
დაიკიდე კაცო
მართალია, მისი შეძენის სურვილი თავის დროზე "მილანმა" და "ჩელსიმაც" გამოთქვეს, მაგრამ არც ერთი გრანდი არ აპირებს "დინიოში" იმ თანხის გადახდას, რომელსაც "ბარსელონა" ითხოვს. "სიტის" მფლობელი ტაქსინ შინავატრა კი მზადაა თანხა არ დაინანოს და ბრაზილიელი გენიოსის შეძენით საკუთარი კლუბის გულშემატკივარი გაახაროს.
"ჩვენ ვესაუბრეთ ფეხბურთელს. მას სურს დაამტკიცოს, რომ კვლავაც საუკეთესოა მსოფლიოში და "სიტი" რონალდინიოს ამის საშუალებას მისცემს. ინგლისური კლუბის ფანები იმედოვნებენ, რომ მომავალ სეზონში დინიო სწორედ მათ საყვარელ გუნდში ითამაშებს. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუვდებათ", - აცხადებს კომპანია ნაიკის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ "ნაიკს" პირადი კონტრაქტი აქვს გაფორმებული რონალდინიოსთან და ფეხბურთელის ჩვეულ სტილში ათამაშება მის ინტერესებშიც შედის.
სულ ცოტა ხნის წინ "სიტის მთავარ მწვრთნელად მარკ ჰიუზი დაინიშნა. მას ჯერაც არ უთქვამს, სჭირდება თუ არა რონალდინიო, მაგრამ ფეხბურთელის შეძენა სურს ტაქსინ შინავატრას და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რონალდინიო ბრიტანულ კლუბში აღმოჩნდეს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება თანხა, რომელიც შინავატრამ უნდა გადაიხადოს, თუმცა ტაილანდელ მილიარდერს დაახლოებით 30 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
თავად რონალდინიოსთვის "სიტიში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. 28 წლის ვარსკვლავი ყველაფერს ნულიდან დაიწყებს. "ბარსელონადან" "სიტიში" გადასვლა, ცხადია, დაქვეითებაა, თუმცა იმისთვის, რომ რონალდინიო ათამაშდეს, შესაძლოა სწორედ "სიტის" დონის გუნდია საჭირო, სადაც ყველაფერი მხოლოდ რონალდინიოს თამაშზე იქნება დამოკიდებული.