საქართველოში ტოტალიზატორებმა 1993 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, ამ საქმის პიონერები იყვნენ გედაგო და კროკო .... ევროპასა და მსოფლიოში ზოგ ტოტალიზატორს 2 საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ამ ბიზნესში ..... ქვევით რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან (რაც უცბად გამახსენდა) და დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია:
1) 1966 წლის მსოფლიოზე იტალიამ გადამწყვეტი თამაში წააგო ჩრდილოეთ კორეასთან და ჯგუფში ჩარჩა, ასევე ჯგუფში ჩარჩა მსოფლიოს მაშინდელი ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები;
2) 1970 წელს გერმანიამ 1/4-ში ჯერ ინგლისს ამოუტრიალა 0-2-დან თამში 3-2-ზე და ნახევარფინალშDი არანორმალურ თამაშში 4-3 მოუგო იტალიას, თუმცა აგებდა დამატებით დროში;
3) 1978 წელს მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ ქვეჯგუფში ტუნისთან 0-0 ითამაშა (ცნობისათვის მაგ დროს აფრიკული გუნდები ძალიან დაბალი დონისანი იყვნენ, დღეს რომ ოკეანია-პოლინეზიის ფარჩაკი გუნდები არიან დაახლოებით მაგ დონის), შოტლანდიამ ირანს ვერ მოუგო 1-1, ხოლო მეორე ფინალურ ეტაპზე უმოტივაციო ავსტრიამ მოტივირებული გერმანია დაამარცხა 3-2 და მესამე ადგილისთვის ბრძოლაც არ აღირსა ფრიცებს
4) 1982 წელს არგენტინამ ე.წ. გახსნის მატჩი წააგო ბელგიასთან 0-1, გერმანიამ ქვეჯგუფში ალჟირთან 1-2, ხოლო მასპინძელმა ესპანეთმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0-1 ......... მეორე ჯგუფურ ეტაპზე თავდაპირველად უსახურად მოთამაშე, ქვეჯგუფიდან გახოხებულმა იტალიამ ჯერ არგენტინას მოუგო 2-1, ხოლო მერე ბრაზილიაც ზედ მიაყოლა 3-2 ...ნახევარფინალში გერმანია 1-3 აგებდა ფრანგებთან დამატებით დროში, მაგრამ 3-3 გაუხადა და მერე პენალტებში დაამარცხა
5) 1986 წელს იტალიამ გახსნის მატჩი ვერ მოუგო ბულგარეთს 1-1, ქვეჯგუფში - ინგლისი, პორტუგალია, მაროკო, პოლონეთი პირველ ადგილზე გავიდა მაროკო, პორტუგალია კი ჩარჩა ჯგუფში (არადა პირველი თამაში პოლონეთს მოუგეს პორტუგეზებმა), დანიამ ურუგვაი მიძუყნა ჯგუფში 6-1, მაგრამ 1/8 ფინალში ესპანეთთან წააგო 1-5 (არადა 1-0 უგებდა)
6) 1990 წელს არგენტინამ გახსნის მატჩი წააგო კამერუნთან 0-1, კოსტა-რიკამ კი ჯგუფში ჩატოვა შვედეთ-შოტლანდია
7) 1994 წელს საიდ ალ ოვაირანმა ბელგიას გაუტანა ულამაზესი გოლი და საუდის არაბეთი 1/8 ფინალში გავიდა, მეოთხედფინალში გერმანია ბულგარეთს 1-0 უგებდა და ორ წუთში წააგო თამაში ........ ბულგარეთის მოხვედრა მსოფლიოზე საერთოდ ანეგდოტი იყო - ბოლო ორ საშინაო მატჩში საფრანგეთის ნაკრებს ერთი ქულა ჰყოფნიდა მსოფლიოზე მოსახვედრად, ფრანგებმა ჯერ ისრაელთან წააგეს 2-3

, მერე კი ბულგარელებთან 1-2, კოსტადინოვის გოლი უნდა გახსოვდეთ ფეხბურთის გულშემატკივრებს წესით და რიგით

ყველა ამ ჩამოთვლილი და კიდევ უამრავი სხვა შემთხვევის დროს არასდროს, არავის არ უხმარია სიტყვა
"გატეხა", "იყომარა" და "გაზპრომი" ...
ნეტავ რატომ ???????
This post has been edited by kolumbo on 22 Jun 2008, 05:24