kalaგოგო თაკომ და დაჩიმ უეჭველი პირი შეკრეს ჩვენ წინააღმდეგ

რაღაცას აპირებენ ხო იცი

მილანი ახალი სეზონისათვის დიდი მონდომებით ემზადება: მათ შეიძინეს რამდენიმე ფეხბურთელი, რამდენიმე დააბრუნეს გუნდში, ხოლო მათივე თქმით აპირებენ კიდევ რამდენიმეს ყიდვას, ამიტომ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონში გუნდი წარმატებებს მიაღწევს.
ცვლილებაა არა მარტო შემადგენლობაში, არამედ ფორმის მხრივაც. სულ ახლახანს შეიკერა მილანის ოფიციალური მაისური, რომელსაც მისი მოთამაშეები 2008-2009 წლების სეზონში მოირგებენ. ოდნავ შეცვლილია დიზაინი.
როგორც ჩანს მილანის ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მიაგნო ახალ ხერხს გაუშოს საქმესთან დაკავშირებით. ადრიანო გალიანი მზადაა ხვალვე გაფრინდეს კატალონიაში და წაიყვანოს რონი თუ ლაპორტა დათანხმდება შემდეგ შემოთავაზებას, კერძოდ: მილანი აიყვანს რონის არენდით , წელიწადში გადაუხდის 9 მილიონ ევროს და თუ მილანი ლიგაზე მოხვდება მომავალ წელს გალიანი 20 მილიონ ევროს ან ცოტათი მეტს გადაუხდის ბარსელონას.
პავლიუჩენკო ამ ზაფხულს გამართული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, იგი ანდრეი არშავინთან ერთად მეტოქე გუნდს ბევრ საფრთხეს უქმნიდა.
26 წლის ფორვარდმა ავსტრია-შვეიცარიაში გამართულ ევროზე სამი გოლის გატანა შეძლო და ამით დიდად დაეხმარა საკუთარ ნაკრებს წარმატების მიღწევაში.
გასულ კვირას იტალიურ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ რომა მზადაა გადაიხადოს 15 მილიონი ევრო მოსკოვის სპარტაკის თავდამსხმელის მოსაპოვებლად. "ჯალოროსი" ეძებს ფეხბურთელს, რომელიც მეტ მრავალფეროვნებას შესძენს მათ იდეალისტურ თამაშს.
მიუხედავად ამისა, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანსაც აქვს სურვილი შეიძინოს რუსი ფეხბურთელი. ცნობილია, რომ როსონერი ეძებს მაღალი დონის ცენტრფორვარდს. ისინი ცდილობენ სარგებელი ნახონ პავლიუჩენკოს ტრანსფერისგან ყველა იმ მითქმა-მოთქმის ჯიბრზე, რომელიც ქადაგებს, რომ მილანი ვერ შეძლებს ადებაიორის გადმოყვანას.
საინტერესოა, შესძენს თუ არა რაიმე დადებითს პავლიუჩენკოს გადმოსვლა მილანს, როგორც გუნდს?!
ჩემის აზრით, ეს აბსურდია!
არ გვინდა
რა პავლიჩენკო მოიცათ რაა
"მე მივიღე წერილი არსენალის ბოსებისაგან, სადაც წერია შემდეგი რამ: "ჩვენ 13 ივნისის განცხადებაში მოგახსენეთ, რომ არ გვსურდა ადებაიორის გაყიდვა, ახლა კი გაუწყებთ, რომ არსენალს სურს შედგეს ტრანსფერი, რა თქმა უნდა, თუ ადებაიორი თქვენ კიდევ გაინტერესებთ."
თუ 24 წლის ფორვარდი გადაწყვეტს ლონდონელთა დატოვებას, ჩვენ მას დიდი სიამოვნებით მივიღებთ." - დაუმატა როსონერის სიტყვა-ძუნწმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ჩრდილოეთ ლონდონის კლუბი ემანუელში 35 მილიონ ევროს ითხოვს. მონაკოს ყოფილმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში არსენალის მაისურით 30 ბურთის გატანა მოახერხა, სწორად ამიტომ სურს ბევრ კლუბს მისი ყიდვა.
აუ არ მინდა რააა
მიმაგრებული სურათი