მალე მე მეწყება ცივცხელება

მილანმა უკვე გამოთქვა თავისი ინტერსი რონალდინიოზე და ახლა გალიანიმ უნდა აირჩიოს ან რონალდინიო ან ადებაიორი, რადგან ანჩელოტმა გამოთქვა რონის ყიდვის სურვილი.
"რონალდინიოს თაობაზე ანჩელოტიმ თქვა კი. ახლა უნდა ავირჩიოთ ან ადებაიორი ან რონალდინიო. თუ ვიყიდით ერთს მეორეს ყიდვა უკვე შეუძლებელია." განაცხადა გალიანიმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
არსენალის ფორვარდმა უკვე განაცხადა რომ დარჩება ლონდონში ამ წელსაც.
მილანი მზადაა რონალდინიოს გადაუხადოს წელიწადში 8 მილიონი ევრო და ბარსას 20 მილიონი მისცეს ფეხბურთელში
მოდის შეტყობინება, რომ ადებაიორთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია და როსონერი იძულებულია შეტევის გასაძლიერებლად იყიდოს სხვა ფეხბურთელი.
შესაძლებელია, რომ ტოგოელის შემცვლელი გამოდგეს რონალდინიო.
მოლაპარაკებები დაიწყება დღეს საღამოს.
მილანი მზადაა ბრაზილიერს 8 მილიონი გადაუხადოს წელში, ხოლო ბარსა 20 მილიონს მიიღებს ტრანსფერში.
აი ეს მომწონს

ტარაკანა მოაცილონ ოღონდ და...
მილანს დიდი ხანია სურს გადმოიბიროს ფიორენტინას ფრანგი მეკარე სებასტიან ფრეი.
სებასტიანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი დარჩეს ფლორენციაში. ფეხბურთელი მადლობელია ამ გუნდის.
მილანი და ბავარია იბრძვიან ამ მეკარისთვის.
შესაძლებელია, რომ ფრეიმ კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივოს.
ასევე, მომავალ წელს ფიორე ლიგაზე ითამაშებს და ეს ფაქტორიც მოქმედებს მეკარეზე.
კაი მეკარეა

მინდაა

მილანის მთავარმა ფიზიოტერაპევტმა დანიელმა მილანის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ისაუბრა რამოდენიმე მილანის ფეხბურთელზე.
მოთამაშეები რომლებიც გამოდიოდნენ ევრო2008-ზე.
"ყველა მათგანმა მიიღო დასვენება 15 დღით და ამიტომ მათ უნდა მოემზადონ ფიზიკურად და მორალურად. ეს მათ დაეხმარებათ ინტენსიური ვარჯიშების დროს. 23 ივლისს კლუბი ჩაატარებს ამხანაგურ თამაშს, 25-ში ნაკრებები."
კაკას მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ.
"მას შეუძლია დაიწყოს მუშაობა გუნდში. ის ოპერაციის შემდეგ 20 დღით ისვენებდა. რათქმაუნდა ის რომ დაბრუნდება გაივლის ტესტებს. შვილის შეძენის შემდეგ ის დაწყნარებულია და ოპტიმისტურადაა განწყობილი."
მალდინი და ემერსონი.
"მალდინი ვარჯიშობდა მილანთან ერთად ივნისის დასაწყისშიც და შემდეგ როგორც ყველა ისიც წავიდა. ის მზადაა და მან იცის რაც უნდა გააკეთოს."
"ემერსონისგან კარგი ამბებია. ის ვეღარ გრძნობს ტკივილს. მას უფრო მეტი დრო დასჭირდა ვიდრე მალდინს მაგრან ის უკვე მზადაა 100%-ით."
ფლამინი და ძამბროტა.
"ძამბროტა იყო მილანში ევროზე წასვლამდე. ჩვენ მივცემთ რაღაც დავალებებს რომ ჩადგეს ფიზიკურ კონდიციებში."
"ფლამინთანაც მოვასწარით მუშაობა. მისთვის შემუშავებული გვაქვს რაღაც პროგრამებიც."
ბორიელო და აბიატი.
"ბორიელოს ყველაფერი კარგად აქვს. და აბიატს კი ვიცნობ 10 წელიწადია და ვფიქრობ მას არ აქვს არანაირი პრობლემები."
მილანის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა თუ როგორი სქემით ითამაშებს მილანი მომდევნო სეზონში.
"ჩვენს ინტერესებში შედის ის რომ მოვაწეროთ ხელი თავდამსხმელთან ან მოთამაშესთან რონელსაც შეუძლია შეასრულოს გამთამაშებლის როლი."
"თუ ხელს მოვაწერთ თავდამსხმელთან მაშინ მილანი მომდევნო სეზონი ითამაშებს 4-3-1-2 სქემით. წინაამღდეგ შემთხვევაში მილანი ითამაშებს 4-3-2-1 სქემით რომელმაც არც თი ისე დიდი წარმატება მოგვიტანა." განაცხადა ანჩელოტიმ Channel4-თან ინტერვიუში.
მილანის ნახევარმცველმა კლარენს ზეეოდრფმა განაცხადა რომ კარიერის დასრულებამდე სურს ითამაშოს ინგლისის პრემიერ ლიგაში.
"არასდროს არ მითამაშია ინგლისში, მაგრამ ყოველთვის ოცნებობი ამაზე. მინდა რომ ვითამაშო პრემიერ ლიგაში კარიერის დასრულებამდე. რათქმაუნდა ვიცი რომ შეუძლებელია ითამაშო ყველა ჩემპიონატში მაგრამ თუ მე მომეცემა ამის შანსი მე შევეცდები ავამოქმედო ეს ტრანსფერი." განაცხადა 32 წლის ფეხბურთელმა BBC-თან ინტერვიუში.
საით ზეე ???
მილანის მთავარმა მწვრთნელმა ანჩელოტიმ ისაუბრა მილანის დაცვაზე.
"ძამბროტა შესანიშნავი ფეხბურთელია., რომელსაც შეუძლია ითამაშოს როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა ფლანგზე. ის ახალგაზრდა არაა მაგრამ ძალიან საიმედოა."
"მარცხენა ფლანგზე ჩვენთან შეუძლია ითამაშოს მარეკ იანკულოვსკიმ ან ჯუზეპე ფავალიმ, მარჯვნივ კი გვყავს მასიმო ოდო. ასევე არ შეიძლება რომ დავივიწყოთ ახალგაზრდა იტალიელი ლუკა ანტონინი, რომელსაც შეუძლია ითამაშობ დაცვაში." განაცხადა ანჩელოტიმ Channel4-თან ინტერვიუში.