-ერთმა წამყვანმა სპორტულმა გაზეთა Tipsbladet.dk-მ. დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მარტინ ოლსენისთვის, სასიხარულო ინფორმაცია არის ის, რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მზად არის ამ უმნიშნელოვანესი დაპირისპირებისთვის. "ყველა დანიელისთვის, რომელიც გუნდში თუ გინდთან ახლოს იმყოფება წინა მარცხი (რედ.: 0:4), იყო საყოველთაო სირცხილი. შეიძლება უხეშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს, საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩვენთვის 11 სექტემბერი იყო", - განაცხადა ოლსენმა. წინა ტურში ოლსენის შეგირდებმა ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხეს ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერი მალტის ნაკრები. ეს გამარჯვება მნიშნელოვანი გახლავთ იმიტომ, რომ გუნდს თავდაჯერებულობა დაუბრუნდა და ნაკრებმა პლეი-ოფის შანსი შეინარჩუნა. შექმნილი ვითარებიდან გმაომადნიარე, მეორე ადგილზე გასვლისთვის ჩრდილო ევროპელებს ყველა დარჩენილი მატჩის მოგება ავალდებულებთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აწი უკვე "ტოტენჰემის" ნახემარმცველზე ერიქსენზე, რომელიც გუნდის გამოკვეთილი ლიდერია. დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომ დღევანდელ შეხვედრაში სტუმრები შემტევ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.
აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ურთიერთშეხვედრები :
11 ივნისი, 2013 - დანია 0:4 სომხეთი
15 ნოემბერი, 1995 - დანია 3:1 სომხეთი
16 აგვისტო, 1995 - სომხეთი 0:2 დანია
მაქსიმალური კოეფიციენტები :სომხეთის მოგებაზე: 3.30 (Bet365)
ფრეზე: 3.50 (Bet365)
დანიის მოგებაზე: 2.38 (BetVictor)
ჰანდიკაპის ზღვარი: +/- 0.25 (დანიის სასარგებლოდ)
წინა შეხვედრების მიმოხილვა :ჩეხეთი 1:2 სომხეთი
მალტა 1:2 დანია
გუნდების ინფო :
სავარაუდო შემადგენლობები :წყარო :
http://www.preview.ge/news/14_shesarchevi_...a/2013-09-10-56