
ახლა მაინც უნდა ვიყიდოთ ვინმე კაი და ნორმალური რაა
"News of the World" - თან ინტერვიუში ემანუელ ადებაიორმა გააკეთა საბოლოო არჩევანი : მილანი - არა, ბარსელონა - შესაძლებელია, ასენალი - მხოლოდ 1 შემთხვევაში.
"ბარსელონამ შემომთავაზა მე ძალიან კარგი კონტრაქტი, ეხლა დარჩა 1 რაღაცა - თუ არსენალი არ მომიმატებს ხელფასს, მე დავტოვებ კლუბს. მილანი? - ეს დიდი გუნდია, მაგრამ, იგი ლიგაზე ვერ ითამაშებს მომავალ სეზონში, ეს კი სტიმულს მართმევს" - დაამთავრა ფორვარდმა.
მემგონი გადავრჩით რაა...
ბრაზილიის ყოფილმა მწვრთნელმა კარლოს ალბერტომ განაცხადა რომ მილანმა აუცილებლად უნდა იყიდოს რონალდინიო რადგან მას შეეძლება ითამაშოს იტალიურ კლუბში კაკასთან ერთად.
"ეს მომგებიანი კომბინაციაა, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ნებისმიერ კლუბს რომელსაც გუნდში ყავს ორი ასეთი ფენომენი, იქნება ბედნიერი. ფეხბურთი-ეს სპეკტაკლია, ...
მოდი რონი
იტალიური "მილანისა" და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავ კაკას იმედი აქვს, რომ მისი თანამემამულე და თანაგუნდელი, რონალდო, მინდორს მალე დაუბრუნდება და მომავალშიც არაერთხელ მოირგებს მილანის მაისურს.
"10-15 დღეში თამაშს დავიწყებ" ამბობს კაკა, "ნაკრებს რაც შეეხება, ყოველთვის მსიამოვნებს და ვამაყომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრებში თამაშით. რონალდო? მჯერა, რომ კვლავ შეძლებს მილანში, ჩემს მხარდამხარ თამაშს."
მილანის ნახევარმცველს ანდრეა პირლოს სურს რომ მილანის ხემძღვანელობამ უფრო გააძლიეროს კლუბი.
"პრესა წერს ძალიან ბევრ ფეხბურთელზე რომლებიც შეიძლებოდა გადმოსულიყო მილანში. მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ არ გადმოსულა ჩვენს გუნდში. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ გვინდა რომ ხემძღვანელებმა გააკეთოს ყველაფერი რათა გააძლიეროს მილანი. მხოლოდ მათი გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს მილანში მომდევნო სეზონში."
"რაც შეეხება მარჩელო ლიპის იტალიაში დაბრუნებას, ჩემი აზრით ის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია ამ პოსტის. ჩვენ ერთად მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი და შეგვიძლია გავიმეორეთ." განაცხადა ფეხბურთელმა Sky Sports-თან ინტერვიუში.
მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა, რონალდინიომ ამ უიქენდზე საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვენესუელაში გაიმართა. თამაშის შემდეგ მან კომენტარი მისცა ჟურნალისტებს. თუმცა, ეს ბარსასთან გამოსამშვიდობებელ სიტყვას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელის რიგით განცხადებას:
"ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ და მსურს ძველი ფორმა რაც შეიძლება მოკლე დროში აღვიდგინო, მნიშვნელობა არ აქვს რომელ კლუბთან ერთად. ბარსელონაში გატარებული წლები ჩემთვის მშვენიერი ზღაპარი იყო."
28 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მილანისა და ჩელსისგან სერიოზული და რეალისტური წინადადებელი წამოვა.
ამ ბოლო დროს შვაინშტაიგერის ყიდვის სურვილი ძალიან ბევრმა გუნდმა გამოთქვა. პირველი იყო მილანი ხოლო ახლა ფეხბურთელით დაინტერესდა იუვენტუსი, ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი. ყველაზე მეტი შანსი ფეხბურთელის ყიდვისა აქვს ბებერ სინიორას. მაგრამ ინგლისური კლუბებიც ძალიან მჭიდროდ არიან ჩართული ფეხბურთელის ყიდვისთვის. რომან აბრამოვიჩი ბალაკის მეგობარში 10 მილიონ ფუნტს იხდის(12,6 მილიონი ევრო). მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მანჩესტერიდან რონალდო წავა მაშინ ფეხბურთელისთვის უფრო მეტის გადაიხდას აპირებს მანჩესტერი. ასევე ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული ლუკას პოდოლსკით. ბავარიის პრეზიდენტმა განაცხადა რომ არ აპირებენ კლუბიდან ამ ფეხბურთელების გაშვებას:"მათ ავიწყდებათ რომ ამ ფეხბურთელებს კონტრაქტი აკავშირებს ჩვენთან."
აუ მინდა შვაინა ტოო

კაი იქნება
This post has been edited by Tsameti_Tsameti on 30 Jun 2008, 15:26