5-95 % რომ ვერ გავა იტალია...
ჰოლანდია ჯერ ასნავნოით და მოტივაციით ფრეებს ძლივს ახერხებდა რუმინეთთან და ეხლა როცა ერთი "დასვენებით" 2 ფავორიტს გააგდებს ევროპიდან გიჟი იქნება ეს შანსი რომ გაუშვას...
ეხლა ცოტა დავწყნარდი და დავწერ ჩემს აზრს...
მთლიანობაში იტალიას ცუდად არ უთამაშია...ჩაეთვალა ის გოლი ტაიმის მიწურულს და ეხლა ცაში გევყოლებოდა დონადონი აყვანილი დარწმუნებული ვარ...
პეროტა - უსაზიზღრესი, უამაზრზენესი, სამარცხვინო...ვერ მომინელებია ტონიმ საჯარიმოში თავით რომ დაუგდო ბურთი, კარამდე 3 მეტრი იყო და ომდენი იფიქრა დარტყმაზე რომ დააფარეს...
პირლო - ასევე კატასტროფა თამაში ქონდა...ესეთი პირლო, რეჯინაში ბრეშაში და ლაკორუნიაშიც არ მახსოვს!ერთი წესიერი, გამამწვავებელი პასი ან თამაშის დამლაგებელი გადაცემა ვერ მოიფიქრა...ძალიან ბევრს უაზროდ ფიქრობდა და ტემპს აგდებდა, როცა რუმინელთა გატეხვის ერთერთი შანსი სიწრაფე იყო...და არა პოზიციური თამასი როცა მთელი გუნდით უკან გადაბობღებას ასწრებდნენ...
ძამბროტა - კალსიკური ბარსელონური იაღლიში მოუვიდა, სულ უკან უკან წავიდა ეს კაცი რაც ესპანეთში გადავიდა...
დელპიერო - არ მინდა მის უამრავ ფანს აქ ვაწყენინო მარა ნამდვილად მეტს ველოდით მისგან...ლიდრობა ვერ იტვირთა და ის რომ ტონის მეორე ტაიმში პასი არ მიუღია, არაუკანასკნელია აქ ალეს როლი...
კასანო - არ მევასება რა ეს კაცი. ვერაფერიც ვერ გაამწვავა და მაგის მაგივრად ისევ დინატალე შეგდება ჯობდა ერთს მაინც უჩხვლეტდა...
კამორანეზი - მეტს ველოდი აშკარად, მთლიანობაში სულ მგონი ერთი წესიერი, ზუსტი პასი მიიღო ტონიმ, დანარცენებისთვის 2-3 მცველთან უწევდა ჭიდაობა, წამით რომ არ სცილდებოდნენ, ნავესებს სიზუსტე ჩემი დაკვირვებით ბევრგან აკლდა...
მომეწონა გროსო, ძალიან აქტიური იყო...ასევე კარგად იტამაშა პანუჩიმაც მისთვის უცვეულო ადგილას და იმ ეპიზოდში ტიპიური კონტაქტი იყო, არავიტარი საპენლე...
ბუფონი საუკეთესო იყო მარა მეკარეს თუ არ ჩავთვლით ყველაზე მეტად კიელინი მომეწონა....ადრეც დამიწერია რომ ამ კაცზე მე დიდ იმედებს ვამყარებ...
კი ბატონო, ცოტა ზედმეტად უხეშია, მომეტებში დაუფიქრებელი, არარაციონალური, გაუთლელი, ტლანქი და უინტელექტო..მარა ეგ ჯერ პატარაა და წინ ძალიან ბევრი აქვს, ერთი ორი სეზონი სერიოზულ მწვრთნელტან მაგრად დააღვინებდა ჯორჯოს...ბევრმა ინატროს მას რომ აქვს სისწრაფის-სიმაღლის და მასის შეფარდება...ორთაბრძოლებში ძალიან კარგია, მარჯვენა ფეხზე იმუშავოს და რაც მთავრია მენტალურად გაიზარდოს, გააცნობიეროს რომ ერთერთი საუკეთესოა და თავისუფლად შეუძლია აიღოს კლუბშიც და ნაკრებშიც ლიდერის ფუნქციები....ეხლა რომ წარმოვიდგენ, კანავარო და ეგ რა მაგარი ტანდემი იქნებოდა...იმედია იტამაშებენ კიდევ!
იტოგში რა, რითაც იტალია ყოველთვის ამაყობდა შეუძლია ფაბიოს პენსიაზე გასვლის მერეც იამაყოს...თუმცა არ გამოვრიცხავ რომ კიელინი არ გაიზარდოს, არ დაიხვეწოს, დარჩეს ლეგროტალიე 2 -ად, რაც ძალიან არ მინდა...
უსერიოზულესი კაცია, ვგიჟდები მაგის ფეთქებად რეაქციაზე, ოხ ერთი სადმე დროგბას და ამის ჭიდაობა მანახა რა!
მიმაგრებული სურათი