ანდრეა პირლო ევრო 2008-ზე:''მე ჩამოვედი აქ მოსაგებად. საუკეთესო შემთხვევაში მე მინდა მოვიგო ეს ჯილდო. კანავაროს გარეშე ძნელი იქნება, ჩვენ დიდი ძალა დავკარგეთ, მაგრამ გერმანიის პრეცედენტის განმეორების ძალა შეგვწევს. მოტივაცია ძალიან მაღალია, რადგან იტალიას არ მოუგია ევროპის ჩემპიონატი ორმოცი წლის განმავლობაში. დროა სახლში დავბრუნდეთ ამ ''ტროფეით'' კვლავ !!!''
მილანის ცენტრი თავის მომავალზე:''მე მოხარული ვიქნებოდი ახალი გამოწვევებით, რაც დამაინტრიგებელია, მაგრამ მე მშვენივრად ვგრძნობ თავს მილანში. მილანის მაისურით მე უკვე მოვიგე რისი მოგებაც შეიძლებოდა. მომავალ წელს ჩვენი მთავარი მიზანი იქნება სკუდეტო. მთელი ცხოვრება მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოვიგო უფრო მეტი.''
პირლომ თავისი საუბარი დაამთავრა სიტყვებით:''მე მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ !!!''
მე მგონი ზედმეტი სპეკულაცია საჭირო არ არის პირლოზე.
მილანის ''მებრძოლი სული და მამაცი გული'' საუბრობს საფეხბურთო საკითხებზე:''მებრძოლი სული და ვარჯიშის მეთოდები იყო უმთავრესი რამაც გერმანიაში მოგვეგებინა.
ჩვენ ვემზადებით ძალიან კარგად. ამ დღეებში მე კიდევ ერთხელ ვუყურე მატჩებს, რომელიც ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონათზე გავმართეთ, ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ მოედანზე და როცა შენ ასეთ მონდომებას იჩენ, ამით მნიშვნელოვნად ამცირებ წაგების რისკს. იღბალიც ჩვენს მხარეს იყო და გერმანიაში საბოლოოდ გავიმარჯვეთ. მე ვფიქრობ, რომ იღბალი არის საჭირო თამაშის მოსაგებად.
ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა კონცენტრირება და დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმის გაკეთება. ჯგუფური ეტაპის დაძლების შემდეგ, უნდა ვითამაშოთ ბასრი და მეტოქისთვის საშიში თამაში, რაც მათ დემორალიზირებას გამოიწვევს. ნაკლები ფიქრი და სწრაფი თამაში, აი რა არის მთავარი სიძლიერე თანამედროვე ფეხბურთში. მე მჯერა, რომ დონადონის შეუძლია გუნდის განწყობა მოსაგებად. კარგად ჩანს ევროპაზე გაცილებით ძნელია თამაში ვიდრე მსოპლიოზე, რადგან აქ თამაშობენ ტექნიკურ და ასევე ძალიან პრაგმატულ ფეხბურთს. ყველა ფიქრობდა, რომ რუმინეთი იყო ჯგუფში ძალიან სუსტი და შანსი არ ჰქონდა, მაგრამ დავინახეთ მათი რეალური ძალა და მე ვთვლი, რომ ისინი ''ტოპ'' კლასის გუნდი არიან.''
მსაჯებზე თქვა რამოდენიმე სიტყვა რინომ:''მსაჯები უშვებენ შეცდომებს ეს ცხადია, მაგრამ მათზე დაბრალება არ შეიძლება. რაც შეეხება ნორვეგიელ არბიტრს, იგი საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი პიროვნებაა.''
იტალიის და ბარსას ყოფილი ფეხბურთელი ძანლუკა ძამბროტა უკვე ოფიციალურად მილანელია. ბარსამ და მილანმა დღეს პარასკევს ოფიციალურად მოაწერეს ხელი ყველა ქაღალდებს.31 წლის ფეხბურთელმა მილანთან მოაწერა ოთხ წლიან კონტრაქტს და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს. Channel 4-ის ინფორმაციით მილანს 9 მილიონი ევრო დაუჯდა ფეხბურთელი.
მილანის ტეხნიკურმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა რომ ჩელსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფილიპე სკოლარიმაც რომ ჩამოვიდეს მილანში კაკას მის გუნდში გადასაყვანად კლუბი არ გაუშვებს ნახევარმცველს არსად.
"რათქმაუნდა ბრაზილიელ მწვრთნელს უნდა იხილოს მილანში ბრაზილიელი ფეხბურთელი, მაგრამ კაკა არ იყიდება. ის მილანის ფეხბურთელია და ითამაშებს მილანში კარიერის დასრულებამდე. " განაცხადა ლეონარდომ Channel4-თან ინტერვიუში.
იასნად

მილანი აქტიურად არის ჩართული ტრანსფერებში და საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ ადრიანო გალიანი და არიედო ბრაიდა. თავს აღარ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით თუ უკვე ვინ გადმოვიდა როსონერიში, ეს ისედაც ყველამ იცით.
ახლა განვიხილოთ სატრანსფერო პოლიტიკა და გამოვყოთ პოზიტივები და ნეგატივები. ნახევარდაცვის გაძლიერება მეთიუ ფლამინით მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა და ძნელია არ შეაქო, მიუხედავად მეთიუს მაღალი ანაზღაურებისა, რაც რისკთან არის დაკავშირებული სხვა ფეხბურთელების მხრიდან ხელფასის გაზრდის მოთხოვნისა.
ჯანლუკა ძამბროტას ტრანსფერი კი ცალსახად პოზიტიურია, რადგან ნაკლები დანახარჯით ისეთი მცველის მიღება, რომელიც ორივე ფლანგზე თანაბრად მაღალ დონეზე თამაშობს, მის კლასზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მარკო ბორიელოს თრანსფერი ძნელია არ მიაკუთვნო პოზიტიურს, მან ხომ 19 გოლი გაიტანა გენუას რიგებში და დაადასტურა, რომ მისგარშემო ატეხილი დოპინგის მოხმარების აჟიოტაჟი, ალბათ მაინც გაუგებრობა იყო და შემთხვევითობა. ლუკა ანტონინის დაბრუნება გუნდში გამართლებულია, თუნდაც იმიტომ რომ მილანის აღზრდილია და შანსი უნდა მიეცეს, ასევე საკმაო გამოცდილება დააგროვა მან შვიდი წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობით, ახალგაზრდაა თანაც საკმაოდ.
დაბოლოს ,ჩემი აზრით ,ნეგატიური გადაწყვეტილება.
გასაგებია რომ კრისტიან აბიატი საკმაოდ კარგი მეკარეა და მადრიდის ატლეტიკოში საკმაოდ პოზიტიური სეზონი ჰქონდა, მაგრამ იგი არ არის ისეთი დონის, რომელიც მილანის კარს უსაფრთხოდ დაიცავს სტაბილურად. ასე, რომ მილანის ბოსები თუ მიხვდნენ, როცა უკვე ცხადი იყო სუპერ კლასის ცენტრ ფორვარდის ერთგვარი ნაკლებობა გუნდში, რაც ძვირი დაჯდება, ამით მაღალი დონის მეკარის გადაბირებაზე თანხების დახარჯვაჯე თავის შეკავება, ეს ნამდვილად არ წაადგება მილანს მომავალ წელს. ასევე ნელსონ დიდა და ჟელკო კალაჩი გამოჩნდა, რომ საიმედო მეკარეები აღარ არიან და ამ მეკარეებზე, აბიატიზე და ახლგაზრდა დანიელე ოფრედოზე დაყრდნობა სარისკოა!!!
ვნახოთ რას მოიფიქრებს სილვიო ბერლუსკონი.
მილანმა დაიწყო წინასასეზონო მზადება. შემადგენლობა მილანისა კი 16 ივლისს შეიკრიბება, რომ დაიწყონ ვარჯიშები 2008-2009 წლების სეზონისთვის მილანელოზე.
ვარჯიშები კი დაიწყება ''კორგაგო სპორტინგ ცენტრში'', მაგრამ მილანს აქვს რამოდენიმე მოსამზადებელი საფეხური გასავლელი.
კარლო ანჩელოტის გუნდს პირველი ამხანაგური მატჩი აქვთ ლომბარდიაში, როგორც გააკეთა მილანმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ისი შეიკრიბნენ ლეკოში. 29 ივლისს მილანს ექნება გუნდის მინი ტურნირი იუვენტუსსა და ინტერთან. ასევე იგეგმება მოსკოვში ჩასვლა. რკინიგზის თასზე ითამაშებენ მილანი, ჩელსი, სევილია და ლოკმოტივი.
17 აგვისტოს მილანს ექნება ტრადიციული ''ბერლუსკონის თასი'' ისევ იუვენტუსთან.
31 აგვისტოს შემდეგ იქნება თამაში ჯერ უცნობ ოპონენტებთან.
აღსანიშნავია, რომ ცოტა მოულოდნელად ზაფხულში ჩატარდება ''ევროპის სუპერთასი''. შარშან კი მილანმა მოიგო ეს ტიტული როგორც ვიცით.
არსენალის ფეხბურთელი ემანუელ ადებაიორი თანდათან უფრო უახლოვდება მილანს. მან თანხმობა განუცხადა მილანის ხემძღვანელებს მის მილანში გადასვლაზე. არსენალი აკვირდება ბლექბერნის ფორვარდს და ისინი ადებაიორის შეცვლას არსენალის რიგებში აპირებენ სანტა კრუზით. 24 წლის ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა მცირე კომენტარი მილანში გადასვლაზე: "ადებაიორი საუკეთესოა არსენალის რიგებში მაგრამ როცა მილანიდან გირეკავენ აქ ძნელია თქვა არა."