ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიესპანეთი
ასოციაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია
(Real Federación Española de Fútbol)
კონფედერაცია უეფა
მწვრთვნელი ლუის არაგონესი (2004-დან)
კაპიტანი იკერ კასილასი
ფიფა-ს კოდები ESP
მაქს. დარტყმა ანდონი სუბისარეტა (126)
წამყვანი მეგოლე რაული (44)
პირველი საერთაშორისო
ესპანეთი 1 - 0 დანია
(ბრიუსელი, ბელგია; 28 აგვისტო, 1920)
უდიდესი გამარჯვება
ესპანეთი 13 - 0 ბულგარეთი
(მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933)
უდიდესი დამარცხება
იტალია 7 - 1 ესპანეთი
(ამსტერდამი, ნიდერლანდი; 4 ივნისი, 1928)
ინგლისი 7 - 1 ესპანეთი
(ლონდონი, ინგლისი; 9 დეკემბერი 1931)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოჩენა 12 (პირველად 1934)
საუკეთსეო შედეგი მეოთხე ადგილი, 1950
ევროპის ჩემპიონატი
გამოჩენა 7 (პირველად 1964)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1964
ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.
ისტორია
ესპანეთის საფეხბურთო ლიგა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი კლუბები როგორიცაა მადრიდის რეალი; ბარსელონა; მადრიდის ატლეტიკო; ვალენსია და სხვა. ესპანეთში თამაშობს თანამედროვე ფეხბურთის ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და ესპანური კლუბები ხშირად იკავებენ მოწინავე ადგილებს სხვადასხვა საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატებში.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს დებიუტი 1920 წელს, ბელგიის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა. მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს. პირველი საშინაო მატჩი ესპანეთის ნაკრებმა 1921 წელს ჩაატარა ბელგიასთან, ბილბაოში და 2-0 გაიმარჯვა.
ესპანეთის ნაკრებს არ მიუღია 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი დებიუტი 1934 წელს მოხდა, სადაც მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს და იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში, 1-0 და 1-1. ესპანეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გამო, ესპანეთს 1950 წლამდე არ მიუღია მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა.
სტატისტიკა
მსოფლიოს ჩემპიონატზე
4 ადგილი 1950
1/4 1934, 1986, 1994, 2002
1/8 1990, 2006
მე-2 წრე 1982
ჯგუფური ეტაპი 1962, 1966, 1978, 1998
ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონი 1964
ვიცე ჩემპიონი 1984
1/4 1996, 2000
подгруппа 1988, 2004
ცნობილი ფეხბურთელები :
ემილიო ბუტრაგენიო
რიკარდო სამორა
ფერნანდო იერო
ხოსე ანტონიო კამაჩო
მიგელ ანხელ ნადალი
ალფრედო დი სტეფანო
ლუის საურესი
ანტონიო სუბისარეტა
რაულ გონსალეს ბლანკო
ლუის ენრიკე
* * *

არაგონესი რა მასტი იყო პროსტა იკაიფეთ
This post has been edited by queer_19 on 25 Jun 2008, 17:03