1992 წელი და ევროპის ჩემპიონობაყველაზე საუკეთესო პერიოდი დანიური ფეხბურთის ისტორიაში მოხდა 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე, დანიამ თავიდან ვერ დაძლია შესარჩევი ეტაპი, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა იუგოსლავიამ,დანიური ფეხბურთის ლეგენდამ მიქაელ ლაუდრუპმა დატოვა ეროვნული ნაკრები მწვრთნელ ნილსენთან უთანხმოების გამო. იუგოსლავია, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა ომი,მიიღო საერთაშორისო სანქციები და აეკრძალა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, რადგან დანია შესარჩევის დროს გავიდა მეორე ადგილზე იუგების შემდეგ, ავტომატურად გადაეცა საგზური დანიას შვედეთში გასამართ ჩემპიონატზე, ამ დროს ნაკრები ემზადებოდა ამხანაგური თამაშისთვის C.I.S თან
დანიის ნაკრებში დიდი იმედი ეყრდნობოდა შმეხელზე და მის დაცვაზე, ასევე შეტევების სულისჩამდგმელ ბრაიან ლაუდრუპზე, დანიის ნაკრები არის ავტორი ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური ჩემპიონობისა მწვრთნელ რიკარდ მიოლერ ნილსენთან ერთად, დანია გავიდა ურთულესი ჯგუფიდან, სადაც დანიამ და შვედეთმა ჯგუფში ჩატოვეს საფრანგეთი და ინგლისი, მათ ასევე გადალახეს მოქმედი ევრპის ჩემპიონის ჰოლანდიის ბარიერი და გავიდნენ ფინალში სადაც მოუგეს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს 2:0, ეს იყო ჩემპიონატი არდადეგებიდან ევროპის ჩემპიონობამდე


1993 წლიდან ნაკრებს დაუბრუნდა მიქაელ ლაუდრუპი, მაგრამ მისამა დაბრუნებამაც ვერ გაიყვანა ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1995 წლის კონფედერაციის თასის მოგების შემდეგ დანია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე არც თუ ისე კარგად გამოვიდა რაამც გამოიწვია ნაკრებიდან რიკარდ ნილსენის წასვლა, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი შვედმა სპეციალისტმა ბო იოჰანსონმა გაიყვანა, სადაც მეოთხედფინალს უწია და დაძაბულ ბრძოლაში წააგო 2:3 ბრაზილიასთან
2000 წლიდან კი დაიწყო მორტენ ოლსენის ეპოქა რომელიც დღემდე გრძელდება და იმედია კიდევ გაგრძელდება
სტადიონიდანიის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონზე სახელწოდებით
parkenსტადიონი არის ს.კ კოპენჰაგენის საშინაო არენა
ტევადობა : 38,086

დანია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
14 ივნისი.იოჰანესბურგი.15:30 ჰოლანდია -
დანია19 ივნისი. პრეტორია. 22:30 კამერუნი -
დანია24.ივნისი. რუსტენბურგი.22:30
დანია - იაპონია
შემადგენლობამეკარეებიტომას სორენსენი (სტოკ სიტი, ინგლისი)
იესპერ კრისტიანსენი(კოპენჰაგენი)
შტეფან ანდერსენი(ბრონდბიუ)
მცველებიდანიელ აგერი (ლივერპული, ინგლისი)
ლარს იაკობსენი (ბლექბერნი, ინგლისი)
პერ კროლდრუპი (ფიორენტინა, იტალია)
უილიამ კვისტი (კოპენჰაგენი)
სიმონ კიაერი (პალერმო, იტალია)
სიმონ 'ბუსკ' პოულსენი (აზ ალკმაარი, ჰოლანდია)
პატრიკ მტილიგა (მალაგა, ესპანეთი)
ნახევარმცველებიმარტინ იორგენსენი (ორჰუსი)
დენის რომედალი (აიაქსი, ჰოლანდია)
იესპერ გრონკიაერი (კოპენჰაგენი)
კრისტიან პოულსენი (იუვენტუსი, იტალია)
დანიელ იენსენი (ვერდერი, გერმანია)
ტომას კალენბერგი (ვოლფსბურგი, გერმანია)
იაკობ პოულსენი (ორჰუსი)
ტომას ენევოლდსენი (გრონინგემი, ჰოლანდია)
მიკელ ბეკმანი (რანდერსი)
კრისტიან ერიკსენი(აიაქსი, ჰოლანდია)
თავდამსხმელებიიონ დალ ტომასონი (ფეიენოორდი, ჰოლანდია) CAP
ნიკლას ბენდტნერი (არსენალი, ინგლისი)
სიორენ ლარსენი (დუისბურგი, გერმანია)
ფორმა
