იტალიელთა თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამაზე განუწყვეტლივ მიდის ამაზე ლაპარაკი იტალიურ საინფორმაციო საშუალებებში და გამომცემლობებში.
ყველა აღიარებს, რომ რობერტო დონადონიმ ზედმეტად იჯიუტა ფილიპო ინძაგის არ წაყვანით ევროპის პირველობაზე. კარგად დავინახეთ, რომ ''პიპო გოლის'' დონის თავდამსხმელი მართლაც დელ პიეროს და ლუკა ტონის გარდა ნაკრებში არ არის. ბებერი სინიორას კაპიტანი უკვე ასაკოვანია და თან შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ მას ძალა აღარ ყოფნის მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატაროს.
ლუკა ტონი კი ვერ გაიხსნა ეროვნულ ნაკრებში და ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს, ასევე სისწრაფე საკმაოდ დაკარგული აქვს, განსხვავებით ბაიერნში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ძნელია პასუხი მოუძებნო პიპოს არ წაყვანას. პიპო რომ გამოადგებოდა ნაკრებს ლაპარაკი ზედმეტია. აღსანიშნავია თუ არ ენდობოდა იტალიის ჩემპიონატში 19 გოლის გამტან მარკო ბორიელოს დონადონი რატომ წაიყვანა?!
ბევრი კითხვის ნიშანი არის და ვნახოთ თუ როგორ დამთავრდება დონადონის ვოიაჟი ევროპის ჩემპიონატზე.
ანდრეა პირლო:''ჩვენ არ გაგვიმართლა რუმინეთთან შეხვედრაში.ჩვენ ვუტევდით და მათ გაგვიტანეს კონტრშეტევაზე, მაგრამ ეს ყოველთვის ხდება, როცა შენ აუცილებლად მოსაგები გაქვს თამაში და შეტევაზე ფიქრობ. ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ ერთი ქულა მაინც გვაქვს, რაც ბრძოლისკენ გვიბიძგებს. მოგვიხდება, რომ შევუტიოთ და მოვუგოთ ფრანგებს თუ გვინდა მეოთხედფინალში გასვლა. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და არის შანსი ჯგუფიდან გასვლის, რისთვისაც ღირს ბრძოლა.''
მილანის გენერალურმა დირექტორმა არედო ბრაიდამ გამოტყდა რომ მას სურს იხილოს თავის გუნდში სპორტინგის და პორტუგალიის ნახევარმცველი მიგეილ ველოზუ.
"ველოზუ არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ვფიქრობ რომ მომავალში ის აუცილებლად ითამაშებს მილანში. დარწმუნებული არ ვარ რომ ეს იქნება მალე მაგრამ მომავალში კი." განაცხადა ბრაიდამ A Bola-სთან ინტერვიუში.
მოგეხსენებათ დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ მილანს მაღალი დონის თავმდამსხმელი სჭირდება და გუნდის თავკაცობაც აღარ მალავს უკვე ამ გადაწყვეტილებას. ლაპარაკი იყო საკმაოდ ბევრ ფორვარდზე, მაგრამ ამ დღეებში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტის ძალიან სურს ორი მათგანი: ემანუელ ადებაიორი - არსენალიდან და დიდიე დროგბა - ჩელსიდან.
შავ-წითლების მესვეურები მუშაობენ ორივე ფრონტზე და იმედი აქვთ, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც მოექცევა მათ კლანჭებში.
მილანის მწვრთნელი არის დიდი მოსურნე როგორც ერთი, ასევე მეორე თავმდამსხმელისა და აღნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთია რომელი მათგანი გადავა მის გუნდში, რადგან ორივეს ტოპ კლასის ფეხბურთელად მიიჩნევს.
ანჩელოტიმ განუცხადა იტალიურ გამოცემას: "მე მჭირდება ტოპ კლასის ფორვარდი, ისევე როგორც თავად გუნდს. დროგბა? ადებაიორი? შეიძლება ორივე, მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით რომელი მათგანი არის მზად სან-სიროზე სათამაშოდ."
ასევე კარლომ დაადასტურა უკვე საკმაოდ ცნობილი ფაქტი, რომ ჩელსის სურდა მილანის ამჟამინდელი თავკაცი ეხილა საკუთარ უნგუნდში, სანამ ისინი სკოლარის შეუთანხმდებოდნენ.
"რაც ჩემს შესახებ საუბარი დაიწყო, მე მაშინვე ყოველგვარი ვარიანტი გადასვლისა გამოვრიცხე, რადგან ძალიან მსურს კვლავ გავაგრძელო ჩემი სამწვრთნელო კარიერა როსონერიში. რაც შეეხება მოურინიოს, მას გააჩნია ნათელი იდეები და საკუთარი თავი იტალიაში კარგად წარმოჩენილი ყავს .
თუ იტალიურ გამოცემებს დავუჯერებთ, ემანუელ ადებაიორი მზადაა დატოვოს ემირატები, ხოლო ადრიანო გალიანი კი თავის მხრივ ასევე მზადაა დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები ტოგოელ ფორვარდთან, რათა ის მომავალი სეზონიდან ვიხილოთ ლომბარდიული კლუბის რიგებში.
ორივე არა მარა დროგბა კაი იქნებოდა რა..
მილანის ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანს იმედი აქვს რომ მისი კლუბი შეძლებს მოლაპარაკებას არსენალთან ემანუელ ადებაიორის ტრანსფერზე.
"ჯერ-ჯერობით არ ვიცი ითამაშებს თუ არა ადებაიორი მილანში. ჩვენ გამოვთქვით სურვილი არსენალის ფორვარდის ყიდვისა და ახლა ველოდებით პასუხს ინგლისური კლუბიდან. ადებაიორი კარგად თამაშობს არსენალში მაგრამ როცა მილანი გთავაზებს გადმოსვლას მაშინ ძნელია უარის თქმა." ამბოლს გალიანი Channel4-თან
შიგ არ აქვს ახლაა ??? რათ გვინდა ეს შავი ტარაკანა
ბევრი მითქმა-მოთქმა მიდის ჰოლანდიის შესახებ თუ როგორ ითამაშებენ ისინი მომდევნო მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ. ბევრი თვლის, რომ ჰოლანდია გავა მოედანზე მეორე შემადგენლობით და დაასვენებს მთავარ შემადგენლობას მარკო ვან ბასტენი. მას ყველანაირი წინაპირობა აქვს ამის გასაკეთებლად, რადგან გაინაღდეს პირველ ადგილზე გასვლა, მათ ვერავინ ვარ გადაუსწრებს და რატომ არ უნდა დაასვენოს მთავარი შემადგენლობა მწვრთნელმა???
მილანის ბოლომდე არ გაბრწყინებული ლეგენდა:''ჩვენ ვემზადებით რუმინეთთან მატჩისთვის ისევე როგორც წინა შეხვედრებში და ვითამაშებთ ისევე საუკეთესოდ, როგორც ყოველთვის.''
მე თავად ნაკლებად მჯერა, რომ მოიგებს ჰოლანდია, არა იმიტომ რომ არ გააკეთებს ამას ვან ბასტენი შეგნებულად, რაც ნამდვილად ხელს აძლევს მათ, არამედ იმიტომ რომ მეორე შემადგენლობით ითამაშებენ ნარინჯისფერები. ზედმეტი რისკია მათი მხრიდან მთავარი გუნდით თამაში.