#10096415 · 18 Jun 2008, 16:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Inter-(G)
| QUOTE | | ისე აბიდალის გაგდება შეიძლება მართლაც შეცდომა იყო, რადგან ეგ უკვე ორმაგი დასჯა გამოვიდა |
მორალური მხარე გასაგებია ორმაგი დასჯა ტეხავს და არბიტრის გადასაწყვეტია პირადად რას იზამს მაგ შემთხვევაში მარტო ყვითელიც რომ მიეცა - მაშინაც სწორი იქნებოდა და ახლაც სწორია... ბევრი თამაში მინახავს, რომ მარტო ყვითლით და პენალტით დაკმაყოფილებულა მსაჯი ბევრშიც ასე მომხდარა როგორც გუშინ
და საფეხბურთო ასოციაციებს ასეთ ეპიზოდებზე მკვეთრად ცალსახა პოზიცია არ უჭირავთ... პასუხისმგებლობა მანდ მსაჯზეა, როგორც უნდა - ისე მოიქცევა...
წესების მიხედვით კი - ბოლო იმედის ჯარიმაზე - წითელი ბარათია საჩუქრად საჯარიმოში წესების დარღვევაზე - პენალტი
აქ კი ორივე ერთად მოხდა...
სხვათაშორის პატარა პარალელი რომ გავავლოთ, საკამათო ეპიზოდების თემაზე... არსენალი - ბარსას ფინალი რომ იყო, სადაც ლემანი გააგდეს და გოლი არ ჩათვალეს, თუ არ ვცდები, თვითონ ვენგერის კომენტარი იყო მაშინდელი - გვერჩივნა ლემანი დაეტოვებინათ და გოლი ჩაეთვალათო...
მსაჯი ერთ შემთხვევაშიც მართალი იქნებოდა და მეორეშიც...
უბრალოდ კაცის გაგდება ნამეტანი "NOW YOU LOSE" ჟესტია * * *
| QUOTE | | და საერთოდ მე ვერც 2006 ვხედავ მის დიდ დამსახურებას, კი ნორმალურად წვრთვნიდა და ფეხბურთელებიც კარგ ფორმაში იყვნენ, მაგრამ ერთმა სტქვა ძალიან სწორად "საფრანეთი არც მაშინ თამაშობდა კარგად და არც დრესო, მაგრამ მაშინ ზიდანი ყავდათო ხოლო დღეს არ ყავთო" |
სხვათაშორის გუშინ ენტევეზე კაკრაზ ეგ თქვეს
2006 წლის ჩემპიონატზე II ადგილი მოკლედ და კონკრეტულად ზიდანის დამსახურება იყოო და კაკრაზ ამ მეორე ადგილმა ჩააყენა დომენიკი ცუდ მდგომარეობაში, რადგან ახალი გუნდის შენება ვერ დაიწყოო ტიპს რომ ახალი გუნდი აეშენებინა იგივე ბენზემაზე, ევრაზე, ფლამინიზე და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე - წარუმატებლობის შემთხვევაში საშინელი კრიტიკა იქნებოდა იმის გამო, რომ - აი, მსოფლიოს მეორეადგილოსანი გუნდი დაშალა და მაგიტომ გაასხაო...
არადა ის მეორე ადგილი კაკრაზ რომ ზიდანის იყო და არანაირად იგივე ანრის, ტიურამის, მაკელელესი და ა.შ... ნაწილობრივ, ეს ბეხლეწი სასტავი იყო 2004ში რომ საბერძნეთთან გამოვარდა და 2002ში რომ ჯგუფში ჩარჩა (უგოლოდ)...
This post has been edited by Prankster on 18 Jun 2008, 16:50
--------------------
ჩემი ჰალსტუხი მიმართულებას უჩვენებს მათ ვისაც მე არ მოვწონვარ... - Leftism is a mental disorder
|