ეს არის ოფიცლიალური ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ფეხბურთელის აგენტმა:
"ეხლა არსენალი ეძებს ადებაიორის შემცვლელს. სანამ ლონდონური კლუბი არ ნახავს, ემანუელის შემცვლელს, იგი არ გადმოვა მილანში.
"მაგრამ მე განწყობილი ვარ ოპტიმისტურად. როგორი შანსები აქვს მას მილანში გადასასვლელად? – როსონერიში აღმოჩენის 70–80 % აქვს ჩემს კლიენტს".
მოდის ინფორმაცია, რომ არსენალი ადებაიორში ითხოვს 31 მილიონს, როდესაც მილანი სთავაზობს მათ – 28 მილიონს.
შეგვეტენა მგონი ეს ტარაკანა

თურქეთის ნაკრების და გალათასარაის ნახევარმცველი, მომავალ სეზონს სერია ა–ში ითამაშებს.
არდა ტურანმა გააოცა ყველა თავისი გამოსვლით ევროზე. თავიდან თურქით დაინტერესებული იყო ნიუკასლი, მაგრამ მოგვიანებით, ორმა იტალიურ გრანდს გაუჩნდა მისი შეძენის სურვილი.
ფეხბურთელის აგენტმა თქვა, რომ მისაღები ვარიანტი არის – იუვენტუსი ან მილანი. ტურინელები დიდი ხანია ეძებენ ნედვედის შემცვლელს, რომლისთვისაც მომავალი სეზონი ბოლო იქნება კარიერის მანძილზე.
"ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ – ოფიციალურ განცხადებას. ბევრი კლუბი კონტაქტობს ჩვენთან. თურანი ითამაშებს იტალიაში. მილანი და იუვენტუსი დაინტერესებულნი არიან მისით.
მომავალ კვირას გაირკვევა ყველაფერი, თუ სად ითამაშებს ფეხბურთელი, მაგრამ ყველაზე დიდი შანსები იტალიელებს აქვთ". – დაამთავრა ფეხბურთელის აგენტმა.
რომას ფეხბურთელი მომავალ სეზონში შეიძლება გახდეს სხვა იტალიური კლუბის მოთამაშე. მილანს და ფიორენტინას უნდათ მისი ყიდვა. იტყობინება Channel4.
"ჩვენი მოლაპარაკებები ფიორენტინასთან და მილანთან გრძელდება. რამოდენიმე დღეში იქნება ცნობილი თუ სად ითამაშებს მატეო ფერარი. შემიძლია გითხრათ დანამდვილებით რომ ის იტალიიდან არ წავა."
ივნისის ბოლოს 29 წლის ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი რომასთან. კლუბმა შეთავაზა მას 4 წლიანი კონტრაქტი მაგრამ მთავარ შემადგენლობაში თამაშს არ დაპირებიან და ფეხბურთელმა უარი განუცხადა.
მილანს მატეო ფერარი ხორვატი დარიო სიმიჩის შესაცვლელად ჭირდება.