+1

საშინლად ითაამაშეს ფეხბურთელებმა, ყველაზე მეტად დელ პიეროს ცუდ თამაშზე დამწყდა გული, მასტი სულ სხვანაირი იუვეში, მომენტებს ქმნის, სასწაულ ფინტებს აძრობს და დრიბლინგით 3 კაცს შორის ძვრება, მაგარ პასებს აკეთებს და გოლებს იტანს, იტალიაში კიდე აბსოლუტურად განსხვავებულია, ალბათ იმიტომ რომ არ აქვს ლიდერის ფუნქცია და ხშირ შემთხვევაში ცდილობს, რომ გუნდურად ითამაშოს და სიტყვაზე გუშინ საჯარიმოში რომ შევიდა ფლანგიდან უნდა ჩაეწოდებინა და სანამ ჩააწოდებდა, ვიფიქრე ეხლა მოტეხავს და გააგრძელებს საჯარიმოში სვლას თქო, მარა მაგის მაგივრად უბრალოდ ჩააწოდა, როცა იუვეში უფრო ინდივიდუალურად ითამაშებდა.. არ ვამბობ რომ გუნდურად თამაში ცუდია, მარა ალე ალეა, როცა ცოტა ინდივიდუალურსაც ურევს..

გუშინ კი, უბრალოდ არ აკეთებდა ესე და ინდივიდუალური ოსტატობით თამაშის გამწვავების მაგივრად უბრალოდ უკან პასს არჩევდა.. ნუ როგორც ვთქვი, ალბათ, არ გრძნობს თავს ლიდერად და ერიდება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებს..

მაგრამ მაინც მგონია, რომ უბრალოდ ცუდი თამში ჰქონდა გუშინ ალეს და არამგონია ცუდ ფორმაში იყოს, უბრალოდ ცოტა უფრო სხვანაირად უნდა ეთამაშა..
ტონი-კასანო-დელ პიერო საფრანგეთთან..
.
სხვა ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, გროსო საღოლ რა.. მოვიდეს რა იუვეში, გვაკლია ეგეთი იქ.. რა უნდა მაგ კაცს ლიონში?! ნწეჰ..
ნათელი წერტილი იყო გუშინ და მომდევნო თამაშიც აუცილებლად უნდა ითამაშოს.
ზოგადად შემადგენლობაში მხოლოდ ამბროს დავაყენებდი პეროტას მაგივრად და კასანოს კამორანეზის მაგივრად..
ჰოლანდია რომ მოაგებინებს რუმინეთს თითქმის 100% დარწმუნებული ვარ, რომ არ მოაგებინონ ე.ი. დებილები ყოფილან და ეგაა.. მართალია იტალიაც და საფრანგეთიც ორივე საშინელ ფეხბურთს ანახებს, მარა მაინც უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის ქვეყნებია და საფრთხე ყოველთვის მოსალოდნელია მათგან, რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ..
და ეხლა ჯასნა არ ენდომება ჰოლანდიას რომელიმესთან ნეხევარფინალში თამაში..
რუმინეთზე დავდებ გარკვეულ თანხას თუ მოიგებენ ეგ მაინც დამრჩება..

This post has been edited by Coldplayin' on 14 Jun 2008, 12:55