გააჯვან მაგათი დედაც , პროსტა

რუსები მგონია რო გავლენ ...
ვნახოთ
მიუხედავად ევროზე იტალიის ნაკრების წარუმატებლობის და მილანის ფეხბურთელის პირლოსი, ინტერესი მის მიმართ აქვთ 2 ესპანურ გრანდს.
ჯანლუკა ძამბროტას ტრანსფერის განხორციელების დროს, ადრიანო გალიანისთან, კატალონიელები შეეხნენ პირლოს საკითხს. ამ შემთხვევაში ესპანელებმა მტკიცე უარი მიიღეს.
რომან კალდერონი და ადრიანო გალიანი შეხვდნენ საერთო მეგობრის ქორწილზე და აქაც დაისვა ანდრეას საკითხი, მაგრამ რეალის ბოსს ოფიციალური შემოთავაზება არ გაუკეთებია.
ყველაფრის მიუხედავად, ანდრეა პირლომ, მომავალი სეზონი უნდა დაიწყოს მილანში. ამას ამტკიცებს თვით ფეხბურთელი და წითელ–შავების ხემძღვანელობა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ბარსა და რეალი ალბათ ხვდებიან რაც უნდა ქნან

მარკო ვან ბასტენმა ამ ნაკრების მშენებლობა, რომელიც ახლა ევრო 2008-ის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, დაიწყო უფრო ადრე, კერძოდ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მაშინ ყველასთვის გაუგებრად ნაკრებს, რომ მოკვეთა რამოდენიმე ლიდერი და გამოცდილი
ფეხბურთელი: კლარენს ზეედორფი, ედგარ დავიდსი და ნისტელროის ხეირიანად არ მისცა თამაშის საშუალება. იმ ჩემპიონატზე არ უთამაშია ნარინჯის ფერებს კარგად, მაგრამ მაშინ გამოჩნდნენ: დირკ კიუიტი, ვესლი სნეიდერი, ბულარუზი და სხვა ისეთი ფეხბურთელები როლებიც ახლა საკმაოდ ძლიერ გუნდებში თამაშობენ და გუნდის დამრტყმელი ძალაც არიან.
მილანის შეტევების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, კლარენს ზეედორფი, შემდეგ კვლავ გამიოძახა ვან ბასტენმა შესარჩევ ციკლში, მაგრამ არასამართლიანი კრიტიკით იგი გუნდიდან წასვლაზე დააფიქრა, ეს მოხდა მას მერე რაც ჰოლანდიამ გაინაღდა ევროს საგზური და კლარენსიც გულგატეხილი ნაკრებიდან წამოვიდა. მილანელმა ვან ბასტენს ხელი არ შეუშალა ახალი გუნდი მშენებლობაში და წყნარად, უკომენტაროდ დატოვა ნაკრები.
ახლანდელი ბრწყინვალე თამაშის მერე ბევრი ალაპარაკდა, რომ ზეედორფის გარეშე ნაკრები უკეთესად თამაშობს. ბევრი თვლის, რომ მარკომ კარგი გუნდი ააშენა და სრულიად სამართლიანად, მაგრამ ყველა დარწმუნებული, რომ ვან ბასტენს კლარენსი აუცილებლად დაჭირდება, მისი გამოცდილებით, რთულ მომენტებში ამ ჩემპიონატზე.
P.S. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ კლარენს ზეედორფი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ეს მართლაც ცხადია.